უდაბნოდან ქალაქ ტარსუში მიმავალი ორი მონაზონი ღამის გასათევად სასტუმროში დაბინავდა. იქ სამი ყმაწვილი გაიცნეს, რომელთაც თან მეძავი დედაკაცი ჰყავდათ.
შეწუხდნენ ბერები. ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. ეს რომ გაიგონა მეძავმა, თავი ანება ყმაწვილებს, ჩამოჯდა მამის სიახლოვეს და ყური დაუგდო. ბერმა წიგნის კითხვა შეწყვიტა და გაუბრაზდა, - როგორ არ შეგრცხვა მოსვლა და ჩვენს სიახლოვეს დაჯდომაო. ქალმა უპასუხა: "არა, მამაო, ნუ მომიძაგებ... თუმცა დიდად ცოდვილი ვარ, მაგრამ მწამს, რომ უფალი არ უარმყოფს, როგორც ძველად არ უარყო მასთან მისული მეძავი". "მაგრამ ის დედაკაცი ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ აღარ დაბრუნებია ცოდვას". "მეც მჯერა, რომ ღვთის ძის შეწევნით, დღეიდან აღარ დავუბრუნდები ცოდვას, ოღონდ დამარიგეთო", - შეევედრა მეძავი.
ბერებმა დაარიგეს ქალი. მან მაშინვე მიატოვა ყმაწვილები და ღირს მამებს გაჰყვა. მათ ის დედათა მონასტერში დატოვეს, სადაც მარიამმა სინანულსა და ლოცვაში განვლო დარჩენილი ცხოვრება, სასწაულმოქმედების მადლის ღირსიც შეიქნა და მშვიდობით მიიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი