ერთი კაპადოკიელი ქვრივი დედაკაცი დაბრმავდა და ექიმებისგან კურნება რომ ვერ მიიღო, იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტა წმინდა ადგილების თაყვანის საცემად.
მეგზურობა ერთადერთმა ვაჟმა გაუწია. მშვიდობიანად ჩავიდნენ, მაგრამ იქ ახალი უბედურება დაატყდა თავს - ვაჟი დასნეულდა და მოკვდა. ქვრივი დედაკაცი უნუგეშოდ ტიროდა და დრტვინავდა. ერთ ღამეს წმინდა მოწამე ლონგინოზი გამოეცხადა, ანუგეშა, დაჰპირდა, რომ განკურნავდა და ზეციურ დიდებაში მყოფ შვილს ანახვებდა. წმინდანმა მოუთხრო, რომ ის შეესწრო ცხოვრების ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომას, კაპადოკიაში იქადაგა ქრისტე და ეწამა. მერე კი ქვრივს უბრძანა, ქალაქგარეთ, სანაგვესთან მისულიყო და იქ ეპოვნა მისი პატიოსანი თავი. დილით ქალმა კეთილი ადამიანების დახმარებით ქალაქის სანაგვემდე მიაღწია, გადაჩიჩქნა ნაგავი და წმინდა ლონგინოზის პატიოსანი თავი იპოვა და იმავე წამს თვალთ აეხილა. გახარებული ქალი სულიერი საგანძურით გამდიდრებული შინ დაბრუნდა და გარდაცვლილ შვილზე აღარ უჯავრია. ღამით წმინდა ლონგინოზი გამოეცხადა, ანახვა თავისი ვაჟი და უთხრა: "შეხედე შენს შვილს, რომელზეც სტირი და მოსთქვამ, ნახე, ის ახლა როგორ დიდებაშია და ინუგეშე". ქვრივი სამშობლოში დიდად ნუგეშინისცემული დაბრუნდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი