წმინდა იოანე ახალ ქოზიბელს (+1960), ერისკაცობაში ილიას, მშობლები ადრე დაეხოცა. მალე გამზრდელი ბებიაც გარდაეცვალა.
ერთხელ, აღდგომა დღეს, მთელი სოფელი სასაფლაოზე გავიდა, რათა გარდაცვლილი ახლობლებისთვისაც ეხარებინათ ბრწყინვალე აღდგომა. ხალხი მხიარულობდა, მხოლოდ პატარა ილია ტიროდა ბებიის საფლავთან, რომელიც სოფლის პატარა ეკლესიის გვერდით იყო დაკრძალული. უნუგეშოდ მწუხარე ბიჭს უეცრად ხმა მოესმა, რომელიც ზარივით რეკდა: "ნუ ტირი, შვილო, ნუ მწუხარებ, რამეთუ მე ვარ შენთან, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე". შეშინებული ბიჭი წამოხტა და მიმოიხედა, ცდილობდა, მიმხვდარიყო, საიდან მოდიოდა ხმა. უცებ შეამჩნია საკურთხევლის კედელზე გამოსახული მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ხატი, რომელიც თითქოს გაცოცხლებულიყო და უღიმოდა. ბიჭმა ტირილი შეწყვიტა და მის სულში სიმშვიდემ დაისადგურა. შემდგომ, როცა ზარის რეკვას გაიგონებდა, ეს ხილვა ახსენდებოდა და დიდ ნუგეშს ჰგვრიდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი