დიდი მადლია ღვთის სიტყვის გავრცელება. XVIII საუკუნეში მშობლებმა გარეჯის მონასტერს შესწირეს ათი წლის ვაჟი.
ის 27 წლისა ბერდიაკონი იყო და მღვდლად კურთხევას უპირებდნენ. პორფირეს (ასე ერქვა მას) ერთი დიდი სათნოება ჰქონდა - უყვარდა წმინდა წერილის, მამათა ცხოვრებისა თუ სწავლათა გადაწერა. წიგნების ნაწილს ჩუქნიდა, ნაწილს ყიდდა და გლახაკებს ურიგებდა.
მოულოდნელად რაღაც სნეულება შეეყარა და ოთხი თვის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გარეჯელმა მამებმა მისი სულის საოხად გულმოდგინედ იწყეს წირვის დაყენება. ერთმა მღვდელმონაზონმა ცხრაჯერ სწირა და მეათისთვის ემზადებოდა, რომ ჩვენებით იხილა, თითქოს ეკლესიაში იდგა და იქვე იყო სამღვდელოდ შემოსილი პორფირე. ხელთ მშვენიერი წიგნები ეპყრა. პორფირემ უთხრა მღვდელმონაზონს: "აჰა, მამაო პატიოსანო, ესე წიგნები არიან დიდებად ჩემდა, სიხარული, სასოება და გვირგვინი სულისა ჩემისაო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი