წმინდა მოციქული კარპე, ერთი სამოცდაათთაგანი, მაკედონიის ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო. მისმა მადლიანმა სიტყვამ ბევრი მოაქცია კერპთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანობაზე.
ეს ის დრო გახლდათ, როცა მთელ სამყაროში ძლევით ვრცელდებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაგრამ არცთუ იშვიათად ხდებოდა საპირისპიროც - ქრისტიანად მოქცეულნი ისევ კერპთაყვანისმცემლობას უბრუნდებოდნენ. ასე მოხდა წმინდა კარპე მოციქულის სამწყსოშიც: ერთი ქრისტიანი წარმართმა მეზობელმა აცდუნა და კერპებისთვის თაყვანი აცემინა. შეწუხდა და შეშფოთდა წმინდა კარპე - ვაითუ, ეს საცთური მთელ მრევლში გავრცელებულიყო! მღვდელმთავარი განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს და ცოდვილთა დასჯას სთხოვდა.
გამოხდა მცირე ხანი და წმინდა კარპემ ღვთისგან ნიშანი მიიღო: ერთხელ, ოდეს ლოცვად იდგა, დაინახა, რომ ცა გაიხსნა და გამოჩნდა დიდების ტახტრევანზე მჯდომი, ანგელოზებით გარშემორტყმული მაცხოვარი, ქვემოთ კი საშინელ უფსკრულს დაეღო ხახა. უფსკრულის პირას ის ორი ცოდვილი იდგა - ხელახლა წარმართად მიქცეული და მისი მაცდუნებელი. უხილავი ძალისაგან შეძრწუნებულნი, სადაც იყო, უფსკრულში შთაინთქმებოდნენ. წმინდა კარპე სიხარულით ელოდა ამ წამს. შეევედრა კიდევაც უფალს, დაეჩქარებინა ეს წამი. მაგრამ ღვთის მოწყალება ხომ განუზომელია, სხვაა ღვთის სამართალი და სხვა - კაცისა... სახიერი უფალი გარდამოხდა ტახტრევანიდან, მიუახლოვდა დასაღუპად განწირულთ და მოწყალედ გაუწოდა ხელი. უფლის ანგელოზებმაც მიაშურეს მათ და საბრალონი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. მაშინ უფალმა უთხრა წმინდანს: "კარპე, კარპე, რატომ გინდა შენი ძმის დაღუპვა? მომბაძე მე და ისურვე არა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ გადარჩენა და ჭეშმარიტებისკენ მოქცევა. მოწყალე იქმენ, კარპე".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი