ერთ ქვრივ ქალს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. დედას შვილის იმედი ჰქონდა, ის კი, თავისი უხეშობით მშობელს გულს უკლავდა.
ერთხელ ვაჟმა მეუღლეს უმიზეზოდ სცემა. დედა ტირილით ევედრებოდა, დამშვიდებულიყო, მან კი ცოლს დედაც მიაყოლა - მკერდზე ხელი ჰკრა და საბრალო ქალი თავით კედელს მიენარცხა. ცოლ-შვილის ტირილმა და დედის კივილმა აიძულა ვაჟი, სახლს გარიდებოდა. შეურაცხყოფილმა დედამ ხელები ზე აღაპყრო და უფალს შეჰღაღადა: - ღმერთო, ხომ ხედავ, როგორ გამანაწყენა ჩემმა უმადურმა შვილმა, დაე, მოაკლდეს მას ჩემი ლოცვა და შენი კურთხევაო. იმავე დღეს მის ვაჟს შეეყარა ცხრო (სხეულის კანკალი), რომელიც დღითი დღე უძლიერდებოდა. მალე ხელში კოვზის დაჭერაც აღარ შეეძლო და საჭმელს ცოლ-შვილი აჭმევდა. ვაჟმა დედას პატიება სთხოვა. დედა მალევე გარდაიცვალა. დამნაშავემ მთელი რუსეთის სიწმინდეები მოილოცა, მაგრამ კურნებას ვერ ეღირსა. გავიდა 13 წელიწადი. იგი ისე დაუძლურდა, რომ ძლივსღა ლაპარაკობდა. ახლობლებმა მოძღვარი მოუყვანეს. აღსარება-ზიარებით ისე მოძლიერდა კაცი, რომ უკვე საუბარი შეეძლო და ღვთისგან განსწავლული თავის შვილებს, ახლობლებს ასწავლიდა, თუ რამხელა ცოდვაა მშობლების უპატივცემულობა. ამის შემდეგ ის მალე მშვიდად გარდაიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი