- როგორ ტოვებენ წუთისოფელს ჭეშმარიტი ქრისტიანენი, ღირსი მამანი? უკვე დიდი ხანია, რაც ისინი არაამსოფლისაგანნი არიან.
გონებით გადასახლებულან ღვთის სამყაროში, სადაც დრო არ არსებობს, სადაც მარადისობაა. საგულისხმოა სქემმონაზონ იეგუდიელ ბალაამელის გარდაცვალების ამბავი 1895 წელს. "ერთხელ ის მონასტრის საავადმყოფოში მოვიდა და ღიმილით მითხრა, - ჰყვება თვითმხილველი, - ძმაო პავლე, გაისარჯე ღვთის გულისთვის და მომიყვანე ჩემი მოძღვარი მამა მელქისედეკი, სულის გასვლის ლოცვა რომ წამიკითხოს... დროა, მოვკვდე.
- ახლავე, მამაო, - ვუთხარი. მალე მოვიდა დაბარებული მოძღვარიც.
- რაო, მამა იეგუდიელ, სიკვდილი გადაწყვიტე? - ჰკითხა მან ბერს.
- უკვე დროა, სხვა ცხოვრებაში გადავიდე. ილოცე ჩემთვის, მამაო, წამიკითხე სულის გასვლის ლოცვები.
- თუ გინდა, წაგიკითხავ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ კურთხევანის წამოღება დამავიწყდა. წავალ და მოვიტან.
- ამის გამო ნუ შეწუხდები, მამაო. შენ მარტო მაკურთხე და თვითონვე წავიკითხავ.
- თუUზეპირად იცი სულის გასვლის ლოცვები, მაშინ წაიკითხე, - მშვიდად უთხრა მოძღვარმა. ოლარი ჩაიცვა და ასამაღლებელი წარმოთქვა: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი".
მომაკვდავმა მოხუცმა მკაფიო ხმით წარმოთქვა ლოცვა ზეპირად, მთელი კანონი ღვთისმშობლისადმი, ყველაფერი, ვიდრე განტევების ლოცვამდე. მამა მელქისედეკმა განტევების ლოცვა წარმოთქვა. მამა იეგუდიელი დიდი მოკრძალებით ეამბორა პატიოსან ჯვარს და კურთხევა აიღო. მოძღვარი დაემშვიდობა და კეთილი აღსასრული უსურვა. მერე კი მითხრა, წინ ტაბურეტი დამიდგიო. დავუდგი, როგორც უნდოდა, ზედ ბალიშიც დავდე. მშვიდი სახით დაიხარა და ბალიშზე გულდაღმა დაწვა. ხომ არაფერი გინდათ-მეთქი. მაგრამ მას უჩუმრად დაეტოვებინა წუთისოფელი და უკეთეს სოფელში გაფრენილიყო. როგორც წმინდად და მშვიდად იცხოვრა, ასევე მიიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი