ერთი სიროსელი გოგონა ცუდ წრეში მოხვდა და ბოლოს სხეულით ვაჭრობაც დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ცოდვების გამო, სინანულში ჩავარდა
და გადაწყვიტა, თავისი ხორციელი და, ფერისცვალების მონასტრის მონაზონი, მოენახულებინა. იმედი ჰქონდა, ანუგეშებდა, მაგრამ დამ ხელი ჰკრა, მონასტერში შესვლა აუკრძალა და ზოგიერთი მონაზონი აუმხედრა. მათ სცემეს გოგონა, უყვიროდნენ, - სიკვდილის ღირსი ხარ, ოჯახის შემარცხვენელოო. გოგონა გაიქცა. ტირილით დაუძლურებული, შავ ფიქრებში გახვეული ჩამოჯდა გზის პირას.
ამ დროს გამოჩნდა წმინდა არსენ პაროსელი (+1879) - მონასტერში მიდიოდა. მამა არსენმა მოუსმინა მას, ანუგეშა, დაუბრუნა ღვთის გულმოწყალების იმედი, სავანეში მიიყვანა და მაშინვე შერთო დათა რიცხვს, რათა თავისი ცხონებისთვის ეღვაწა. მონაზვნები მკაცრად ამხილა: "მე, თქვენი სულიერი მამა, გეუბნებით: თქვენ არც მონაზვნები ხართ, არც ქრისტიანები და არც ადამიანები. უფსკრულის პირას მდგარი ცხვარი რომ დაგენახათ, ალბათ მის გადასარჩენად გაიქცეოდით - ცოცხალი არსებააო. თუ ამდენს ზრუნავთ ცხოველზე, განა არ უნდა იზრუნოთ დაზე, რომელიც უფრო ძვირფასი სულის პატრონია, ვიდრე მთელი სამყარო? ის დაღუპვის პირას იდგა, მოვიდა თქვენთან დახმარების სათხოვნელად, თქვენ კი უფსკრულში გადასაჩეხად ხელი ჰკარით".
მონაზვნებმა საქციელი შეინანეს. ღირსმა მამამ იმ გოგონას და ერთი წლით განაყენა წმინდა ზიარებისაგან, დანარჩენები კი ნახევარი წლით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი