მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი. 1885 წელს, როცა თურქთა ლაშქარი ომარ ფაშას მეთაურობით დასავლეთ საქართველოში შემოიჭრა, ერთ ახალგაზრდა თურქ მეომარს ტყვედ მშვენიერი მეგრელი ქალი ჩაუვარდა.
უკვე გემით აპირებდნენ გამგზავრებას, რომ მან შეამჩნია, თუ როგორ ლოცულობდა ქართველი ასული. თურქს დაცინვით უთქვამს: თუ შენს ქრისტეს რაიმე ძალა აქვს, შეევედრე, რათა არ გაგვიშვას აქედან და მეც გაგათავისუფლებო. ქალწული შევედრებია ქრისტეს და ულოცავს მენჯის მთავარანგელოზის ტაძრის მიმართ. უეცრად შეცვლილა ამინდი, ზღვა საშინლად აღელვებულა და თურქთა გემი დიდხანს ვერ მოსცილებია ნაპირს. ის თურქი კეთილგონიერი გამოდგა, ტყვე ქალწულისთვის ძმობა შეუფიცავს, გაუთავისუფლებია, თავადაც ქრისტიანობა მიუღია და საქართველოში დასახლებულა; მასვე შეუკეთებია ეს სალოცავი და ტყვიის ფურცლებით გადაუხურავს. შემდგომში, როცა წმინდა ალექსი (შუშანია) აქ დამკვიდრებულა, ის ტყვიის ფურცლები კიდევ ჰქონია შერჩენილი ტაძარს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი