აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე ერთ მღვდელს ეპისკოპოსის წინაშე ცილი დასწამეს. მღვდელმთავარმა ის დილეგში დაამწყვდევინა.
დიდი შაბათის მწუხრისა და კვირა დღის გასაყარზე ამ მღვდელს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ღვთის ნებით, მოგეცემა თავისუფლება, რათა შენს სოფელში მრევლთან ერთად სააღდგომო წირვა აღავლინოო. დაასრულა თუ არა სიტყვა ანგელოზმა, მღვდელს ბორკილები დასცვივდა და საპყრობილის კარი განეღო. ანგელოზი გაუძღვა მღვდელს და სოფლამდე ჩაიყვანა.
საპყრობილის მცველმა შეამჩნია, რომ პატიმარი დილეგში აღარ იყო და ეპისკოპოსს შეატყობინა. უთხრა ისიც, საპყრობილის გასაღები მე მქონდა, მღვდელი კი სასწაულებრივად გაქრაო.
ეპისკოპოსმა რაღაც იგუმანა და სოფელში კაცი გაგზავნა - ის დასჯილი მღვდელი ხომ არ წირავსო. დაუდასტურეს. მღვდელმთავარი განრისხდა და დაიფიცა, კვლავ საპყრობილეში ჩავაგდებო, მაგრამ კვირისა და ორშაბათის გასაყარზე უფლის ანგელოზმა მღვდელი დილეგში ისე დააბრუნა, რომ მცველმა ვერაფერი გაიგო. მაშინ კი იხმო ეპისკოპოსმა მღვდელი. მოძღვარმა თავი იმართლა: საპყრობილიდან ჩემი ნებით არც წავსულვარ და არც დავბრუნებულვარ, ეს მისი ნებით ჩავიდინე, ვინც თავისი ანგელოზი ორგზის გამომიგზავნაო. ჩაფიქრდა მღვდელმთავარი, მკაცრად გამოიძია და საპყრობილის კარის გამღები ვერავინ იპოვა. მაშინ კი მიხვდა, რომ მოძღვრისთვის ცილი დაეწამებინათ. ცილისმწამებლები დასაჯა, მღვდელს კი მსახურების უფლება დაუბრუნა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი