მთელი სიცოცხლე ავადმყოფობა უნდა დაითმინო, მხოლოდ სიკვდილის წინ განიკურნები
მთელი სიცოცხლე ავადმყოფობა უნდა დაითმინო, მხოლოდ სიკვდილის წინ განიკურნები
სნეული სიკვდილამდე. წმინდა პიმენ კიევის მღვიმელზე ამბობენ, სნეული დაიბადაო. ავადმყოფობა იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი, მაგრამ განსაცდელი მის სულს ვერ ეხებოდა, იყო წმინდა და აუმღვრეველი. ბერად აღკვეცა სურდა, მაგრამ მშობლები არ თანხმდებოდნენ. ერთხელ კიევის მღვიმის ლავრაში წაიყვანეს - იქნებ წმინდა მამების ლოცვით განიკურნოსო. პიმენი კი სნეულებას სთხოვდა უფალს, რადგან იცოდა, თუ განიკურნებოდა, შინ წაიყვანდნენ. მშობლები არ შორდებოდნენ შვილის სასთუმალს, ჩუმად არ აღიკვეცოსო. ერთ საღამოს მათ ღრმა ძილით მიეძინათ. შუაღამისას პიმენთან უფლის ანგელოზები შემოვიდნენ იღუმენისა და ძმების სახით. ჰკითხეს, ბერობა თუ გინდაო. თანხმობის შემდეგ ანგელოზის სქემა შემოსეს და წასვლისას დაუბარეს, - მთელი სიცოცხლე ავადმყოფობა უნდა დაითმინო, მხოლოდ სიკვდილის წინ განიკურნებიო. შემდეგ შევიდნენ ეკლესიაში და წმინდა თეოდოსის საფლავზე ბერობის აღთქმის ნიშნად პიმენის მოკვეცილი თმა დადეს.

მონასტრის ძმები განცვიფრდნენ, პიმენის ბერად აღკვეცის ამბავი რომ შეიტყვეს. მშობლებსაც რაღა ექნათ, დატოვეს შვილი მონასტერში. ოცი წელი იწვა სარეცელზე წმინდა პიმენი, მისი მოვლაც არავის სურდა. ხშირად დღეები ისე გადიოდა, რომ საჭმელსაც არ მიაწვდიდნენ, მაგრამ ის ყველაფერს სიხარულით დაითმენდა. ერთხელ მის სენაკში მასავით სნეული დააწვინეს. მღვიმელ ბერებს მათთვის საჭმლის მიტანა ხშირად ავიწყდებოდათ.

"ხედავ, სიმყრალის გამო ყველა გვერიდება. ღმერთმა რომ განგკურნოს, ძმაო, ხომ მომივლი?"- ჰკითხა პიმენმა სნეულს. ბერი დათანხმდა და მეყსეულად განიკურნა. მაგრამ მცირე ხანში დაავიწყდა ეს სასწაული, ვეღარ გაუძლო სიმყრალეს და ძმა მიატოვა. მაგრამ თავის კელიაში ავად რომ გახდა, ისევ წმინდა პიმენს მიაკითხა. ღირსმა მამამ ის ლოცვით განკურნა და უთხრა: "მცირედ მორწმუნეო, ნუთუ არ იცი, რომ ავადმყოფობის მადლობით დამთმენთა დარად ღვთისაგან ჯილდოს მათი მომვლელნიც მიიღებენ? მოთმინება ტყუილად არ ჩაივლის. ვინც აქ მცირე ჟამის მწუხარებას და სიმძიმილს დაითმენს, ღვთისაგან ზეცაში გაიხარებს. ამიტომაც დავითმენ ყოველივეს. ღმერთს, რომელმაც ჩემი ლოცვით განგკურნა, ნუთუ არ ძალუძს მეც გამომაჯანმრთელოს? მაგრამ არ მინდა, რადგან: ვინც ბოლომდე დაითმენს, ცხონდეს. სჯობს მიწიერ ცხოვრებაში უსულო გვამს დავემსგავსო, რომ შემდგომ უხრწნელი იყოს ჩემი სხეული. სჯობს აქ დავითმინო სიმყრალე, რომ იქ დავტკბე კეთილსურნელებით". ასე დაარიგა ბერი ღირსმა მამამ. ისიც სიკვდილამდე აღარ მოშორებია წმინდა პიმენს. ერთხელ წმინდა პიმენმა თავი განკურნებულად იგრძნო და მიხვდა, რომ დაუდგა ჟამი უფალთან შეერთებისა.

ღვთისმშობლის მორჩილნი. შეხედავ ფოტოსურათებზე ბეთანიელი ბერების - წმინდა იოანეს (მაისურაძე), წმინდა იოანე-გიორგისა (მხეიძე) და მღვდელმონაზონ ვასილის (ფირცხალავა) განწმენდილ სახეებს და მშვიდდები. ამ ღირსი მამების ღვთიური მადლი შენზე გადმოდის. მაგრამ ყველაზე მარგებელი სულისა მათი ცხოვრების გაცნობაა. რამდენი რამ დაითმინეს ქრისტეს სიყვარულისთვის! მამა იოანეს საქართველოს გასაბჭოებამ არმაზის მონასტერში მოუსწრო. 1921 წელს ჯარისკაცებმა მამა იოანე და მონასტერში შერჩენილი ბერი გაიყვანეს, დახვრიტეს და გაშორდნენ. ღვთის წყალობით, ორივე ბერი ცოცხალი გადარჩა. მამა იოანეს ზურგიდან ნასროლმა ტყვიამ მარცხენა ბეჭის ნაწილი დაუფლითა, მეორე ბერს თავის ქალა დაუზიანა. ის მალევე მოვიდა გონს, მცხეთას ჩააღწია და ნაცნობებს უთხრა, - იოანე მოკლეს და დამარხეთო. ყველას გასაკვირად, მამა იოანე გამთენიისას თავისი ფეხით ჩამოვიდა მცხეთაში. მას სამთავროს მონასტრის მონაზვნები უვლიდნენ. ჭრილობა არ ხორცდებოდა, ჩირქით ივსებოდა, ორჯერ ოპერაცია გაუკეთეს. გამოჯანმრთელებულს საავადმყოფოში ტიფი შეეყარა, მაგრამ ეს განსაცდელიც დაითმინა. ბოლოს ბეთანიაში დასახლდა. 1924 წელს ბეთანიის მონასტერში მამა გიორგიც მოსულა. ის ბერად მიტროპოლიტს, წმინდა ნაზარს (ლეჟავა) აღუკვეცია და ხირსის მონასტერში ცხოვრობდა. ეს მონასტერი კომუნისტებმა 1924 წელს დაარბიეს, მამა გიორგი შეიპყრეს და წვერი სანახევროდ გაკრიჭეს. წვერი ერთხელ მისთვის ღვიძლ ძმებსაც გაუკრეჭიათ - მათგან ორი კომუნისტი იყო. ერთხელ სცადეს სიძვის ცოდვით ეცდუნებინათ, ვინმე მეძავთან ჩაკეტეს, რომელიც ყვირილით გამოვარდნილა გარეთ. მამა გიორგი კუთხეში, პირით კედლისკენ დამხობილა და ლოცულობდა თურმე. რა გიჟი ძმა გყოლიათო, - უთქვამს ქალს...

ეს ორი ღირსი მამა, ორი ანგელოზი დასახლდა ბეთანიაში. ძნელი იყო იმ დროს ბერობა, ხელისუფლება თვითონ ხომ მტრობდა, ხალხსაც ნებას აძლევდა, ყველანაირად დაეჩაგრათ, დაემცირებინათ სასულიერო პირნი, თითქოს ისინი ადამიანები არ ყოფილიყვნენ. მრავალჯერ დაესხნენ თავს ბეთანიელ მამებს, სცემეს, გაძარცვეს, ფქვილი და თაფლი წაართვეს, ძროხები მოპარეს. ერთხელ მამა იოანე ტაძრის გარეთ გაიყვანეს, ფეხებთან ესროდნენ ტყვიას და მოკვლით ემუქრებოდნენ, ოქროს მოითხოვდნენ. ერთხელ ვარცლიდან სარეცხიც კი ამოუღიათ და წაურთმევიათ. მამა იოანეს მონასტრის ახლოს, ხევში, წისქვილი ჰქონდა მოწყობილი, უცნობები ტყვიებს უშენდნენ და კრამიტებს უმტვრევდნენ. 1954 წლიდან მათი განსაცდელი გაუზიარებია მამა ვასილს (ფირცხალავა), რომელიც სამეგრელოდან ჩამოსულა. 6 წელი დაჰყო მამა ვასილმა და ტუბერკულოზით აღესრულა. ჭლექის მიზეზი კი ყაჩაღების ერთი თავდასხმა ყოფილა. მამა ვასილს ჰაერში თოფი უსვრია მათ დანახვაზე (თოფი მგლების შესაშინებლად ჰქონდათ მონასტერში). ყაჩაღები გაქცეულან, მაგრამ - მოგკლავთო, - დამუქრებიან. სიტყვა არ გაუტეხავთ და ტყეში მიმავალი მამა ვასილი ისე უცემიათ, რომ ფეხზე ვეღარ წამომდგარა. მიუხედავად საშინელი ტკივილებისა, მონასტერი არ დაუტოვებია, სამკურნალოდ ქალაქში არ წასულა, ითმენდა ყოველივეს. ექიმი ბეთანიაში აკითხავდა, მაგრამ მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია...

ბეთანიელი მამები მაგალითნი არიან ჩვენთვის განსაცდელთა დათმენისა და კაცთა სიყვარულისა. მათ არასოდეს განუკითხავთ მოყვასი. იმ ავბედით 30-იან წლებში ეკლესიის დასათვალიერებლად მისულ კომუნისტებს და კომკავშირელებს მოთმინებით და სიყვარულით ხვდებოდნენ. ისინიც გრძნობდნენ ამას. "ნუ განიკითხავთ ახალგაზრდებს, ისინი არც ისე ცუდები არიან. მათში ჯერ კიდევ არის ბევრი სიკეთე. უნდა გაითვალისწინოთ ის არასულიერი ატმოსფერო, რომელშიც ისინი გაჩნდნენო", - არიგებდა მამა გიორგი მორწმუნეებს. ღმერთმა მოგვანიჭოს ბეთანიელი ბერების დარი მოთმინება და სიყვარული.

*წმინდა შალვასა და ელიზბარის წამების შემდეგ სპარსელებმა ასო-ასო აკუწეს წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილი. ნელ-ნელა აცლიდნენ ხორცს, მაგრამ უდრეკი იყო წმინდა მოწამე. თავის საყვარელ უფალთან ერთად განაძლიერებდა მაგალითი წმინდა იაკობ სპარსის მოთმინებისა.

წმინდა იაკობი V საუკუნეში სპარსეთში, ქრისტიანულ ოჯახში დაბადებულა, ცოლადაც ქრისტიანი შეურთავს. სპარსეთის მეფის ეზოსმთავარი ყოფილა. მიწიერ სიკეთეებს მიდევნებულს უარუყვია ქრისტე. გამწარებულ ცოლსა და დედას წერილი მიუწერიათ: შენ ჩვენი სიყვარულის ღირსი არ ხარ, რადგან ნათლის ძე ბნელეთის მკვიდრი შეიქმენი. ვიდრე არ დაუბრუნდები ქრისტეს, მანამდე ვერ გვნახავო. ეს წერილი მაშინ მიართვეს იაკობს, როცა მეფესთან ერთად იყო ქალაქგარეთ. "თუ დედას და ცოლს არ ვუნდივარ ქრისტეს უარისმყოფელი, მაშინ რა მეშველება, როცა ღმერთი მოვა განსჯად და ყველას მოგვაგებს საქმეთა ჩვენთაებრო", - ამბობდა იაკობი და თან ტიროდა. ტირილის მიზეზი რომ შეიტყო მეფემ, გაბრაზდა და სიკვდილით დაემუქრა. "რაც გინდა, ის მიქენი, მე სიკვდილისა არ მეშინიაო," - უთხრა წმინდანმა. მეფემ ბრძანა, მოკალითო. ასო-ასო აჭრიდნენ ხორცს იაკობს. ბევრი უყურებდა მის მარტვილობას, მათ შორის - მისი მეგობრებიც. მოწამეობის წინ ილოცა წმინდა იაკობმა და მოთმინება შესთხოვა ღმერთს. როცა შუა თითი მოჰკვეთეს, მადლობა შესწირა უფალს. "შეიბრალე თავი, იაკობ, თაყვანი ეცი ჩვენს ღმერთებს", - ურჩევდა ჯალათი. "ნუთუ არ იცით, როცა ვაზს სხლავენ, - უთხრა მათ წმინდანმა, - მას მზე უშუშებს ჭრილობას და უფრო მეტ ნაყოფს გამოსცემსო". ჯალათმა მეორე თითიც წარკვეთა. იაკობი კი სიხარულით სახეგაბრწყინვებული იდგა: "მიიღე, უფალო, მეორე ნასხლავი შენის ბაღისა, რომელი დაასხა მარჯვენამან შენმან", - ღაღადებდა წმინდანი. მესამე თითი რომ მოაჭრეს, კვლავ განაგრძობდა ყოვლადწმინდა სამების დიდებას. მოჰკვეთეს მეოთხე თითი, მეხუთე თითის მოჭრისას ხუთ ბრძენ ქალწულთან დამკვიდრება შესთხოვა უფალს. "იაკობ, შეიწყალე შენი თავი", - ეუბნებოდა კაცთა პირით ეშმაკი. ის კი ძალას და მოთმინებას უფლისაგან გამოითხოვდა. ჯალათმა მარცხენა ხელის დანაწევრება დაიწყო. მერე მარჯვენა ფეხზე მოაცილა თითი. "გმადლობ, ქრისტე ჩემო, რადგან მაჭრიან ფეხის თითებსაც, -Pამბობდა წმინდანი, - ვითარცა შენ, ოდეს განგიხვრიტეს არა მარტო ხელნი, არამედ ფეხნიცა". შეკრებილ ხალხს განაცვიფრებდა მისი მოთმინება. "რას დგახართ უქმად, მოჰკვეთეთ ხე, რომელსაც ტოტები უკვე მოაცილეთო", - უთხრა წმინდანმა ჯალათებს. მოჰკვეთეს ფეხები, ხელები... უფალო ღმერთო ჩემო, რომელიც შეეწევი შენს მოშიშთ, დამეხმარე მეც, შენს მონას, რამეთუ საშინლად ვიტანჯებიო, - აღმოხდა. ეს რომ ესმათ ჯალათებს, დასცინეს წმინდანს: - ჩვენ არ გვინდოდა შენი წამება, რატომ არ დაგვიჯერეო. წმინდა იაკობმა კი მხნედ მიუგო: იცით, რატომ ვეწამე? რათა მეგრძნო, რომ ხორციელი ვარ. აქამდე ღვთის შეწევნით დავითმინე ყველა სატანჯველი, ვითარცა უხორცომ. ახლა კი ვგრძნობ, რომ ხორცი მასხია. მაგრამ უფალი მალე შემმოსავს ახალი სხეულით, რომელსაც ვერაფერს დააკლებთო. წმინდა იაკობს დილიდან ვიდრე მეცხრე ჟამამდე აწამებდნენ. ამ დროის განმავლობაში მისი წყლულებიდან სისხლთან ერთად კეთილსურნელება იფრქვეოდა. უფლის წმინდანმა საბოლოო სადიდებელი ლოცვა აღუვლინა შემოქმედს და ჯალათის მარჯვენამ თავი უხელფეხო ტანს მოაშორა.

ჭის სიღრმეში. ღვთის სიყვარულის ცეცხლი სწვავდა სიყრმიდანვე წმინდა შიოს. ოცი წლისა დაემოწაფა წმინდა იოანეს და ოცი წლის მოღვაწეობის შემდეგ სხვა ღირს მამებთან ერთად ღვთისმშობელმა გამოირჩია თავის წილხვედრ ქვეყანაში ქრისტიანთა განსამტკიცებლად. წმინდა აბიბოსი და ისე ქართველებმა ეპისკოპოსებად აკურთხეს. ხოლო წმინდა შიო დაყუდების მოსურნე გახლდათ. წავიდა მცხეთის დასავლეთით "ყოვლად უვალთა მაღნართა და კლდეთა საშინელთა", ბევრი იარა და ერთ ღრმა ხევს მიადგა, რომელიც იყო ფრიად "უნუგეშისცემო, ურწყული, სავსე მხეცთა მიერ და ქვეწარმავალთა გესლიანთა", რომლის ნახვაც კი შეაძრწუნებდა კაცებრივ ბუნებას. წმინდა შიოს მოეწონა "განსასვენებლად". ჩრდილოეთით ერთი მცირე გამოქვაბული ნახა და იქ დაემკვიდრა.

სამოცი დღე გარდავლო წმინდა შიომ უსმელ-უჭმელად, დაითმენდა კაცობრივ სურვილებსაც და ეშმაკის შემოტევასაც, რომელიც სიკვდილს უქადდა. გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად და ნუგეში სცა თავის მონას. წმინდა შიოს არც ამის შემდეგ შეუწყვეტია მარხვა და ლოცვა. უფალმა დაინახა მისი გულმოდგინება და მოთმინება, რომ "არ ჰრიდებდა ხორცთა თვისთა ესევითარსა იწროებასა და უღონოებასა", მტრედის მიერ მიაწვდიდა საზრდელს, მცირე რამ წყაროც აღმოუცენა გამოქვაბულის გვერდით. ამქვეყნიური სიცოცხლის მიწურულს რამდენიმე წელი მღვიმეში გაატარა ღირსმა მამამ. "შთახდა მღვიმესა მას ბნელსა შინა ქვესიღრმეთა მიწისათა, რათა სიმპალესა ხორცთასა მიცემითა აღმოაჯეჯილოს ხუვილი წმინდა". როგორ შეძლოს კაცებრივმა ენამ ჯეროვნად წარმოთქმა სიმხნეთა და მოთმინებათა ნეტარი შიოსი! შრომითა და ჭირით განილია მისი სხეული, სინოტივის გამო შავად შეიღება, ცარიელი ძვალი და ტყავი გახდა. ღმერთშემოსილი მამა წარსდგა უფლის წინაშე და ღვთისაგან მიცემული მადლით შეეწევა მორწმუნეებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat