ბნელი გაიფანტა, ღვთის საიდუმლონი თვალწინ გადამეშალა, რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა
ბნელი გაიფანტა, ღვთის საიდუმლონი თვალწინ გადამეშალა, რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა
ფერისცვალება სულისა
სასუფეველი სავსეა ფერნაცვალი ქრისტიანებით. მრავალი ქრისტეს მდევნელის გულის კარს შეხებია უფალი, მაგრამ ყველა სავლე პავლე არ გამხდარა. მრავალი ცოდვილისთვის მოუხმია ღმერთს, მაგრამ ყველა როდი გაჰყოლია მას... ღვთის მადლი მზესავითაა - ცოდვილს და მართალს ერთნაირად დაჰნათის, მაგრამ ვაი რომ ყველა გაყინულ გულს ვერ ათბობს... კაცმა შეიძლება ისე განვლოს ცხოვრება, რომ სულიერად ვერ გაიზარდოს, მაგრამ თუ ცხონება გვინდა, უნდა დავუტევოთ ძველი კაცი და ქრისტე შევიმოსოთ - ფერი ვიცვალოთ. ეს რომ შეუძლებელი არ არის, ამის იმედს ღმერთშემოსილ მამა-დედათა ცხოვრება გვაძლევს.

ეგვიპტეში, ერმოპოლის უდაბნოში, ერთი სასტიკი ავაზაკი ბინადრობდა. ერთხელ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად რომ იჯდა, გაიხსენა, რამდენი ბოროტება ჰქონდა ჩადენილი და უეცრად ძალიან შეეშინდა ღმერთის, დაუტევა ხელქვეითნი, მონასტერს მიაშურა და ბერად აღკვეცა ითხოვა. მოხუცი ხარ, ასკეტურ ცხოვრებას ვერ შეძლებო, უთხრა იღუმენმა. თხოვნით რომ ვერაფერი გააწყო, ავაზაკი დაემუქრა: იცოდე, მამაო, მე ყაჩაღთა მეთაური დავითი ვარ, მოვედი, რომ ჩემი ცოდვები ვიგლოვო, მაგრამ თუ არ მიმიღებ, წავალ, ჩემს ხალხს მოვიყვან და ერთიანად გაგწყვეტთო. იღუმენმა მიიღო ავაზაკი და ანგელოზის სქემა შემოსა.

წმინდა დავითი თავისი ასკეტური ცხოვრებით მაგალითად ექცა სხვა ბერებს. ერთხელ მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ამცნო, რომ ღმერთმა ცოდვები მიუტევა. დავითს არ სჯეროდა, რომ უფალმა ასე მალე შეუნდო. მთავარანგელოზმა გააფრთხილა, რომ ურწმუნოებისთვის დამუნჯდებოდა. "როცა ვყაჩაღობდი და ადამიანის სისხლს ვანთხევდი, მაშინ არ შემიბორკე ენა და ახლა მამუნჯებ, როცა ჩემი უფლის მსახურება მსურსო?" - შეჰღაღადა დავითმა. მაშინ მთავარანგელოზმა ბრძანა: "ილაპარაკებ მხოლოდ მაშინ, როცა ილოცებ და უფალს ადიდებ, სხვა დროს კი უტყვი იქნებიო". მართლაც ასე განვლო ცხოვრება ავაზაკყოფილმა: მხოლოდ ლოცვის ჟამს აეხსნებოდა ხოლმე ენა. შემდგომში წმინდა დავითს ღმერთმა სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა.

*თორმეტი წლის იყო წმინდა მარიამ მეგვიპტელი, შინიდან რომ გაიქცა და ალექსანდრიაში დასახლდა. ჩვიდმეტ წელზე მეტი მეძავობაში გაატარა. ერთხელ იერუსალიმისკენ მიმავალ გემზე ქრისტიანები დაინახა, რომლებიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ, მათი ცდუნებაც გადაწყვიტა და დაემგზავრა. მართლაც ბევრი აცდუნა. იერუსალიმშიც მრავალთან იმრუშა...

დადგა ჯვართამაღლების დღესასწაული და მარიამმაც სხვებთან ერთად ტაძარში შესვლა განიზრახა, მაგრამ ხალხის ნაკადმა გარეთ ისე გამოაგდო, რომ ეკლესიის ზღურბლსაც კი ვერ გადააბიჯა. კიდევ რამდენიმეჯერ განმეორდა ასე. რაღაც უხილავი ძალა აკავებდა ქალს და შიგნით არ უშვებდა.

სასოწარკვეთილი მარიამი ტაძრის კართან დადგა და ჩაფიქრდა. საღმრთო გულისხმისყოფამ აუხილა სულიერი თვალი და თავისი დაცემა დაანახა. იდგა და ტიროდა. თავი რომ ასწია, ღვთისმშობლის ფრესკა დაინახა და შეჰღაღადა, აღიარა ცოდვები და შეევედრა დედა ღვთისას, მისთვისაც გაეღო ტაძრის კარი. იქვე აღთქმა დადო, რომ აღარასოდეს შებილწავდა საკუთარ სხეულს, განუდგებოდა სოფელს და მის საცდურთ და წავიდოდა იქით, საითაც დედა ღვთისმშობელი უბრძანებდა.

ლოცვის შემდგომ ქალმა შეძლო ტაძარში შესვლა და პატიოსანი ჯვრის ამბორისყოფა. ამის შემდეგ ისევ ღვთისმშობლის ხატს ეახლა და გულისხმისყოფა სთხოვა. ამ დროს საიდანღაც ხმა ჩაესმა: გადალახე იორდანე და იქ ჰპოვებ სიმშვიდესო.

იმ ფულით, რაც თან ჰქონდა, სამი პური იყიდა წმინდა მარიამმა და დაადგა გზას. გადალახა იორდანე და უდაბნოს სიღრმეში განმარტოვდა. იქ ორმოცდაშვიდი წელი დაყო, სანამ წმინდა ზოსიმემ არ იპოვა. სულიერთა და ხორციელთა ჭირთა თმენით განვლო სიცოცხლე და ფერნაცვალი წარდგა უფლის წინაშე.

*წმინდა მღვდელმთავარი ნიფონტ კვიპრელი ყრმობაში მშობლებმა ერთ მთავარსარდალს მიაბარეს. მან ბიჭი სასწავლებლად კონსტანტინოპოლში გაგზავნა და მისი პატრონობა მეუღლეს დაავალა.

ყმაწვილი ცუდ წრეში მოხვდა, მიბაძა მათ და გარდაამეტა კიდეც: ლოთობდა, მრუშობდა, ხშირად ჩხუბობდა, ქურდობასაც კი მიეჩვია. "ვაი შენ, ნიფონტ, რომ ხორცით ცოცხალი სულით უკვე მკვდარი ხარ და შენი აჩრდილიღა დადის კაცთა შორის!" - ეუბნებოდა ერთი ნაცნობი, მაგრამ ყმაწვილი კაცი ყურადღებას არ აქცევდა და უფრო და უფრო იძირებოდა ცოდვის მორევში. დროდადრო სასოწარკვეთილი იტყოდა: "უკვე დაღუპული ვარ, სინანული რაღას მიშველის, მაშ, ამქვეყნიური სიკეთით მაინც დავტკბეო". მრავალგზის შეაგონა დედობილმა, ეუბნებოდა, არ არსებობს ღვთის გულმოწყალებაზე უმეტესი ცოდვა, ოღონდ კი კაცმა შეინანოსო, მაგრამ ამაოდ.

ერთხელ ნიფონტი მეგობართან მივიდა. შეხედა ნიკოდიმოსმა და შეძრწუნებულმა პირი მიიქცია. "ასე რატომ მიცქერიო?" - ჰკითხა ნიფონტმა. "არასოდეს მინახიხარ ასეთი, - უპასუხა მეგობარმა, - სახე ეთიოპს მიგიგავს, შავი გაქვს და საზარელიო". ნიფონტი შეძრწუნდა, სირცხვილისგან სახეზე ხელები აიფარა და დამწუხრებული გაბრუნდა უკან. გზად საკუთარ თავს ეუბნებოდა: "ვაი მე ცოდვილს! თუ ამ ქვეყანაზე სულით და ხორცით შავი ვარ, როგორიღა წარვდგები ღვთის სამსჯავროზე?! ნუთუ ჩემთვისაც შეიძლება სინანული? როგორ შევბედო ღმერთს, შემიწყალე-მეთქი?" ეშმაკი, რომელსაც ნიფონტის მოქცევა არ სურდა, ათას ამაო ფიქრს ჰგვრიდა, მაგრამ ვაჟმა მაინც სძლია ბოროტს. ასე შეცვალა ერთმა სიტყვამ, ღვთის მადლით სავსემ, ნიფონტის ცხოვრება. თავისი ღვაწლით და ღვთის მოწყალებით მან სასწაულთმოქმედების ნიჭი შეიძინა, ბოლოს კი სახიერმა უფალმა თავისი სამწყსოც ჩააბარა. მცირე ხანს კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსი იყო, მერე კი წარდგა ღვთის წინაშე.

*ანტიოქიაში ერთი განთქმული მეძავი ცხოვრობდა, რომელსაც პელაგიას ეძახდნენ. ერთხელ, ძვირფასი სამოსლით შემოსილმა და მოკაზმულმა, ამაყად ჩაიარა ეკლესიის წინ და თან ახალგაზრდების ვნებიანი მზერა გაიყოლა. მიდიოდა თმაგაშლილი, შიშველ მხრებს ურცხვად და გამომწვევად მიარხევდა. ამ დროს ტაძარში სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ნონე ედესელიც იყო. მღვდელმთავრებმა მეძავის დანახვაზე თვალებზე ხელები აიფარეს, წმინდა ნონეს კი ამ ქალის სილამაზე და თავმომწონეობა სულიერ მაგალითად ექცა. ცრემლიანი ლოცვა აღავლინა მღვდელმთავარმა მეძავის სულისთვის.

მეორე დღეს, როცა ნონე ტაძარში ღვთის სამსჯავროს შესახებ ქადაგებდა, პელაგიამ ჩაიარა. მან ყური მოჰკრა წმინდა მღვდელმთავრის სიტყვებს და ადგილზე გაქვავდა. განა სხვა დროს არ სმენია ღვთის სიტყვა, მაგრამ ამ წმინდა კაცის ქადაგებამ უცნაური განცდით აავსო. პელაგია გონს მოეგო, იდგა და მწარედ ტიროდა თავის ცოდვებს. წირვის შემდეგ ქალი ღირს ნონეს ეახლა, დაემოწაფა, დაუტევა ცოდვილი ცხოვრება, რაც ებადა, გასცა, ნათელიღო. მერე ფარულად დატოვა ანტიოქია და მამაკაცურად შემოსილი იერუსალიმში ბერად აღიკვეცა. მას მამა პავლეს ეძახდნენ. ცხოვრობდა ერთ უფანჯრო სენაკში, სადაც მზის სინათლესაც ვერ ხედავდა, მაგრამ ჭვრეტდა შუაღამის მზეს - უფალ იესო ქრისტეს. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს იერუსალიმელმა მამებმა, რომ ქალი იყო.

*ქრისტეს მოძულე იმპერატორ დეკიუსის დროს ანტიოქიაში ერთი ფილოსოფოსი და განთქმული მოგვი კვიპრიანე ცხოვრობდა. სიყრმიდანვე წარმართულ ღვთაებათა მსახურებას მიჩვეულმა, სიჭაბუკეც ჯადოქრობის შესწავლას მოანდომა. მრავალი სასწავლებელი მოიარა და ბოლოს ანტიოქიაში დაბრუნდა. ისე ახლოს იყო ბნელ ძალებთან, რომ სატანა აქებდა და ჰპირდებოდა, ხორციდან რომ გახვალ, ეშმაკთა მთავრად დაგადგენო, სააქაოს კი ეშმაკების მთელი ჯარი მისცა მსახურად.

ანტიოქიაში კვიპრიანემ მრავალი შეაცდინა თავისი ჯადოქრობით. ზოგს გრძნეულებას ასწავლიდა, ზოგს კურნავდა, ზოგს სატრფოს უთვინიერებდა... ერთხელ ერთი ვაჟი ეწვია. მას ქალწული იუსტინა მოსწონებოდა და მისი გახრწნა სურდა, მაგრამ ვერაფერი გაეწყო, ამიტომ კვიპრიანეს მიადგა ჯადოს გასაკეთებლად. მაგმა მრავალი ეშმაკი მიუგზავნა იუსტინას საცდუნებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა. თვით ეშმაკთა მთავარიც კი სირცხვილეულ იქმნა ქალწულისგან. განრისხებულმა კვიპრიანემ ეშმაკს მიმართა: "თუ ჯვრისა და ქრისტეს სახელისა ასე გეშინია, მაშინ რაღას იზამ, თვით უფალი რომ მოვა შენს განსასჯელად?! განმშორდი, მტერო ჭეშმარიტებისა და მოძულევ ყოველგვარი სიკეთისა!" ეშმაკმა მისი მოკვლა განიზრახა, მაგრამ კვიპრიანემ იუსტინას ღმერთს მოუხმო და ავსულმა ვეღარაფერი ავნო.

კვიპრიანემ ჯადოქრობის დროინდელი წიგნები ეპისკოპოსს წაუღო და დააწვევინა, თვითონ კი მღვდელმთავრის მოთხოვნით საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვები, მოინანია, მოინათლა და ქრისტიანული ცხოვრებით მრავალს წარემატა. მოგვიანებით იგი მღვდლად აკურთხეს და ქრისტეში ფერისცვალების დასასრულს თავს მოწამის გვირგვინიც დაიდგა.

*მეორე ფერნაცვალი კვიპრიანეც გავიხსენოთ, კართაგენის ეპისკოპოსი.

წმინდა კვიპრიანე კართაგენელიც წარმართთა ოჯახში დაიბადა, იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავი ორატორი და ჩინებული ვექილი დადგა. მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას თვითონაც ბევრი შემატა. რაკი არ უჭირდა, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ვნებებს დამონებული.

ამბობენ, რომ ვიდრე 46 წელი არ შეუსრულდა, კვიპრიანე წარმართი იყო. ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა ვნებათა დამღუპველობას, შემდეგ სადღაც ტერტულიანეს ნაწერი წაიკითხა, რომელმაც წარმართთა ღმერთები საბოლოოდ შეაძულა და გადაწყვიტა, ქრისტიანი გამხდარიყო. ქონება გლახაკებს დაურიგა და მოინათლა. შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი იხსენებდა: "როცა ნათლისღების ცხოველმყოფელმა წყლებმა განბანეს ჭუჭყი ჩემი ცხოვრებისა, განწმენდილ და განმართლებულ გულში ჩამეღვარა ზეციური ნათელი, მივიღე სულიწმინდა და ახალი კაცი გავხდი. მაშინ სასწაულებრივად დავრწმუნდი იმაში, რასაც ადრე მხოლოდ ვეჭვობდი. ბნელი გაიფანტა, ღვთის საიდუმლონი თვალწინ გადამეშალა, რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა..."

ნათლისღების შემდეგ წმინდა კვიპრიანემ ცხოვრების წესიც შეიცვალა, ასკეტურად გალია დღენი და მოწამებრივად აღესრულა.

*ეგვიპტეში ერთი ავაზაკი ცხოვრობდა, სახელად მოსე, წარმოშობით ეთიოპიელი. თავიდან ერთი დიდებულის მონა ყოფილა, მაგრამ კაცი მოუკლავს და პატრონს შინიდან გაუგდია. ისიც შეკედლებია ავაზაკთა გუნდს, რომელთაც, მისი სისასტიკით შეძრწუნებულებს, მეთაურად აურჩევიათ.

მრავალ უსჯულოებას სჩადიოდა მოსე, მრავალი სისხლი დაღვარა. დიდი და პატარა მისი შიშით ძრწოდა.

დიდხანს იყო ცოდვებში ჩაფლული, მაგრამ ერთ დღეს კაცთმოყვარე უფალმა სინანული ჩაუღვარა გულში. მოსემ მიატოვა მეგობრები და ერთ მონასტერში შედგა ბერად. დღედაღამ ცრემლს ღვრიდა ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად. წარსულიდან გამოყოლილი ვნებები აწუხებდა ქრისტეს გზაზე შემდგარს, მაგრამ თავისი მოუკლებელი ღვაწლით სირცხვილეულჰყო ეშმაკი.

ღირსმა მამებმა გადაწყვიტეს, მოსე მღვდლად ეკურთხებინათ. მანამდე დიაკვნად უნდა დაესხათ ხელი. როცა ავაზაკყოფილს თეთრი სტიქარი ჩააცვეს, ეპისკოპოსმა თქვა: აი, ამბა მოსე გათეთრდაო (ეთიოპიელები მუქკანიანები არიან - კ.კ.). "წმინდაო მეუფეო, - მიუგო ბერმა, - რა ქმნის კაცს მღვდლად - გარეგანი თუ შინაგანი?" (ანუ სამოსი თუ შინაგანი სათნოებანიო).

ერთხელ ეპისკოპოსმა მოსეს გამოცდა ინება და როცა იგი საკურთხეველში შევიდა, მღვდელმთავრის ბრძანებით, ლანძღვით გამოაგდეს იქიდან: "გადი აქედან, შე ჭვარტლიანოო". მოსე უსიტყვოდ დაემორჩილა, გამოვიდა საკურთხევლიდან და საკუთარი თავის განქიქებას მოჰყვა: "კარგად მოგექცნენ, ძაღლო, შავო ეთიოპო! როგორ გაბედე ასეთ სიწმინდესთან მიახლება და კაცთა შორის ყოფნა? შენ ხომ ადამიანიც არ ხარ და გინდა, ღვთისმსახური გახდეო?!"

ღირსი მამის სიტყვებს ეპისკოპოსის დავალებით მალულად ადევნებული ხალხი ისმენდა. ეს ყოველივე მღვდელმთავარს მოახსენეს და მანაც მღვდლად აკურთხა ავაზაკყოფილი, გარედან შავი, ხოლო შინაგანად განსპეტაკებული ამბა მოსე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat