მთელი გულით შევთხოვე ამ განსაცდელისგან განთავისუფლება
მთელი გულით შევთხოვე ამ განსაცდელისგან განთავისუფლება
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა ღვთის განგებულების საკვირველ არევაზე
ბერდიდმა ევსტრატიმ ოცდაათ წელს ისე მიაღწია, წვერი არ ამოსვლია. როცა გარდაიცვალა მისი მოძღვარი, რომელიც წმინდა პავლეს მონასტრის კუთვნილ წმინდა სამების სახელობის მღვიმის კათიზმაში ცხოვრობდა, კავსოკალივაში გადასახლდა. სკიტის მხცოვანმა მოძღვარმა უარი უთხრა მიღებაზე, რადგან კავსოკალიველი მამები უწვერულებს თავისთან არ აჩერებდნენ. ის დაჟინებით ევედრებოდა დატოვებას. იმავე საღამოს ღამისთევის ლოცვა დაიწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივსაცემად. დილით კი - ჰოი, საკვირველება! მამა ევსტრატეს ნიკაპზე პირველი ღინღლი ამოუვიდა, რის გამოც ადიდებდა და მადლობდა ღმერთს. საოცარი ის იყო, რომ დროთა განმავლობაში მას წვერი ისე გაეზარდა, რომ მიწამდე წვდებოდა!

1864 წელს მთაწმინდას ეწვია თესალონიკის მმართველი ჰოსნი ფაშა და როგორც განათლებულმა კაცმა, პროტსატის დათვალიერება მოისურვა, სადაც სხვა ფრესკებს შორის ღირსი ონოფრე და პეტრე ათონელების ფრესკაც იხილა. ეჭვი გამოთქვა, როგორ შეიძლება ადამიანს წვერი მიწამდე გაეზარდოს ისე, როგორც ფრესკაზეა გამოსახულიო. რაზეც უპასუხეს, რომ ეს შესაძლებელია და ამის დასამტკიცებლად ბერდიდ ევსტრატეს მოუხმეს. გაოცებულმა ფაშამ წამოიძახა: "აქენდერსინ ეფენდილერ", რაც ნიშნავს: "მაპატიეთ, ბატონებო".

1750 წლის მიტევების კვირას მონაზონი მაკარი წმინდა ანელი მძიმედ იყო ავად, მასზე ზრუნავდა მისი ერთგული დიდებული მორჩილი მამა თეოქტისტე, რომელიც იმ წელს პარადიკეას ანუ დიკეას თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა.

საღვთო ლიტურგიის მერე მამა თეოქტისტეს სადმე უნდა ეშოვა თევზი, რათა ბერდიდის მოსაძლიერებლად სუპი მოეხარშა. ჩავიდა სკიტის ნავმისადგომთან, მაგრამ იქ ვერც ერთი ნავი და მეთევზე ვერ ნახა. ზღვა კი მშვიდი იყო. მაშინ მამა თეოქტისტემ ლოცვა დაიწყო, დაემხო იქვე, ნაპირთან მუხლებზე და შეწევნისთვის ვედრება დაუწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედას, წმინდა ანას, რომელიც მფარველი გახლავთ სიკეთისა.

ლოცვა არ დაესრულებინა, რომ ტალღებზე მოთამაშე დიდი თევზი დაინახა! მონაზონმა იმ ადგილს ჯვარი გამოსახა - ჰოი, საკვირველებასა შენსა, ქრისტე მეუფეო! - ტალღამ ეს თევზი ნაპირზე ქვიშაში გამოსტყორცნა.

ენა ვერ აღწერს მამა თეოქტისტეს სიხარულსა და მადლიერებას. სტაცა ხელი თევზს და კირიაკონისკენ გაიქცა, სადაც იწვა მისი მოძღვარი. მოამზადა თევზი და მოძღვარს მიუტანა, რომელიც მაშინვე გამოჯანმრთელდა. თევზის დარჩენილი ნაწილით მამა თეოქტისტე ყველა ერისკაცს და მონაზონს გაუმასპინძლდა, ვინც კი იმ დღეს კირიაკონში იმყოფებოდა, სხვათა შორის, ყველა აღიარებდა, რომ არასოდეს ეჭამათ ისეთი გემრიელი თევზი, როგორიც იყო ეს ღვთისგან გამოგზავნილი.

ივერონის სკიტის, წმინდა ნიკოლოზის კალივაში ცხოვრობდა მოსაგრე და ძალზე უბრალო ბერდიდი მამა ნიკიფორე (ყოფილი მოძღვარი, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, მღვდელმოწამე გრიგოლ V-ისა). მას რამდენიმე მოწაფე ჰყავდა, მათ შორს იყო ღირსმოწამე ექვთიმეც. წმინდა ექვთიმეს მოწამებრივი სიკვდილის მერე მისი სხეული ხის კასრით გადაიტანეს კონსტანტინოპოლიდან ბერდიდის კალივაში. როცა წმინდა ხით სხეული მოაბრუნეს, მდუღარე ცრემლით მტირალმა ბერდიდმა მიმართა თავის წმინდა მოწაფე ექვთიმეს და წამოდგომა უბრძანა, რათა ეამბორა მისთვის, ბრძანება შესრულდა! გარდაცვლილი წამოდგა, ისინი ეამბორნენ ერთმანეთს და მან კვლავ მიიძინა.

მამა ნიკიფორემ გადაწყვიტა ამ კალივის იატაკის ქვეშ ჭა ამოეთხარა. მუშებმა 5-6 მეტრის სიღრმეზე გათხარეს და მტკიცე გრანიტის კლდემდე დავიდნენ, წყლის ნიშანწყალი არ ჩანდა. მაშინ ამ უბრალო და რწმენით აღსავსე ბერდიდმა, დამწუხრებულმა აიღო ხატი თავისი ღირსმოწამე მოწაფეებისა (ექვთიმე, ეგნატე, აკაკი და პროკოფი), ჩაუშვა წყალში და უთხრა: "თუ წყალს არ გამომიდენთ, თქვენ მაქედან არ ამოგიყვანთო".

ამის შედეგი გახლდათ სასწაული: "მეორე დღეს ჭა წყლით იყო სავსე, წმინდანის ხატი კი ზედაპირზე ტივტივებდა. ამ ჭის ქვის ზედაპირზე დღესაც ჩანს ნაპრალი, წყალს კი სასიამოვნო, ნამდვილი აიაზმის გემო აქვს.

იყო ერთი ღარიბი მონაზონი, ბერდიდი დოროთე ახალსკიტელი, რომელსაც სიყმაწვილის წლებიდან ათონი არ მიუტოვებია. ხელსაქმე მას არ ჰქონდა, თევზს კი პატარა ნავით იჭერდა. როცა ზეთი გაუთავდა, უფალმა მას ზღვაში ახალ სკიტსა და წმინდა პავლეს მონასტერს შორის ზეთით სავსე დიდი ჭურჭელი გამოუჩინა.

ბერდიდ ისააკ დიონისიატელს აბბას ეძახდნენ. ნამდვილი აბბა იყო თავისი მონაზვნური ცხოვრებით, მარხვით, მოუკლებელი ლოცვით, სიმდაბლით, შრომისმოყვარებით, ყველას მოყვარული და ყველასგან შეყვარებული, ყველას ყველაფერში მორჩილი. ერთხელ, როცა ეს ღვთის კურთხეული მონა სამორჩილო საქმეებს ასრულებდა კარეესში, კონაკში (კარეესში რომელიმე მონასტრის მეტოქიონი), საჭირო გახდა, მონასტერში გამგზავრებულიყო. ეს ზამთარში მოხდა და მისმა ხელმძღვანელმა კინოტში, მონასტრის წარმომადგენელმა მამა გელასიმ გააფრთხილა, რომ შუადღისას თოვა იყო მოსალოდნელი და შესაძლოა გზა არეოდა. რაზეც ისააკმა უპასუხა, გადაუდებელი საქმის გამო აუცილებლად მონასტერში უნდა წავიდეო. მონასტერი ხუთი საათის სავალზე იყო. მუხლი მოიდრიკა, კურთხევა აიღო და ნეტარი მამა გზას გაუდგა. თუმცა ივერთა მონასტრის მთებთან რომ მივიდა, უხვად იწყო თოვა და ძალზე გაჭირდა სიარული. როცა მამა ისააკმა სიმონპეტრას მთებამდე მიაღწია, რომელიც ათონის (მწვერვალის) მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და "მოსდუმს" ეძახიან, თოვლი უკვე მუხლამდე მისწვდა, თან შებინდება დაიწყო. მას სიბნელეში, თოვლში, მხეცებთან დარჩენა ემუქრებოდა.

მაშინ ამ ნეტარმა კაცმა სასოება უფალსა და მაცხოვარზე დააყრდნო და მთელი გულით შეჰღაღადა: "უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, ჩემი წმინდა ბერდიდის ლოცვით გადამარჩინე ამ უბედურებისაგან!"

და ჰოი, საკვირველებავ - უხილავმა ღვთაებრივმა ძალამ აიტაცა იგი და უეცრად თავისი მონასტრის კარებთან აღმოჩნდა.

მწუხრი იყო და მეკარე მონასტრის კარების დასაკეტად ემზადებოდა. როცა აბბა ისააკი დაინახა ასეთ ყიამეთში მოსული, დაბნეულმა ჰკითხა, საიდან მოხვედიო. მან, ექსტაზში მყოფმა, უპასუხა, - კარეესიდან გამომგზავნესო.

- ასეთ თოვლში როგორ მოხვედიო? - ჰკითხა მეკარემ.

ბერდიდი დუმდა და მონასტრის წმინდა კარებზე დაბრძანებულ ნათლისმცემლის ხატს უცქერდა. ამასთან მეკარემ იმის შემჩნევაც მოასწრო, რომ თოვლზე ადამიანის ნაფეხურები არ ჩანდა. მეკარის დაჟინებულ კითხვებზე, თუ როგორ მოვიდა კარეესთან მონასტრამდე, ბერდიდმა მას და სხვა მამებსაც მოუყვა, - მხოლოდ ის მახსოვს, როგორ გავიარე ნახევარი გზა, შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, როგორც კი საშველად ღმერთსა და ჩემი მოძღვრის ლოცვებს მივმართე, მაშინვე მონასტრის კართან აღმოვჩნდიო.

ბერდიდი ლაზარე დიონისიატელი, რომელმაც ძალზე გულშემმუსვრელი თხრობა იცოდა სხვადასხვანაირი ამბებისა, ყვებოდა:

- 1943-45 წლებში საშინელი თავბრუსხვევით ვიტანჯებოდი, განსაკუთრებით დილაობით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალნაირი წამალი დავლიე და ბევრნაირი სამკურნალო მეთოდი ვცადე, ვერა და ვერ განვიკურნე. წმინდათა უვერცხლოთა მკურნალთა დღესასწაულის ღამისთევის ლოცვაზე 1945 წლის 1-ელ ნოემბერს, მათი სახელობის პატარა საყდარში შევედი და მთელი გულით შევთხოვე ამ განსაცდელისგან განთავისუფლება. მას მერე თავბრუსხვევა შემიწყდა და ჯანმრთელობა აღმიდგა.

სხვა სასწაულებრივ შემთხვევაზეც გვიყვებოდა ბერდიდი ლაზარე: მალარიის გადატანის შემდეგ მარჯვენა ფეხის წვივზე რევმატიული ართრიტით დავსნეულდი. მქონდა აუტანელი ტკივილები, ანთება, ფეხებზე ვენების გაგანიერება. 1953 წელს ამგვარ საცოდავ მდგომარეობაში ვიდექი უვერცხლოთა მკურნალთა სადღესასწაულო ლოცვაზე და შეწევნას ვთხოვდი ჩემს წმინდა მკურნალებს. ღამისთევის ლოცვა ისე სრულდებოდა, ტკივილმა არ გამიარა. მაგრამ, საღვთო ლიტურგიის დროს ანთება ჩაცხრა, ტკივილი შემიწყდა და ვენები გამომიჯანმრთელდა. ვმადლობ და განვადიდებ ჩვენს მხურვალე შემწეებსა და მკურნალებს!

მამა ლაზარემ საგალობელიც კი შეადგინა წმინდა უვერცხლოთა მსახურებისთვის, რომელსაც ის მათი წმინდა ხატის წინ გალობდა, კანდელების ანთებისას...

მოსაგონარია წმინდა უვერცხლოთა სახელით აღსრულებული კურნების შემთხვევაც, რომელიც აგრონომის შვილს შეემთხვა წმინდა გრიგოლის მონასტრის მეტოქიონში, არტში. ის რაღაც ღვეზელით მოიწამლა და სიკვდილის პირას იყო.

- ჩვენ მოვიწვიეთ ექიმები არტიდან, იანინადან, ათენიდან და უკეთესობა არ დაეტყო, - მონაზვნებს უყვებოდა ბავშვის მამა, - მოგვეცით წინდანთა უვერცხლოთა მკურნალთა წმინდა ნაწილებიო.

ამასობაში თითქმის გარდაუვალი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ. მამებმა წმინდა ნაწილებით წყალი აკურთხეს. ნათესავები ყველანი მხურვალედ ლოცულობდნენ. ბავშვის მამას უვერცხლოდ მკურნალნი გამოეცხადდნენ.

წყლის კურთხევიდან ერთი საათის მერე მომაკვდავი ბავშვი გონს მივიდა - სად არის დედა? - იკითხა მან.

იქ იმ დროს სხვებთან ერთი ებრაელი ქალი იმყოფებოდა, რომელმაც თავის ძმასთან ერთად ირწმუნა ქრისტე და სთხოვა მათ, სულთმოფენობისას მოენათლათ ისინი.

სხვა მამა, კოზმა ყუთლუმუშელი, მონასტრის ხორას (შეშა) ყარაულობდა. ერთხელაც შტორმმა მთელი შეშა ზღვაში ჩაიტანა. დაიბნა კოზმა, რა ექნა? გაიქცა და კანდელი აუნთო წმინდა მთავარანგელოზებს და მხურვალედ ილოცა.

ტალღები დაცხრნენ და გატაცებული შეშა ნაპირზე გამოირიყა. ბერდიდი ამის შესახებ ყვებოდა და ტიროდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat