"მოწყალე იქმენ, კარპე"
"მოწყალე იქმენ, კარპე"
წმინდა მოციქული კარპე, ერთი სამოცდაათთაგანი, მაკედონიის ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო. მისმა მადლიანმა სიტყვამ ბევრი მოაქცია კერპთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანობაზე. ეს ის დრო გახლდათ, როცა მთელ სამყაროში ძლევით ვრცელდებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოება.
მაგრამ, არცთუ იშვიათად ხდებოდა საპირისპიროც - ქრისტიანად მოქცეულნი ისევ კერპთაყვანისმცემლობას უბრუნდებოდნენ. ასე მოხდა წმინდა კარპე მოციქულის სამწყსოშიც: ერთი ქრისტიანი წარმართმა მეზობელმა აცდუნა და კერპებისთვის თაყვანი აცემინა. შეწუხდა და შეშფოთდა წმინდა კარპე - ვაითუ ეს საცთური მთელ მრევლში გავრცელებულიყო! მღვდელმთავარი განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს და ცოდვილთა დასჯას სთხოვდა.
გამოხდა მცირე ხანი და წმინდა კარპემ ღვთისგან ნიშანი მიიღო: ერთხელ, ოდეს ლოცვად იდგა, დაინახა, რომ ცა გაიხსნა და გამოჩნდა დიდების ტახტრევანზე მჯდომი, ანგელოზებით გარშემორტყმული მაცხოვარი, ქვემოთ კი საშინელ უფსკრულს დაეღო ხახა. უფსკრულის პირას ის ორი ცოდვილი იდგა - ხელახლა წარმართად მიქცეული და მისი მაცდუნებელი. უხილავი ძალისაგან შეძრწუნებულნი, სადაც იყო, უფსკრულში შთაინთქმებოდნენ. წმინდა კარპე სიხარულით ელოდა ამ წამს. შეევედრა კიდევაც უფალს, დაეჩქარებინა ეს წამი. მაგრამ ღვთის მოწყალება ხომ განუზომელია, სხვაა ღვთის სამართალი და სხვა - კაცისა... სახიერი უფალი გარდამოხდა ტახტრევანიდან, მიუახლოვდა დასაღუპად განწირულთ და მოწყალედ გაუწოდა ხელი. უფლის ანგელოზებმაც მიაშურეს მათ და საბრალონი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. მაშინ უფალმა უთხრა წმინდანს: "კარპე, კარპე, რატომ გინდა შენი ძმის დაღუპვა? მომბაძე მე და ისურვე არა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ გადარჩენა და ჭეშმარიტებისკენ მოქცევა. მოწყალე იქმენ, კარპე".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler