მამა ეგნატე კატუნაკელზე (+1927) მისი სულიერი ძმები ამბობენ: მის ბაგეთაგან, სიტყვებთან ერთად, მშვენიერი არომატი იფრქვეოდა.
როცა ის საუბრობდა, კეთილსურნელებას ვგრძნობდითო. მამა ქრიზანთემოსი უყვებოდა არქიმანდრიტ ქერუბიმს: "მამა ეგნატე ჩემი სულიერი მოძღვარი იყო, ხშირად დავდიოდი მასთან. არა მარტო მისი ბაგე, არამედ ოფლით გაჟღენთილი მისი ტანსაცმელიც კი კეთილსურნელებას აფრქვევდა". ანგელოზებრივი სახე ჰქონდა, ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული. შინაგანი ნათლითაც ასხივებდა. "იგი ვიხილე ნათლით შემოსილი, სახე ფერნაცვალი ზეციური მადლით ბრწყინავდა", - ჰყვებოდა მამა პ-ი. არქიმანდრიტ გაბრიელსაც (დიონისიატი) უხილავს იგი თაბორის ნათლით გაბრწყინებული. მამა ეგნატე 1927 წელს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ძმებმა მისი საფლავი გახსნეს, მამა ეგნატეს ძვლები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა და ესეც კიდევ ერთი ნიშანი იყო მისი სიწმინდისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი