გაურბის სოფლის ამაო შფოთს და ესმის, როგორ უკაკუნებს გულის კარზე ღმერთი სიყვარულისა
გაურბის სოფლის ამაო შფოთს და ესმის, როგორ უკაკუნებს გულის კარზე ღმერთი სიყვარულისა
მამაო, რატომ ეძებენ ზოგიერთნი განმარტოებას? - ჰკითხა სულიერმა შვილმა მოძღვარს. მოძღვარმა უპასუხა: - როცა შენს ირგვლივ მყუდროებაა, კარზე ჩუმ კაკუნსაც კი გაიგონებ. ამიტომაც როცა მარტო ხარ და ელოდები შენი მეგობრისა და კეთილისმყოფელის მოსვლას, შეეცდები, ირგვლივ სიჩუმე იყოს, რათა გაიგო სტუმრის ხელის შეხება კარზე და გაიქცე მის შესახვედრად. მაგრამ როცა მტერს ანდა მრისხანე მსაჯულს ელი, ცდილობ, ხმაურით ჩაახშო მისი აუტანელი კაკუნი. ერთხელ უფალმა უთხრა მთელ კაცობრიობას: "აი, მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ" (გამოცხ. 3,20). ამიტომაც ვისთვისაც უფალი არის ღმერთი სიყვარულისა და თვითონაც უყვარს იგი, გაურბის სოფლის ამაო შფოთს და განმარტოვდება, სადაც მას მოიცავს წმინდა, საიდუმლო სიჩუმე. და მას ესმის, როგორ უკაკუნებს გულის კარზე ღმერთი სიყვარულისა. ხოლო ვისთვისაც ღმერთი მსაჯულია მხოლოდ და არ უყვარს იგი, გაურბის განმარტოებას, რათა სოფლის ხმაურით ჩაახშოს ღვთის ხელის აუტანელი კაკუნი...

მამა არსენი მღვიმელი ამბობდა: - ჩვენ ბევრი რამ გვესმოდა წმინდა სილუან ათონელზე. ჩემმა მოძღვარმა (იოსებ ისიქასტმა) მთხოვა, გავყოლოდი მას და გაგვეცნო ღირსი მამა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან რუსული ენა მხოლოდ მე ვიცოდი, მამა იოსებმა კი არა. არ მსურდა, ამ შეხვედრისას მხოლოდ მე მელაპარაკა და მოძღვარი ჩუმად ყოფილიყოო.

***
მამა იერონიმე ეგინელი ამბობდა: მდუმარება - დიდებული რამეა. თუ ისწავლი ენის დამორჩილებას, მდუმარების სიხარულსაც შეიგრძნობ... გიყვარდეს მდუმარება და განმარტოება, შეძლებისდაგვარად გაექეცი ადამიანებს.

***
მამებს მყუდროება სიყრმიდანვე შეჰყვარებოდათ. მამა იაკობი ამბობდა: მომწონდა, როცა შინიდან მივდიოდი, სოფლის განაპირა გორებზე, სადაც ვპოულობდი ანდა მე თვითონ გამოვთხრიდი ხოლმე პატარა მღვიმეს. მიწაზე დავალაგებდი ხის ტოტებს, ზედ ხალიჩას გადავაფარებდი, მოვიდრეკდი მუხლს და საათობით ვლოცულობდი. ოცნებად მქონდა გადაქცეული, მეპოვა მღვიმე, სადაც განვმარტოვდებოდი. შევჭამდი მხოლოდ იქვე ამოსულ ბალახს და ლოცვით და ვედრებით განვლევდი ცხოვრებას ღვთის სამსახურში.

***
მამა ზაქარიასაც (მინაევი) ყრმობაში განმარტოება ჰყვარებია. გარბოდა ხოლმე მამისეული სახლიდან მინდორსა თუ ტყეში და რამდენიმე დღით იკარგებოდა. იპოვიდა დედა, დასჯიდა, მაგრამ შუაღამისას გადაძვრებოდა ფანჯრიდან, გაიქცეოდა და ავიდოდა რომელიმე ნაძვზე. მოეხვეოდა, იჯდა მარტო, ლოცულობდა და ფიქრობდა საღმრთო საგნებზე. მთელი ღამე თვალს არ მოხუჭავდა. ამ ხნის განმავლობაში არაფერს ჭამდა, ბალახის გარდა.

***
განმარტოება უყვარდა მამა კალენიკე ათონელს (+1930). ამ დროს მისი გონება საერო საქმისაგან თავისუფალი იყო და ღმრთისმეტყველებდა. საქმეთა გამო ხშირად უხდებოდა დაფნაში წასვლა. სხვა მამები ნავებით მიდიოდნენ, მამა კალენიკე კი ფეხით წასვლას ამჯობინებდა. დაფნამდე 8 საათი შეუსვენებლად უნდა ევლო. მაგრამ ეს რთული გზა არ აშინებდა, რადგან უფრო მეტი დრო რჩებოდა მარტო ყოფნისა. ყველა ხმაურსა და შფოთს მორიდებული, არ ისმენდა თანამგზავრთა უაზრო საუბარსა თუ კამათს. მიდიოდა უკაცურ ბილიკებზე და ღმერთთან საუბრობდა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: გზები, განსაკუთრებით უდაბნოს ბილიკები, ფიქრის საშუალებას გვაძლევს, არავინ იქ არ გვაწუხებსო. მთელი ამ მოგზაურობის პერიოდში მამა კალენიკე მოუკლებლად ლოცულობდა.

***
წმინდა არსენი მეფის შვილებს ზრდიდა და სამეფო პალატში მყოფი ლოცულობდა, - უფალო, ღმერთო ჩემო, მასწავლე, როგორ ვცხონდეო. მოესმა ხმა: არსენი, გაექეც ადამიანებს და სცხონდებიო. ერთხელ ვინმე ბერს მისი ნახვა მოუნდა. სკიტის ბერებმა წაიყვანეს, რადგან შორს იყო მისი სენაკი. დაუკაკუნეს კელიის კარზე. გაუღო მამა არსენიმ და დასხდნენ დუმილით. კარგა ხანი ასე იყვნენ, შემდეგ სკიტელმა ბერმა დალოცვა სთხოვა მოძღვარს და წასვლა დააპირა. სტუმარიც თან გაჰყვა. მერე სთხოვა ბერს: ჰყავ სიყვარული, ძმაო, და მიმიყვანე მამა მოსესთანო (ავაზაკყოფილი). ღირსმა მოსემ დიდი სიხარულით მიიღო სტუმრები, გაუმასპინძლდა და განუტევა. მაშინ სკიტელმა ბერმა ჰკითხა უცხოს, - რომელი უფრო მოგეწონა, მამა არსენი თუ მამა მოსეო. სტუმარმა მამა მოსე ამჯობინა. ესმა ეს ვინმე დიდ მამას და ილოცა ღმერთის მიმართ: ღმერთო, ერთი შენი სახელის გულისთვის კაცთაგან ილტვის, მეორე კი მათ შეიწყნარებს. რომელი საქმე უფრო სათნოა შენთვისო. და იხილა პასუხად: ორი ნავი მდინარეში მიცურავდა. ერთში სულიწმინდა და მამა არსენი იყვნენ მდუმარებით და მიცურავდნენ, მეორეში კი იჯდა მამა მოსე და მას უფლის ანგელოზნი აჭმევდნენ თაფლს.

***
დასნეულდა მამა იოსები და მიუვლინა მამა თეოდორეს კაცი თხოვნით: მოდი ჩემთან, რათა გარდაცვალებამდე გიხილოო. მაგრამ მყუდროების მოყვარე ბერმა დაუბარა სულიერ ძმას: თუ ინებებს ღმერთი და შაბათამდე იცოცხლებ, მაშინ მოვალ და გნახავ. თუ არადა, იმ სოფელში ვიხილავთ ერთმანეთსო.

***
წმინდა მაკარი დიდი ეტყოდა სავანის ძმებს: "ივლტოდეთ, ძმანო!" ამ უდაბნოს იქით სადღა გავიქცეთო, ჰკითხეს. ღირსმა მამამ პირზე თითი დაიდო და თქვა: ამისგან ივლტოდეთ, ძმანო, რათა ვცხონდეთო. ერთხელ მას მამა ესაიამ ჰკითხა, - რა არის კაცთაგან გაქცევაო. ბერმა მიუგო: ეს არის, რომ დაჯდე შენს სენაკში და სტიროდე შენს ცოდვებსო.

***
თქვა ბერმა: თუ აბანოს კარები ხშირად გაიღება, გამოვა სიცხე მისგან და გაგრილდება. ასევეა მონაზონი, რომელიც არ დუმს. ლაპარაკით განგრილდება მისი სული სიმხურვალისაგან სულიერისა, არამედ კარგია დუმილი, რამეთუ დედაა სულიერი სიბრძნისა.

***
წმინდა ისააკ ასური ამბობდა: თუ სასწორის ერთ პინაზე დავდებთ მრავალ კეთილ საქმეს და მეორეზე მდუმარებას, მდუმარება გადასწონისო.


KARIBCHE***
დიდად აფასებდა მყუდროებას წმინდა თეოფანე ეპისკოპოსი. ცხოვრების ბოლო წლებში ყველაფერი დაუტევა და თავის სენაკში დაეყუდა. მისი სენაკი რამდენიმე ოთახისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთი ეკვდერად ჰქონდა გადაქცეული, სადაც წმინდა მღვდელმთავარი ყოველდღე სწირავდა. თავის მეგობარს სწერდა: აქ მე ვარ ეპისკოპოსიც, მღვდელიც, დიაკვანიც და მედავითნეცო. წმინდა თეოფანეს ჰყავდა მორჩილი, რომელიც სახლს ალაგებდა, საჭმელს ამზადებდა - ეპისკოპოსს უყვარდა სისუფთავე. როცა მორჩილი ოთახში შედიოდა, მღვდელმთავარი მეორე ოთახში გადიოდა - უფრთხილდებოდა სიმყუდროვეს, რომელიც დიდ ნუგეშს გვრიდა და აჰყავდა სული მისი ზეცად.

***
მამა იოსებ ისიქასტმა სულიერი შვილი ათონზე მიიპატიჟა: მოვედ ჩემთან, ძეო ჩემო საყვარელო, თუნდაც ერთი დღით, რათა ღმერთზე ვისაუბროთ და ვიღვთისმეტყველოთ. მოვედ და დატკბი იმით, რაზეც სევდიანობ. მოუსმინე უდაბურ კლდეებს, ამ მდუმარე და იდუმალ ღვთისმეტყველებს, რათა გაგიმხილონ მათ ღრმა აზრები და გონება და გული შენი წარმართონ შემოქმედისაკენ. აქ სილამაზეა გაზაფხულის მიწურულიდან, აღდგომიდან, ვიდრე ღვთისმშობლის მიძინებამდე. ღვთისმეტყველებენ აქ უტყვი ღვთისმეტყველნი, მშვენიერი კლდეები და მთელი ბუნება, თითოეული მათგანი თავისი ხმით თუ მდუმარებით. თუ ხელს გაიწვდი პატარა მცენარისკენ, ის იმავე წამს იყვირებს თავისი ბუნებრივი კეთილსურნელებით - ოჰო, ნუთუ ვერ მამჩნევ? რატომ მთელავ! აქ ყველაფერი თავის ხმას გამოსცემს, ნიავის მობერვის შემდეგ ყოველივე ჰარმონიულად ამოძრავდება და ქების საგალობელს აღუვლენენ უფალს. და რაღა გითხრა მწერებსა თუ ჩიტებზე?!

***
მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: გარეგნული მყუდროება ზომიერ ასკეზთან ერთად მალე მოგვიტანს შინაგან მყუდროებასაც (ანუ სულიერ სიმშვიდეს), რომელიც აუცილებელი საფუძველია დახვეწილი, სულიერი ღვაწლისთვის. რაც უფრო განეშორება კაცი სოფელს, სოფელიც მოსცილდება მას და ამსოფლიური გულისთქმებიც. გაიწმინდება კაცის გონებაც და ღვთის კაცად იქცევა... მყუდროება თავისთავად საიდუმლო ლოცვაა, ის ძალზე ეხმარება გარეგნულ ლოცვას, რომელიც ჰაერივით უჩინოა, მაგრამ კაცისთვის აუცილებელი.

***
ათონის მთაზე, ივერონის სიახლოვეს, მთებში, ახლაც არის გამოქვაბული, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა გაბრიელ ქართველი, რომელიც ღვთის დიდი სიყვარულისთვის აქ განმარტოებულიყო. სწორედ აქედან მოუწოდა უფლის დედამ ეგეოსის ზღვიდან ღვთისმშობლის ხატის გამოსატანად. წმინდა იოანე-თორნიკეს, მხედართმთავარყოფილს, ძმებთან ომების გახსენება უყვარდა. წმინდა იოანე მთაწმინდელმა პირდაპირ მხილება ვერ შეჰკადრა და მხოლოდ ეს ურჩია: ვხედავ, მამაო, ღვთის მადლით წარემატები სულიერად, ამიტომაც არ მინდა ზიანი მოგადგეს. ამიერიდან სოფლის საქმეებზე მხოლოდ გაბრიელ ხუცესს უთხარი და სხვას არავისო. წმინდა გაბრიელზე კი ამბობენ: მას ბაგეთაგან ამსოფლიურ ამბებზე სიტყვა არ დასცდებოდა, იტყოდა მხოლოდ საღმრთო და სულიერ საგნებზე. მაგრამ იყო დრო, როცა წმინდა გაბრიელი "ბევრს" საუბრობდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მეზობლად მცხოვრები ღირსი მამა ლეონ რომაელი ესტუმრებოდა ხოლმე. წმინდა გაბრიელმა მისი ენა არ იცოდა, მამა ლეონმა კი ქართული, მაგრამ მიუხედავად ამისა, შებინდებისას გამოვიდოდნენ თავიანთი სენაკებიდან და ცისკრის ზარების რეკვამდე საღმრთო საგნებზე საუბრობდნენ, ერთმანეთის ნათქვამი ყველაფერი ესმოდათ იმ სიწმინდის გამო, მყუდროებაში რომ მოეპოვებინათ.

***
წმინდა გრიგოლ ხანძთელის ბრძანებით, მერეს ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის მღვდლობა თავს იდო წმინდა მატოიმ. ორმოცწლიანი მღვდლობისას მამა მატოის ბაგეთაგან არ სმენიათ უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი. სხვანი, მისი შემხედვარენი, ვერ იკადრებდნენ უდებად განცხრომას, რამეთუ ჭვრეტდნენ ღირსი მამის უბიწოებას, სიწმინდეს და ერიდებოდათ მისი. ღირსმა მატოიმ დაითმინა ქალწულობა არა მარტო ხორცით, არამედ ყურით და თვალით და, რა თქმა უნდა, სულით. თვითონვე ამბობდა, მონაზვნობა კრძალვასა ჰქვიაო. როცა ღირსი მამა გარდაიცვალა, მერეს მონასტრის წმინდა დედებმა იხილეს სული მისი ვითარცა ნათლის სვეტი ზეცად აღმავალი, რომელსაც უფლის ანგელოზნი მიაცილებდნენ.

***
მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: სულიერ ცხოვრებაში დიდად გვეხმარება მყუდროება, კარგია, თუ ყოველდღე გარკვეული დროით განვმარტოვდებით. დაე, ამ დროს კაცმა მიმოიხილოს თავისი თავი, შეიცნოს თავისი ვნებები, იღვაწოს და მოიკვეთოს ისინი, განიწმინდოს გული. ძალზე კარგია, თუ სახლში არსებობს პატარა ოთახი, რომლის ატმოსფეროც მონაზვნის სენაკს მოგვაგონებს. იქ შეგვიძლია აღვასრულოთ ჩვენი სულიერი მოვალეობა, წავიკითხოთ სასულიერო შინაარსის წიგნები, ვილოცოთ. თუ ლოცვის წინ სულიერ წიგნებს წავიკითხავთ, ეს ძალიან დაგვეხმარება - კითხვა გაუთბობს კაცს გულს და გადაიყვანს სულიერ მხარეს. ამიტომ თუ კაცი მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია სხვადასხვა საქმით და აქვს მხოლოდ ათი წუთი ლოცვისთვის, მაშინ ორი წუთი მაინც ისეთი რამ უნდა წაიკითხოს, გონს რომ მოაკრებინებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat