ერთხელ მამა არსენმა თქვა, - ესაა თევზი? ჩალასავითააო (ანუ უყუათოა).
ბერდიდმა უპასუხა:
- ყველაფერი, რაც ღმერთმა მოგვცა - კარგია. არსენ, ჩვენ მოგვეზღვება შენი დრტვინვის გამო.
მართლაც, მალე შიმშილობა ჩამოვარდა.
***
წმინდა არსენი დიდზე ამბობდა მამა დანიელი: ამდენ ხანს დაჰყო ჩვენთან და ვერ შევძელით მიგვებაძა მისეული ცხოვრებისათვის. შაბათს, მწუხრზე მზეს ზურგს შეაქცევდა, პირით აღმოსავლეთით დადგებოდა. აღაპყრობდა ხელებს ზეცად და ლოცულობდა, ვიდრემდის კვლავ მის წინ მზე არ ამოვიდოდა.