ათონური მოთხრობები
ათონური მოთხრობები
სტანისლავ სენკინი
მოპარული სიწმინდე
თავს მახვილი თვალით ვიწონებდი, სიბნელეში კი კატასავით შემეძლო ყურება. მახვილი სმენაც მაქვს - ორმოცდაათი მეტრით დაშორებული მშვიდად მოსაუბრე ადამიანების სიტყვები ისევე კარგად მესმის, როგორც თქვენ, მაგალითად, მათი ყვირილი. თუ ვინმე ამგვარ ბუნებრივ უპირატესობას სწორად გამოიყენებს, ბევრს მიაღწევს. მაგრამ ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ჩვენი ნიჭი ბოროტმოქმედად გვაქცევს. აი, მე, რომელიც ცუდი ბიჭი არ ვიყავი, სიყმაწვილიდან დანაშაულის მრუდე გზას დავადექი.

ჩემს გზაარეულ მეგობრებთან ერთად ვქურდობდი და მომავალზე არ ვფიქრობდი, სასჯელისა არ მეშინოდა, ვიდრე ერთმა ღირსსახსოვარმა შემთხვევამ ამომიყვანა იმ ცოდვის ჭაობიდან, ქურდობა რომ ჰქვია სახელად. მსურს, რომ ვინმემ ჩემნაირი ხვედრისამ, მაინც წაიკითხოს ეს მონათხრობი, იქნებ ჩემი შეცდომები არ გაიზიაროს.

გავიზარდე ზღვისპირას, პატარა ბერძნულ სოფელში. სიყმაწვილიდანვე მიყვარდა ზღვა, თევზაობა მამაჩემთან ერთად, ზღვის ფსკერიდან მშვენიერი ნიჟარები ამომქონდა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, შიმშილით არ მოვმკვდარიყავით და სხვა თანასოფლელებთან შედარებით საკმაოდ კარგად ვცხოვრობდით. შესაძლოა მე დამნაშავე არ გავმხდარიყავი, ჩვენს ოჯახს თავს უბედურება რომ არ დასტეხოდა - ჩემი კეთილი მამა უეცრად გარდაიცვალა და მე თანდათან ცუდ კამპანიაში მოვხვდი. ხოლო ცუდი რომ იყო, ამას რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, თავდაპირველად კი ჩემი ახალი მეგობრები კეთილშობილ ყაჩაღებად მეჩვენებოდა და მომწონდა მათი მხიარული და ონავრული ცხოვრების წესი. ჩვენ ბანდას გეორგიოსი ხელმძღვანელობდა, ახალგაზრდა და ძალზე თავხედი ყმაწვილი, რომელიც მზად იყო, თავისი უმცროსი მეგობარი დაეცვა. მას მერე, რაც მას ძალზე დავუახლოვდი, გეორგიოსის შიშით სოფლის ხულიგანთაგან ჩემთან მოახლოებასაც კი ვერავინ ბედავდა.

ის ჩვენ გვასწავლიდა იმას, რაც ეხერხებოდა - ქურდობასა და თაღლითობას. ჩვენი ბალღური გულები სწრაფად სწავლობდნენ ამ უწმინდურ მეცნიერებას, რომელიც მხიარულად და უზრუნველად ცხოვრების საშუალებას გვაძლევდა. ბავშვები ხომ არ წარმოიდგენენ შედეგების მთელ სიღრმეს, რაც აუცილებლად მოეწევათ ბოროტის განმზრახველთ. მეთაურმა მთელი ბანდიდან მე გამომარჩია ჩემი მახვილი სმენისა და თვალის, ბუნებრივი სითამამისა და სარისკო ავანტიურების სიყვარულის გამო. მას მე ყველაზე სახიფათო საქმეებზე მივყავდი და სერიოზულად ჩავეფალით იარაღის კონტრაბანდაში. ფული გამიჩნდა, გავთავხედდი და ადამიანებს უხეშად ვეპყრობოდი. დედა არ მეჩხუბებოდა ჩემი საქმიანობის გამო, მაგრამ ყოველთვის განკითხვის თვალით მიცქერდა, როცა ჩემს მეგობრებთან შესახვედრად მივდიოდი. ის ღრმად მორწმუნე იყო და ხშირად ლოცულობდა ჩვენი საგვარეულო ხატის, კიკოსის ღვთისმშობლის წინაშე, რათა გამოვსწორებულიყავი და ჭეშმარიტების გზას დავდგომოდი. მე კი, სინდისდაკარგული, არ ვცხრებოდი და ჩემს დანაშაულებრივ ხელობას ვხვეწდი. მაგრამ ცხოვრებაში აუცილებლად დგება ჭეშმარიტების მომენტი, როცა საბოლოოდ უნდა აირჩიო შენი გზა: ან უფრო უნდა ჩაეფლო ბოროტებაში, ანდა ზღვარს გადააბიჯო, დაუტევო ბოროტი საქმეები და თვალნი სინათლეს მიაპყრო. ჩემთვის ჭეშმარიტების მომენტი ასე დადგა.

გეორგიოსმა თვალი დაადგა ერთ მდიდარ, მაგრამ ცუდი კაცის ძმისშვილს. შესაძლოა, ეს მხოლოდ ვნება იყო და არა ნამდვილი სიყვარული, ჩემი მაშინდელი უმწიფარი ასაკის გამო დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. მტანჯველი გრძნობით მოუძლურებული ის ხშირად იდგა ხოლმე სატრფოს სარკმელთან და ელოდებოდა, ვიდრე ლარისა არ შეხედავდა. გოგონაც, როგორც ვამჩნევდით, თანაუგრძნობდა. ყოველ შემთხვევაში, მის მიმართ დაუფარავ ინტერესს გამოხატავდა, მაგრამ მათი ქორწინება განუხორციელებელი ჩანდა, რადგან სხვადასხვა წრიდან იყვნენ. გოგონას ბიძა, პეტროსი, ხარბი მევახშე იყო, ჩვენი სოფლის სიღარიბით სარგებლობდა და უფრო ამრავლებდა თავის ქონებას. გეორგიოსი, რა თქმა უნდა, მარჯვე ყმაწვილი იყო, მაგრამ უპერსპექტივო, ქურდობის გარდა, არაფრის გაგონება არ უნდოდა. გეორგიოსს ვაჭართან რაღაც საქმე ჰქონდა, ის კი, როგორც კარგი ფსიქოლოგი, ხედავდა, თუ რამხელა შთაბეჭდილებას ახდენდა მისი ძმისშვილი ახალგაზრდა კონტრაბანდისტზე. ვაჭარი უღვივებდა ამ გრძნობას, რათა გეორგიოსი თავის ბნელ საქმეებში გამოეყენებინა.

ერთხელ გეორგიოსი ზღვის პირას დათქმულ ადგილას უგუნებოდ მოვიდა. შეწუხებული მიშტერებოდა წყალს და ტალღებს ქვებს ესროდა. ვკითხე, - რა მოხდა, დღეს შენ თავს არ ჰგავხარ-მეთქი.

ჩვენს მეთაურს არ უყვარდა, როცა სულში უძვრებოდნენ, მაგრამ ახლა თავი ვეღარ შეიკავა და მდიდარ მევახშეზე დაიჩივლა:

- ეჰ! პეტროსი თითქოს დამთანხმდა თავისი ძმისშვილის ცოლად მოცემას, მაგრამ სანაცვლოდ ძალზე ცუდი რამ უნდა გავაკეთო. თუ დავთანხმდები, მეშინია, რომ რაღაც საშინელება მოხდება, მაგრამ რომ არ დავთანხმდე, ესეც არ შემიძლია, ძალიან მიყვარს ლარისა.

- ასეთი რა უნდა შენგან იმ მდიდარს? ნუთუ რაიმემ შეიძლება შეგაშფოთოს?

გეორგიოსმა შუბლი შეიჭმუხნა და მკაცრად შემომხედა:

- ოღონდ, მეგობარო, არავის არაფერი უთხრა.

- თევზივით დავმუნჯდები.

- კარგი, შენ მე ძმასავით მყავხარ და ვიცი, რომ ჩემი ძმა არავის არაფერს ეტყვის, - გეორგიოსმა ღრმად და ტკვილით ამოიოხრა, - პეტროსს უნდა, რომ მისთვის ათონის დიონისიატის მონასტრიდან წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელი მოვიპარო.

- ოჰო, დედაო ღვთისავ! ეს რომ ნაღდი სიწმინდეთმკრეხელობაა.

- აი, საქმეც ესაა! - განრისხებულმა გეორგიოსმა წყალში დიდი, ბრტყელი ქვა ისროლა. მთვარის შუქზე ჩანდა, ქვა ბაყაყივით როგორ დახტოდა წყალზე, ვიდრე ფსკერზე არ დაეშვა.

- მისმინე, გეორგიოს, ეს ხელი რად უნდა, გაყიდვას უპირებს?

- არა, როგორც ჩანს, უნდა, სიწმინდე თავისი ახალი სახლის კედელში ჩაატანოს, რომელსაც ქალაქგარეთ აშენებს. ფიქრობს, ამით მოიშორებს შიშს, რომელიც მის ძუნწ სულს აწვალებს რა ხანია. მრავალი წლის წინ, როცა პეტროსი ბანკის უბრალო კლერკი იყო, სალონიკში ერთმა ებრაელმა ტაროს საჯადოქრო კარტებზე უმკითხავა, - საშინელი სიკვდილით მოკვდები, საკუთარ სახლთან ერთად ჩაიწვებიო. პეტროსს ეშინია ამ წინასწარმეტყველებისა და სჯერა, თუ სახლის კედლებში წმინდა ნაწილებს ჩადებს, ღმერთი აღარ დაუშვებს მისი სახლის დაწვას.

- დედაო ღვთისავ! განა ეს შესაძლებელია?

- არ ვიცი, მას რატომღაც სწორედ ეს ხელი უნდა. ეტყობა, ფიქრობს, რომ ასეთი სიწმინდე დაიხსნის და სიბერეში მშვიდად სიკვდილის საშუალებას მისცემს, - უცბად გეორგიოსმა თბილად მომკიდა ხელი, - თუ ამ საქმეზე წასვლას გადავწყვეტ, ხომ გამომყვები?

- გეორგიოს, თუ ეს შენთვის ასე მნიშვნელოვანია, მზად ვარ.

- ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

- მაშინ, მოდი, მშვიდად განვსაჯოთ. საქმეზე მხოლოდ ჩვენ ორნი წავალთ, ყურადღება რომ არ მივიპყროთ. სოფელში ეს რომ გაიგონ, სიწმინდეთმკრეხელობის გამო დაგვსჯიან. ვფიქრობ, ღმერთი ადამიანებისგან განსხვავებით გვაპატიებს. მან ხომ იცის, რომ ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი ფულისთვის კი არა, სიყვარულის გამო გადადგი.

- გმადლობ, მეგობარო!

მე უკვე მაშინ არაბავშვურად გამჭრიახი ვიყავი და გავაფრთხილე გეორგიოსი.

- იცი, რომ პეტროსი უკეთური კაცია. დარწმუნებული ხარ, ლარისას მოგათხოვებს? ხომ არ მოგატყუებს, გარანტია გინდა. გეორგიოსს სახე გაუსასტიკდა:

- თუ პეტროსი მომატყუებს, მოვკლავ - ასეთი სიწმინდეთმკრეხელობის ჩადენის შემდეგ სოფლის წურბელის მოხრჩობა არაფრად მიღირს. და მას მივანიშნე კიდეც ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ლარისას მოთხოვება არ უნდა, მაგრამ მასში ცოცხლად დაწვის შიში დასძლევს ჩემდამი ზიზღსა და ლარისასადმი სიყვარულს...

ამგვარად, მოვილაპარაკეთ და სახლებში წავედით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat