ერთ დაცემულ ბერს წამოდგომა და ყველაფრის თავიდან დაწყება სურდა, მაგრამ სულს მწუხარება უღრღნიდა:
განა ოდესმე ვიხილავ საკუთარ თავს ისეთს, ადრე რომ ვიყავიო? მიადგა ერთ ღირს მამას და თავისი გასაჭირი შესჩივლა. მან პასუხად იგავი უთხრა: - ერთი კაცის ყანა სარეველა ბალახს და ეკალბარდს დაეფარა. მამამ შვილი გაგზავნა მინდვრის გასაწმენდად. მაგრამ ვაჟს გულს შემოეყარა - განა ოდესმე შევძლებ ამ მინდვრის გასუფთავებასო? წამოწვა და დაიძინა. ასე იქცეოდა ყოველდღე. გაუწყრა მინდვრის სანახავად მისული მამა, აქამდე რატომ არაფერი გააკეთეო? ამდენი საქმე რომ ვნახე, სასოწარკვეთილი მიწაზე დავეცი და დამეძინაო. მაშინ მამამ უთხრა: - შვილო, ყოველდღე მინდვრის იმხელა ნაწილი გაწმინდე, რამდენსაც იკავებს შენი სარეცელი, ამგვარად წაიგდე საქმე წინ და სასოს ნუ წარიკვეთო. დაუჯერა შვილმა და მცირე ხანში მინდორი გაწმინდა. ასე მოიქეცი შენც, ძმაო, ცოტ-ცოტა იღვაწე, სასოს ნუ წარიკვეთ და ღმერთი თავისი მადლით აღგიდგენს ძველ მდგომარეობასო. წამოვიდა ბერი დამშვიდებული. მალევე წამოდგა და წარემატა სულიერად ქრისტეს მადლით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი