დიდი მღვდელმთავარი იყო ზენონ ალავერდელი (XVIII ს.), მართლმადიდებელი და მართლგამომეტყველი. ამბობენ, ერთი მისი ახლობელი სულმთლად დაბრმავდაო.
მღვდელმთავარს ძალზე მოწყალე გული ჰქონდა. შეეცოდა სნეული, ილოცა მისთვის, თავზე ხელი დაასხა და მრავალი ლოცვის შემდეგ ჯვარი გადასახა. მეყსეულად აეხილა ბრმას ორივე თვალი და ღმერთს ადიდებდა. მეუფე გასცემდა ფულს, სამოსს, ჭურჭელს. ერთხელაც თავისთან მიიხმო უფალმა. მისი გარდაცვალების ღამეს ვინმე თერძს დაუნახავს "შარავანდი რაიმე დიდი ლამპრისა". მისი სენაკის სახურავიდან ამავალი დიდი "სანთელი მეგონა და ახლა ვხვდები, რა ნათელიც იყოო", - ამბობდა თერძი. დაკრძალვიდან 15 წლის შემდეგ მისი საფლავის ახლოს თხრიდნენ საფლავს ვიღაც დიდებულისთვის. ერთ ადგილას მამა ზენონის კუბო გამოჩნდა, რომელიც თითის სიმსხოზე იყო გატეხილი, საიდანაც ისეთი საკვირველი კეთილსურნელება ამოვარდა, რომ მისი ყნოსვით ვერ განძღებოდნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი