ერთი უსინათლო გლახაკი დაჯდებოდა ხოლმე ეკლესიის კართან და მოწყალებას ითხოვდა. მარადჟამს ასე ლოცულობდა:
"უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ვითარცა გნებავს, შემიწყალე მე, სახიერო მეუფეო". ლოცულობდა მათთვისაც, ვინც მოწყალებას აძლევდა. შეგროვილი ფულის ნაწილს თავისთვის იტოვებდა, დანარჩენს კი სნეულ-გლახაკებსა და პატიმრებს უნაწილებდა. საღამოობით მიდიოდა თავის ბინაში, სადაც ერთი ძველი ჭილოფი ჰქონდა, ნახევარზე წამოწვებოდა, მეორე ნახევარს წაიფარებდა და მადლობას აღუვლენდა უფალს, ამბობდა: "გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, ჩემი ესოდენი განსვენებისთვის. რამეთუ რამდენი მდიდარი და დიდებულია სნეული, რამდენი საპყრობილეში ჩამწყვდეული შეუკრავთ ბორკილებით და არათუ ფეხზე წამოდგომა, გადაბრუნებაც კი არ შეუძლიათ, მე კი, უღირსი შენი ესოდენი მოწყალებისა, მინდა, ფეხს გავწევ, მინდა, აღვდგები და სადაც ვისურვებ, იქ წავალ. ამ ყოველივესთვის გმადლობ, უფალო, და გევედრები, ნუ დამსჯი სულით ხორცის ესოდენი განსვენებისათვის. დიდება შენდა, კაცთმოყვარეო ღმერთო!"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი