პატარა დემეტრიუსი, შემდგომში ღირსი მამა დანიელ კატუნაკელი (+1929), ათონის მთაზე გაიპარა. გზა და გზა გემით მთელი საბერძნეთის წმინდა ადგილები მოილოცა.
ამ დროს დამწუხრებული დედამისი ღვთისმშობელს ევედრებოდა: "მან ისე მიგვატოვა, არაფერი უთქვამს. რატომ გააკეთა ასე, განა მე ღმერთი არა მწამს? რატომ არ აიღო ჩემგან კურთხევა, მე მისი პატიება არ შემიძლია. ჰოი, ღვთისმშობელო, სულითა და გულით გევედრები, ნუ მისცემ მას ბერობის ნებას, ვიდრე ჩემგან კურთხევას არ აიღებსო". შეისმინა უფლის დედამ მისი ვედრება. ამოვარდა ქარი, ათონისკენ მიმავალ გემს გეზი შეუცვალა და გემმაც დემეტრიუსის მშობლიურ ქალაქში ჩაუშვა ღუზა. ნავსადგურში მას მეგობარი შეხვდა და სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით დაბრუნდა შინ. დედამ ეს სასწაულად მიიღო და ცოტა ხნის შემდგომ მონასტერში მიმავალ ვაჟს გზა დაულოცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი