ერთ-ერთ რუსულ გემზე, რომელიც შავ ზღვაში დაცურავდა, მოხუცი ვაჭარი იმყოფებოდა. ეს მისი პირველი საზღვაო მოგზაურობა გახლდათ.
საღამო ხანს ვაჭარს ზღვის ავადმყოფობამ შეუტია. მსახურებმა ღონემიხდილი მოხუცი გემბანზე დააწვინეს. უეცრად ბერიკაცმა გაიგონა, რომ გემბანიდან ვიღაც გადავარდა. წამოდგა და რაკი სხვა არაფერი შეეძლო, ანთებული სანთლით ხელში კიდესთან მივიდა.
წყალში გადავარდნილი გადაარჩინეს. როცა მოხუცი მომჯობინდა, გადარჩენილი ინახულა და მოიკითხა. მანაც თავისი საკვირველი გადარჩენის ამბავი უამბო. თურმე იგი ორჯერ ჩაითრია წყალმა, მაგრამ ორჯერვე ამოცურა; მესამედ რომ იძირებოდა, სასომიხდილმა უკანასკნელ იმედად ხელი მაღლა აიშვირა. ამ დროს ვიღაცამ სანთელი აანთო. შუქმა მისი ხელი გაანათა. იგი მეზღვაურმა შეამჩნია, ხელი ჩაავლო და გემბანზე აათრია.
თუ დიდი საქმეების კეთება არ ძალგიძთ, ის ხომ მაინც შეგიძლიათ, წყალწაღებულს გაუნათოთ... ავიღოთ სახარებისეული სანთელი, მივიტანოთ იგი ყველა ბნელ კუნჭულში და ვუქადაგოთ ხალხს ქრისტიანობა, როგორც გზა ხსნისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი