ერთმა წარმართმა მეფემ ქრისტიან ეპისკოპოსს მოსთხოვა, რწმენაზე უარი ეთქვა. "ამის ქმნა არ შემიძლია", - მშვიდად უპასუხა ეპისკოპოსმა.
"განა არ იცი, რომ შენი სიცოცხლე ჩემს ხელშია? ერთს ვიტყვი და ამქვეყნაზე აღარ იქნები", - განრისხდა მეფე. "ვიცი, - ბრძანა ეპისკოპოსმა, - მეფეო, ვთქვათ, შენი ერთგული მსახური მოხვდა მტრის ხელში, რომელიც შეეცადა მის გადაბირებას. მსახური კი ვერ გატეხეს. მაშინ გააშიშვლეს და შეურაცხყოფილი გამოუშვეს. როცა შელანძღული მონა შენთან დაბრუნდება, განა არ დააჯილდოვებ პატივითა და დიდებით? არ შემოსავ საუკეთესო სამოსით და დაჰფარავ მის სიშიშვლეს?" "დიახ, - თქვა მეფემ, - მაგრამ ეს რა შუაშია?" მაშინ ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმა ბრძანა: "მეფეო, შენ შეგიძლია მომძარცვო ეს მიწიერი სამოსი, ანუ მომაშორო ამ წუთისოფელს, მაგრამ უფალი შემმოსავს ახალი, უკეთესი სამოსით". ამის გამგონე მეფე დაფიქრდა, მერე კი ეპისკოპოსი გაუშვა და მისგან რწმენის შეცვლა აღარ მოუთხოვია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი