1935 წლის აღდგომის დღესასწაულზე, როცა წმინდა პავლეს მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი სერაფიმე გახლდათ, სავანის სამოცამდე მამა ეზოში გავიდა ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულო მსახურების დასაწყებად.
ამ სასიხარულო და ამაღლებულ ატმოსფეროში, "ქრისტე აღსდგას!" შეძახილების შემდეგ, იღუმენმა უთხრა ერთ უბრალო, მაგრამ მტკიცე რწმენის მქონე ბერიკაცს, მამა თომას:
- მამა თომა, ჩადი საძვალეში, სადაც მამათა ძვლები ასვენია და მათაც უთხარი, - ქრისტე აღსდგა!
- მაკურთხე, მამაო! - უპასუხა მამა თომამ და არც კი უფიქრია, გაიქცა და ორი-სამი ნახტომით საძვალეში აღმოჩნდა.
- იღუმენმა გამომგზავნა თქვენთან, რომ გითხრათ "ქრისტე აღსდგა", მამებო და ძმებო, ქრისტე აღსდგა! - შესძახა მამა თომამ.
მაშინ კი განსაცვიფრებელი რამ მოხდა. ძვლები შეირხნენ, ერთი თავის ქალა დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე აიწია და უპასუხა მამა თომას მილოცვაზე:
- ჭეშმარიტად აღსდგა უფალი!
ამის შემდეგ სრული სიმშვიდე ჩამოვარდა. მამა თომა უკან დაბრუნდა და მოუყვა ყველას ნანახ-გაგონილი.
ამ დღეს აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს, ორმაგად მადლობა შესწირეს მკვდრეთით აღმდგარ უფალს და დიდი გულისშემუსვრილებით იგალობეს აღდგომის საგალობელი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი