წმინდა სერაფიმე ვირიცელს სულიერმა შვილმა კურთხევა სთხოვა: - მამაო, მანქანა შევიპირე, ხვალ შინ თივა უნდა მივიტანო და დამლოცეო.
მეორე დღე კვირა იყო და წმინდა მამამ უთხრა: - ალექსანდრე, ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, ხოლო მეშვიდე უფალს დაუთმეო.
ალექსანდრე შინ დაბრუნდა და ცოლს უთხრა, მოძღვარმა არ მაკურთხაო. ეტყობა, კარგად ვერ აუხსენიო, - დატუქსა ცოლმა და უკანვე გაგზავნა. ალექსანდრემ "აუხსნა" მოძღვარს, რომ მანქანას მხოლოდ კვირა დღეს აძლევდნენ, მაგრამ მოძღვრისგან ისევ ის პასუხი მოისმინა. ცოლმა მესამედ გაგზავნა მამა სერაფიმესთან. იმავე პასუხის შემდეგ ქალმა ქმარი მაინც დაითანხმა და თივის მოსატანად გაუშვა. დატვირთეს მანქანა. ალექსანდრე თივაზე დაჯდა. დაიძრნენ შინისკენ. მძღოლმა უცბად დაამუხრუჭა. ალექსანდრე ჩამოვარდა და ხერხემალი სამ ადგილას გადაუტყდა. ატირებული ცოლი მამა სერაფიმესთან გაიქცა და ქმრის ამბავი შეატყობინა. წმინდა მამამ უთხრა: - მე გავიგონე ხერხემლის მტვრევის ხმა. მოდი, ვილოცოთ, შევევედროთ ღვთისმშობელსა და წმინდა სერაფიმე საროველს. ალექსანდრე მათი ლოცვით განიკურნება და ფეხზე დადგებაო. უბრძანა ქალს, ავადმყოფისთვის მაგრად შეეხვიათ წელი, თვითონ კი მისთვის ლოცვა დაიწყო. რამდენიმე თვეში ალექსანდრე უკვე ჯოხით დადიოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი