ცრემლები ღვთის დიდებისა
ცრემლები ღვთის დიდებისა
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა ცრემლებსა და გულშემუსვრილებაზე
რუსი მეუდაბნოე მამა ტიხონის თვალები მუდამ ცრემლით იყო სავსე. მას ხელში სველი ცხვირსახოცი ეჭირა და მუდმივად ცრემლებს იწმენდდა. ოლარიც მუდმივად ცრემლებით ჰქონდა დასველებული და ჯვარი რომლითაც ის აკურთხებდა, ძალზე დაშლილად გამოიყურებოდა. ის ამბობდა, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება სინანულის ცრემლებით უნდა დავბანოთ ქრისტეს ფეხები და თმით შევამშრალოთ. თვითონ ის უამრავ ცრემლს ღვრიდა კელიაში, ჯვრის წინაშე და ერთიანად ასველებდა მას.

შვილო, ქრისტეს ცრემლებით დაჰბანე ფეხები და ქრისტეც განბანს შენს ცოდვებსო, - ურჩევდა სულიერ შვილებს.

მამა დანიელი სამოცი წლის მანძილზე ყოველდღიურად ლიტურგიას მსახურებდა. წმინდა პეტრე ათონელის მღვიმეში მას ისეთი გულისშემუსვრილება ჰქონდა, რომ ვიდრე ცრემლებით ფეხქვეშ მიწას არ აატალახებდა, "ლოცვითს..." არ იტყოდა. წირვის დასრულებისთანავე ის თავის კელიაში ბრუნდებოდა, რათა გულშემუსვრილება არ დაეკარგა. ამბობენ, როცა ეს უდიდესი ისიქასტი წმინდა ოთხთავს შეისწავლიდა, ძლიერ ემუსრებოდა გული. ცრემლები მუდმივად წიგნის გვერდებზე ეცემოდა, ასოებს გადარეცხავდა და ფურცელს აფუჭებდა.

წმინდა ანას სკიტელი მოსაგრე ანდრია მმარხველი წარმოშობით ეპირიდან იყო, მას ძლიერი აღნაგობა, დიდი ძალა და ასკეტური აღზრდა ჰქონდა. სიყვარულითა და გულმოდგინებით აღძრულა, ნივთებით დატვირთული მეუდაბნოების დასახმარებლად მირბოდა, რომლებიც ნავმისადგომიდან სკიტის კირიაკონისკენ ამოდიოდნენ და ოფლად იღვრებოდნენ. ერისკაცული გაგებით ის უსწავლელი იყო, მაგრამ ღვთისგან გახლდათ განბრძნობილი, როდესაც ღვთისგან ბოძებული წმინდა მოუკლებელ ლოცვაში მეცადინეობდა. თავის ლოცვებში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელის მოხმობისას გულშემუსვრილი და ზეციური სიყვარულით სავსე, ცრემლის დაუწყვეტელ წყაროს გადმოღვრიდა.

ძმამ ჰკითხა ბერდიდს, რომელსაც მოსაგრის ღვაწლში უკვე თმა გასთეთრებოდა:

- რამდენი წლის ხარ, მამაო?

მან უპასუხა: "საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია" (სიბრძნე, სოლომონი 4,8-9)

ამ დროს ბერდიდს გული შეემუსრა, ატირდა და თქვა:

- შვილო, რაც ასაკი მემატება, მით უფრო იზრდება ჩემი სულიერი სიცარიელე.

როცა მამა კონდრატეს წმინდა ნაწილები, განსაკუთრებით წმინდა მერკვირის მუზარადი, გამოჰქონდა მომლოცველებისთვის თაყვანსაცემად და ამ წმინდანთა მოწამებრივ აღსასრულზე საუბრობდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა. საღვთო ლიტურგიის დროს ის თითქმის ყოველთვის ტიროდა და განსაკუთრებით დიდი გამოსვლის დროს, როცა ამბობდა: "ჩვენ ყველანი მოგვიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმა"...

ბერდიდმა თქვა:

- პირველი ცრემლები - ეს საღვთო ნუგეშინისცემის ცრემლებია, მლოცველს გული შეემუსრება და ტირილს იწყებს. მაგრამ, არსებობს ცრემლები სიხარულისა, ცრემლები ღვთის დიდებისა. მათთვის სხვა კანონები მოქმედებენ. თუ პირველი სახის ცრემლები სხეულს გათანგავენ, მეორე სახის ცრემლები განაძლიერებენ სულსა და სხეულს. ამ ნიშნებითაა შესაძლებელი მათი განრჩევა.

- მამაო ფილარეტ, როცა ჩვენ ვგალობთ, შენ რატომ სტირი? ამდენი ხანია გიცქერით, გვითხარი, რა არის ამის მიზეზი? - ჰკითხეს ერთ მეუდაბნოეს მამა დანიელმა, დანიელთა საძმოდან და თომამ, თომაელთა საძმოდან.

- მამა დანიელ, როცა მესმის, თუ როგორ გალობთ, ჩემი სული ხარობს, ვგრძნობ, თითქოს ანგელოზთა ხმა მესმის, გონება ჩემი ზეცად აღიტაცება და თვალები ცრემლით მევსება. ზოგჯერაც ვტირი, რადგან არ შემიძლია თქვენთან ერთად ვიგალობო და მეც შევასხა ხოტბა უფლის სახელს. ვფიქრობ ჩემს ცოდვებზე და ვამბობ: "ოდესმე ზეციურ ანგელოზთა შორის აღმოვჩნდები, თუ მათ სამუდამოდ გავეყრები?" ეს გულისთქმები გულიდან დიდხანს არ მშორდება და მეც ვადიდებ, ვმადლობ და ვევედრები ჩვენს უფალს.

ჩვენ ვიცნობდით ბერდიდ ნეოფიტე კოსტამონიტელს, რომელიც 80 წლისა გარდაიცვალა. მას ერთდროულად მონასტრის ოთხი-ხუთი მორჩილი ჰყავდა ჩაბარებული. თუმცა ეს მონაზონი ამით არ დრტვინავდა, არ იღლებოდა, არ ღიზიანებოდა, არ განრისხდებოდა. ის მუდამ მხნე იყო, სასიამოვნო, მხიარული, სერიოზული, მდუმარე, დაუღალავი. ის არასდროს არავის გააბრაზებდა. ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. ბერდიდს სხვა მადლმოსილ ნიჭებთან ერთად გულშემუსვრილების ნიჭიც გამოარჩევდა. მას თვალზე მუდამ ცრემლი ადგა.

კარულში ცხოვრობდა ერთი მოსაგრე, რომელიც თავის ასკეტერიონში ყოველღამე ტიროდა.

ერთხელ ღირსი სილუანე ერთ ასკეტს შეხვდა, რომელსაც გულისშემუსვრილების მადლი ჰქონდა და ყოველდღე მრავალ ცრემლს დააფრქვევდა, უფლის ჯვარსა და ვნებებზე მოფიქრალი.

- კარგი თუ იქნება გარდაცვლილებისათვის ვილოცო? - ჰკითხა წინდა სილუენმა. მან ამოიხრა და უთხრა:

- შესაძლებელი რომ იყოს, ყველას ჯოჯოხეთიდან გამოვიყვანდი, მაშინ დამშვიდდება და გაიხარებს ჩემი სული, - ამ დროს მან ხელის იმგვარი მოძრაობა გააკეთა, თითქოს თავთავს აგროვებსო და ატირდა.

ჩემი ღირსსახსოვარი ბერდიდი ყვებოდა:

- ჩემს მონაზვნურ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები გადავდგი და ყოველდღიური გაძლიერება მჭირდებოდა. ჩემი კელია ბერდიდის კელიის სიახლოვეს იყო. მას ჩვევად ჰქონდა, მწუხრის შემდეგ წიგნი ეკითხა. ხშირად რაიმე ადგილს რომ შეხვდებოდა, რომლითაც ჩემი დამოძღვრა შეიძლებოდა, მიმიხმობდა ხოლმე. ერთხელ მის დაძახილზე მივედი, ის მთლიანად საკითხავში იყო ჩაფლული. ერთხანს ვიდექი და ველოდებოდი, რომ დაჯდომას შემომთავაზებდა... და აი, მან მშვენიერი ადგილი წამიკითხა წმინდა ანდრიას ცხოვრებიდან. წმინდანი იქ აღწერს, თუ როგორ იხილა მან სამოთხე, როცა ერთ ზამთრის ღამეს დათოვა, იგი ამ დროს სულიერად აღტაცებული იქმნა ამ სამყაროდან ნათლის სამყაროში. ამ მონაკვეთში წმინდანი ცდილობს, ადამიანური საშუალებებით აღწეროს აღუწერელი და ახლანდელი ცხოვრების მაგალითებით აღწერს მომავალი ცხოვრების წერილს... ბერდიდი ისე ააღელვა ამ აღწერამ, რომ კითხვა შეწყვიტა, გარკვეული ხანი დუმდა და ღაწვებზე ცრემლებს იწმენდდა. ბოლოს, მითხრა:

- დაფიქრდი, შვილო, რა გველოდება! "თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისას არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთ თვისთა" (I კორინთ. 2,9).

ღირსი სილუანე ხშირად ასე ლოცულობდა:

- ჰოი, უფალო, მომეც მე ცრემლნი, რათა სულმან ჩემმან ძმის სიყვარულით დღედაღამ იტიროს!

ერთხელ ჩემმა ღირსსახსოვარმა ბერდიდმა მამა თეოდორე მოინახულა, ძმა იეროთეოს კავსოკალიველისა. მე ვიცნობდი მამა თეოდორეს, გრიგორიატის მონასტრის ყოფილ იღუმენს. იგი გახლდათ გულთბილი, სასიამოვნოდ მოსაუბრე და მადლმოსილი მონაზონი.

- თქვენი კელია, მამაო, ძალზე ასკეტურია და შემუსრავს სულს, - უთხრა მას ჩემმა მოძღვარმა.

- შვილო, ამ კელიაში ოდესღაც უდიდესი მოსაგრენი და წმინდა მონაზვნები ცხოვრობდნენ. მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი ზარმაცი და ცოდვილი კაცი ცხოვრობს. რა პასუხს გავცემ მომავალ სამსჯავროზე? - თქვა და სათქმელი ცრემლებმა და ქვითინმა შეაწყვეტინა.

ბერდიდმა თქვა:

- მონაზვნის ცრემლებს სულის განწმენდის ძალა აქვს, თუ ისინი მის ოფლს შეერევაო.

როცა სული სიყვარულის, რწმენისა და სინანულის ცრემლით არის გავარვარებული, მაშინ პირველივე სკვნილზე იესოს ლოცვის ჩამოლოცვისას გულისშემუსვრილების ცრემლები მოადგება. მე ეს პრაქტიკულად მინახავს, როცა ჩვენ ერთ ახალგაზრდა ძმა მონაზონთან ერთად სკვნილზე ვლოცულობდით, მას იმდენად შეემუსრა სული, რომ ლოცვის სიტყვების წარმოთქმა ვეღარ შესძლო.

იყო ერთი ბერდიდი ევგენი, რომელსაც ხშირად ემუსრებოდა გული, ის თავიდან ვათოპედის მონასტრის სკიტში მოღაწეობდა და მერე მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად.

- უძღები შვილივით ვარ, ამბობდა იგი, - ვამბობ "შევცოდე" და მკერდში მჯიღს ვირტყამ. შეიძლება შემიწყალოს მე უფალმა და შემმოსოს პირველქმნილი სამოსი...

და ის მუდმივად ტიროდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat