***
ერთ ერისკაცს მონაზვნობა სურდა, დედა ეწინააღმდეგებოდა. ის კი არ იშლიდა, - სულის ცხონება მინდაო. ბოლოს, დედამ თავი ანება, ვაჟი მონასტერში წავიდა და იქ უდებებით ცხოვრობდა. გამოხდა ხანი, მოკვდა დედამისი, მცირე ხნის შემდეგ დასნეულდა ვაჟიც. ერთხელ სულით ის ჯოჯოხეთში ჩაიყვანეს, სადაც დედის სული იხილა. "შენც აქ მოხვდი, შვილო? აკი, მეუბნებოდი, სულის ცხონება მინდაო?" შერცხვენილი შვილი დუმდა. ამ დროს გაისმა ღვთის ბრძანება, - წაიყვანეთ ეს ბერი უკან, რამეთუ მე სხვა მონასტერში გაგგზავნეთ სხვა ბერის მოსაყვანადო. ის სხვა ბერი ახალი გარდაცვლილი აღმოჩნდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში ჩასული - ხორციელადაც გამოჯანმრთელდა, სენაკში დაყუდებული შეინანებდა თავის უდებებას. ისეთ გლოვას მიეცა, ზოგიერთი ეუბნებოდა, ცოტათი მაინც დაინდე საკუთარი თავიო. ის კი პასუხობდა: დედაჩემის ყვედრება თუ ვერ დავითმინე და პასუხი ვერ გავეცი, რას ვეტყვი ქრისტეს და მის წმინდანებს, მე უდებიო... - მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი