***
წმინდა ბარსანოფი ოპტელის დედა მის მშობიარობას გადაჰყვა და მამამისმა მეორედ იქორწინა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე და საოცრად გულკეთილი ქალი იყო და მართლაც შეუცვალა დედა. "შესაძლოა, ღვიძლ დედასაც არ აღვეზარდე ასე", - ამბობდა მამა ბარსანოფი, - ყოველ დილით ადრიანად დგებოდა და, მიუხედავად ჩემი მცირეწლოვანებისა, ცისკრის ლოცვაზე მივყავდი.ერთ დილას გავიღვიძე, მაგრამ წამოდგომა არ მინდა... დედა უკვე მზადაა და მოახლეს ეუბნება: - პავლეს ჯერ კიდევ სძინავს. სასწრაფოდ ცივი წყალი მომიტანეო. მაშინვე საბნიდან გამოვძვერი: დედიკო, უკვე გავიღვიძე-მეთქი. ტაძარში მივდივართ".
წმინდა ბარსანოფი მადლიერი იყო ამ "ძალდატანებისა" და ხშირად აღნიშნავდა ხოლმე, რა კარგად იმოქმედა მასზე ყრმობის დროინდელმა ცისკრის ლოცვებმა.