მოშორებული ვარ სვეტიცხოველს
მოშორებული ვარ სვეტიცხოველს
საქართველოში რუსების გაბატონების შემდეგ ბაგრატიონთა უდიდესი ნაწილი რუსეთში გადაასახლეს და იქვე გარდაიცვალნენ. მათ შორის იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამი. გენერალ ლაზარევის მკვლელობაში დადანაშაულებული, თავადაც მხარში დაჭრილი და სისხლმდინარე, რუსმა სალდათებმა ჩასვეს დროშკაში და რუსეთის გზას გაუყენეს. დედოფლისა და უფლისწულთა ხვედრით თავზარდაცემული ქართველები მწარედ მოთქვამდნენ, იგლეჯდნენ თმებს და იხოკავდნენ მკერდს. სალდათები თუმცა ერეკებოდნენ, მაგრამ ისინი მაინც მიჰყვებოდნენ გუნდ-გუნდად რუსეთში მიმავალ დედოფალს და მის შვილებს, მათთან ერთად სამღვდელოებაც მიჰყვებოდა მთელ ვერსზე, ბოლოს, ჯარისკაცებმა ხალხი ძალით შეაჩერეს და გაფანტეს.

დედოფალს პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და "სინანულისთვის" ბელგოროდის მონასტერში გადაასახლეს. მრავალი დამცირება, ტკივილი გადაიტანა დედოფალმა. ძალით ჩამოაშორეს ერთგული ამალის დიდი ნაწილი. ნება არ ჰქონდა, ქალაქის გალავანს გასცილებოდა. ფრიად შეავიწროვეს, როგორც სულიერად, ისე ეკონომიკურად, ჩამოაშორეს ვაჟები და რუსულ კორპუსებში სამსახურად გაგზავნეს, ქართველობა რომ დაეკარგათ. დედოფალს სანუგეშოდ 5 წლის ირაკლიღა დარჩა. როდის-როდის დართეს მარიამს მოსკოვში ცხოვრების ნება. "ვიწყევლი ჩემს ბედს, ჩემი ნაგვემი სხეული დაკოდილა მრავალთაგან უწყალოდ... მოკლებული ვარ აგრეთვე საერთო საფლავს ჩემს საყვარელ ქმრის გვერდით, მოშორებული ვარ სვეტიცხოველს და ქრისტეს ძალსა მცხეთის საკრებულო ტაძრისას... ამასთანავე - ჩემს მოხუცებულ, წელში მოხრილ მშობელსა, ჩემთა ძმათა და დათა", - სწერდა რუსეთის იმპერატორს მარიამ დედოფალი.

მან 1850 წლამდე იცოცხლა, თვითმხილველი გახდა ქართველთა უკანასკნელი გაბრძოლებისა 1832 წელს. 1841 წელს დედოფალს ახალგაზრდა ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი ეწვია და სამეცნიერო საქმეში დახმარება სთხოვა. დამშვიდობებისას დედოფალმა სულხანს ხელში ფული ჩაუდო, პირჯვარი გადასწერა, გზა დაულოცა და უთხრა: "თუ ცოცხალი ვერა, მკვდარი მაინც ვეღირსო ნეტა საქართველოს ნახვასო". 1849 წელს დასნეულებულმა და მოხუცებულმა დედოფალმა იმპერატორს საქართველოში დაბრუნება სთხოვა, რაზეც ცივი უარი განუცხადეს. ბოლოს ისევ საქართველოს მეფისნაცვალს, ვორონცოვს უშველია. დედოფალს საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ ასეთი შორი და მძიმე მგზავრობის ძალა აღარ ჰქონდა. იტყოდა თურმე: "ჩემი უკანასკნელი შემოდგომაც დაიწყო; ვეღირსები კი კიდევ გაზაფხულს და ჩვენი ქვეყნის გამწვანებით გახარებას? რა ცუდ დროს მიღალატა ჩემმა გულმა, სად დადგა ჩემი მუხლი"... 1850 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. იმპერატორმა ერთი მოწყალება მაინც გაიღო. მისი ბრძანებით, დედოფლის ცხედარი სამშობლოში დაბრუნდა და მცხეთაში, მეუღლის გვერდით დაიკრძალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat