ლივანაში, ბორჩხას ზემოთ, ჩხალის ხეობაში, ძველად დედათა მონასტერი ყოფილა. დასცემიან თათრები, გაუძარცვავთ და მონაზვნებიც გაუტაციათ.
მონასტერში ერთი მოხუცი დედაღა დარჩენილა. დიდი გაჭირვება გამოუვლია ამ მონაზონს, მაგრამ იქაურობას მაინც არ მოშორებია. ის კი არა, ოჯახებში დადიოდა თურმე და ახალგამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს ისევ გაქრისტიანებას მოუწოდებდა.
ერთხელ, სააღდგომოდ, მონაზონს კვერცხები შეუღებავს, სანოვაგე მოუმზადებია და ახალგამაჰმადიანებული ქართველი ქალები დაუპატიჟებია. ქრისტიანულად მიულოცავს აღდგომა და მათაც ქრისტიანულადვე გაუციათ პასუხი - მამა-პაპათა ადათ-წესები ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ.
ეს ამბავი ლივანის ბეგს შეუტყვია და მონაზვნისთვის შეუთვლია, მანდაურობას გაეცალე, თორემ მოგკლავენო. "სიკვდილი ყველგან მომაგნებს, - უთქვამს დედას, - აქედან არსად წავალ, ამ ეკლესიას უნდა ვუპატრონოო".
რამდენიმე დღის შემდეგ მონასტერს ოსმალები დაეცნენ და მოხუცი მონაზონი მოკლეს. იმ დროს ქალებში ჯერ კიდევ ყოფილან ჩუმი ქრისტიანები. მიცვალებული მათ უგლოვიათ და მათვე დაუმარხავთ.
იმ მონაზვნის სიკვდილის შემდეგ ლივანაში აღარაფერი დარჩენილა ქრისტიანული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი