მაკარი დიდი მამა ანტონისთან მივიდა და კარზე დააკაკუნა. მამა ანტონიმ კარი გაუღო და ჰკითხა, - ვინ ხარო.
მამა მაკარიმ მიუგო, - "მე ვარ მაკარი". მამა ანტონი შინ შებრუნდა, კარი ჩაკეტა და სტუმარი გარეთ დატოვა. შემდეგ, როდესაც იხილა მისი მოთმინება, კარი გაუღო, გაიხარა მისი მოსვლით და უთხრა, - დიდი ხანია შენი ნახვა მინდოდაო. შინ შეიპატიჟა და მოასვენა, რადგან მძიმე და ხანგრძლივი შრომით იყო დაღლილი. შემწუხრებისას მამა ანტონიმ თავისთვის ფინიკის ფოთოლი დაალბო. მამა მაკარიმ სთხოვა, ნება მომეცით, მეც იგივე გავაკეთოო. უფლების მიღების შემდეგ დასხდნენ, ქსოვდნენ ჭილოფს და სულის საცხოვნებელ თემებზე საუბრობდნენ, ჭილოფებს კი სარკმლიდან გამოქვაბულში უშვებდნენ. განთიადზე მამა ანტონი გამოქვაბულში ჩავიდა, იხილა, მამა მაკარის უამრავი ჭილოფი მოექსოვა. ამოვიდა ზემოთ, ქედი მოიხარა მამა მაკარის წინაშე და უთხრა: ვაკურთხებ შენს ხელებს, რადგან უდიდესი ძალა გამოდის მათგანო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი