"XIX საუკუნის ათონელი მამები"
"XIX საუკუნის ათონელი მამები"
უფალმა დაინახა თქვენი კეთილი განზრახვა, აღსარებისას გაპატიათ ყველა ცოდვა
მამა პანტელეიმონისჩანაწერებიდან
(გაგრძელება)

"ჰაჯი გიორგის საძმოს ხელსაქმე ხატების ხატვაა, მაგრამ მოწაფეთა დიდი ნაწილი სხვადასხვა მძიმე სამუშაოს ეწევა. აქაური კლიმატი, ათონის სხვა ადგილებთან შედარებით, სამკურნალოა, რაც შეამჩნიეს კიდეც ადრინდელმა წარმართმა მწერლებმა, რადგანაც იქ მდებარე ქალაქის, აკროაფოსის, მცხოვრებნი დღეგრძელნი იყვნენ. ჰაჯი გიორგის ახალგაზრდა მოწაფეები ეხოცებიან. ყველა ამბობს, რომ ეს ნაადრევი გადასახლება მარადისობაში - მკაცრი თავშეკავებისა და უზომო შრომის ბრალია. ყველაზე ადრე კი მხატვრები იხოცებიან. ბერდიდი ამას ხედავს, მაგრამ მაინც არ ცვლის სრული მარხვის ტიპიკონს, თუმცა მისი შერბილება არაერთხელ სთხოვეს, ყოველ შემთხვევაში, ზეთიანი საკვების ნება მაინც მიეცა, მაგრამ არ დათანხმდა. მაშინ ღვინის სმის ნებართვა სთხოვეს, ბერდიდი მაინც არ დანებდა. ზოგიერთი სტუმარი იმდენად აამღვრევდა ხოლმე ბერდიდის მოწაფეებს მოძღვრის მოუდრეკლობაზე საჩივრებით, რომ ისინი, მამა გიორგიზე ზემოქმედების მიზნით, ჯგუფურად ტოვებდნენ იქაურობას, განსაკუთრებით მხატვრები, მაგრამ მაშინაც ბერდიდი შეუვალი იყო.

სამარხვო ტიპიკონისადმი აღშფოთება ბოლოს იმდენად საყოველთაო გახდა, რომ ლავრა ჩაერია და მოწაფეების მხარე დაიკავა. მაშინ ბერდიდი მოდრკა. უძლურთათვის ფუტკარი გაამრავლა, ვენახი გააშენა, კაკალს აღარ ყიდდა და ნიგვზით შეჭამანდს ანელებდნენ, ღვინოსა და თაფლს კი ძმებს განსაზღვრულ დღეებში ურიგებდნენ.

ისინი ძალზე მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რუსეთიდან უამრავი შეკვეთა მოსდით, მხატვართაგან მხოლოდ ერთი მღვდელმონაზონი, მინა წერს ძალზე კარგად ხატებს.

ბერდიდი გარეგნულად ძალზე უბრალოს და უმეცარსა ჰგავს, მაგრამ გასაუბრებისას ცხადად სჩანს მისი სიბრძნე, გამოცდილება და ღრმა განსწავლულობა.

ყოველგვარი მწუხარებისას, ყოველგვარ გაურკვეველ სიტუაციაში მასთან ჰპოვებ ნუგეშინისცემას.

ერთხელ მოძღვრის შეფუცვით შეკრულმა ეშმაკმა ჰაჯი-გიორგის უთხრა, ყველაზე მეტად ვცდილობ, მოწაფის მოძღვრისადმი მორჩილი ურთიერთობა დავარღვიო - მხოლოდ მაშინ აქვს ეშმაკს ხელმწიფება მოწაფეზეო. ეშმაკი ამას ქრისტეს ძალით იძულებული ამბობდა.

როცა ჰაჯი-გიორგი სხვების ხელმძღვანელი გახდა, გამოცხადება ჰქონდა: მორჩილი მონაზვნების გვერდით ანგელოზი იდგა და მას ყოველივე სასიკეთო საქმეს შთააგონებდა. აღძრავდა მათ ღვაწლისთვის, განამტკიცებდა ლოცვაში. ურჩებს კი ეშმაკი ყოველივე საპირისპიროს ასწავლიდა, ფიქრებს ურევდა.

ერთხელ ჰაჯი-გიორგის ერთი ინით შეღებილი ეშმაკეული თურქი მოუყვანეს, რომელსაც ბერდიდის ლოცვით ეშმაკი გაშორდა და მანამდე თავისთვის უცნობ ბერძნულ ენაზე დაიწყო საუბარი. მან ბერდიდთან სამი წელი იცხოვრა და სიკვდილის წინ უფლის გამოცხადების ღირსი შეიქმნა.

რუს მომლოცველთა ჩანაწერებიდან:

ხუთმა რუსმა მომლოცველმა 1979 წელს ჰაჯი-გიორგი მოინახულა კარეესთან ახლოს, წმინდა სტეფანეს მონასტერში. "ბერდიდი მამა გიორგი ჩვენ ჭეშმარიტად მამობრივი, აბრაამისებრი სიყვარულით შეგვეგება. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე ასეთი მხცოვანი ბერდიდის თავმდაბლობა. უბრალო სამოსი ეცვა: რუსული უხეში ტილოს თეთრი კაბა. ცოტას საუბრობს, მაგრამ მისი სიტყვები ღრმად იბეჭდება გულში, შთაბეჭდილებას ახდენს, სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე გაფიქრებს. ჩვენ, მწირებს, შემოგვთავაზეს დაწესებული: ჩაი, პური, თაფლი და ბექმეზი, მათ მიერვე ყურძნის წვენისგან მომზადებული სასმელი, რომელსაც არც სიმჟავე აქვს და არც სპირტი, ბერდიდმა ჩვენთან ერთად იტრაპეზა. ტრაპეზობისას გვარიგებდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, როგორც აქ, ათონზე, ასევე სოფელში დაბრუნებისას. გვარწმუნებდა, რომ პირველად გულწრფელად გვეღიარებინა ჩვენი ცოდვები მოძღვართან (მღვდელთან, რომელსაც აღსარების მიღების უფლება აქვს) და აქვე, ათონზე ვზიარებოდით წმინდა საიდუმლოს. ზიარების წინა მარხვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: აქ ყოველთვის დიდი მარხვაა. აღსარება ვთქვით რუს მოძღვართან, მამა გიორგის მოწაფე მღვდელ-მონაზონ ანტონთან.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, კარეესი, ათონის მთა

საღამოდან მოყოლებული, გადახდილ იქნა ღამისთევის ლოცვა, დილით კი, კვირა დღეს, ვეზიარეთ. ამის შემდეგ მამა ჰაჯი-გიორგიმ ამგვარად დაგვმოძღვრა: "იცოდეთ, შვილებო, რაც რამ აქამდე ცოდვები გქონდათ, დაბადებიდან მოყოლებული, უფალმა გაპატიათ ყველაფერი, თუ თქვენ კვლავ არ დაუბრუნდებით მათ. პირიქით, თუ ერთშიც კი შესცოდავთ, მაშინ ყველაფერში დამნაშავე იქნებით. თქვენ გადაწყვიტეთ, მიგეტოვებინათ სამშობლო, ახლობლები, დაგეთმინათ მწუხარება, რომელიც შეიძლება მგზავრობისას შეგხვედროდათ, მაგრამ ეს ყველაფერი სულიერი ცხონებისთვის გააკეთეთ. უფალმა დაინახა თქვენი კეთილი განზრახვა, აღსარებისას გაპატიათ ყველა ცოდვა. აი, ახლა თქვენ ათონის მწვერვალზე ახვალთ; იქ ორმოცჯერ მოიდრიკეთ მუხლი, იესოს ლოცვასთან ერთად და დაუტევეთ თქვენი ვნებიანი ჩვევები: თუ ვინმე თამბაქოს ხართ მიჩვეული - ამიერიდან დაუტევეთ ეს საზიზღარი ვნება. თუ ვინმე ზომაზე მეტ მაგარ სასმელს სვამთ, უფლის გამო, ვინც შენი ცხონებისთვის ნაღველი და ძმარი იხმია, ამიერიდან ნუღარ გაეკარებით. ეს და სხვა მრავალი ვნება, რომლითაც არ უნდა იყოთ შეპყრობილი, იქ, მთაზე, დაუტევეთ და მტკიცედ გადაწყვიტეთ თქვენს გულში, რომ ამ ცოდვებით აღარ განარისხებთ ღმერთს. ეს ყველაფერი შეასრულეთ და უფალი ყოველთვის თქვენთან იქნება. და როგორც კაცი კვლავ რაიმეთი შესცოდავ, დაუღონებლად, სასწრაფოდ წადი მოძღვართან, სინდისი აღსარებით განიწმინდე და ნუ დაელოდები ჩვეულებისამებრ აღსარებისთვის დადგენილ დროს, ისე როგორც ზოგიერთი უგუნური იქცევა. აი, სულ უბრალო მაგალითი: თეთრეული რომ დაგესვაროს, მაშინვე შეიცვლი და ჭუჭყიანის გარეცხვას ეცდები; სული ცოტათი ხომ მაინც ძვირფასია თეთრეულზე, შენ კი მას უყურადღებოდ, დაბინძურებულს ტოვებ მთელი წელი, ანდა უფრო მეტხანს, მცირედითაც არ ზრუნავ საკუთარი სულისთვის, რომელიც არა მარტო ჭუჭყიანია, ყარს კიდეც ცოდვის წყლულებისაგან.

ის კიდევ ბევრ რამეს გვასწავლიდა, როგორც წმინდა წერილიდან, ასევე მამათა ცხოვრებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან. ჩვენ კი სამი კვირის მანძილზე ვტკბებოდით მისი მადლმოსილი ქადაგებით, ბოლოს, მისგან მთელ ათონზე მოგზაურობის კურთხევა ავიღეთ და ვსთხოვეთ, ბერძნული ენის მცოდნე მეგზური გამოეყოლებინა".

ბერდიდ ნეოფიტე კარამანლისის გარდაცვალების მერე, 1860 წელს, მამა ჰაჯი-გიორგი ბერდიდი გახდა და 1873 წლამდე კერეესში მოღვაწეობდა, თანამოძმეებსა და მოწაფეებთან ერთად.

მამა გიორგიმ ძალზე ბევრი მოწაფე შემოიკრიბა - ყველა გლახაკი, საცოდავი და ავადმყოფი ბერდიდთან ჰპოვებდა გულთბილ თავშესაფარს, რამეთუ მისი უბრალო კელიის კარი არ იკეტებოდა, არც დღისით და არც ღამით; ყველა გაჭირვებულისთვის ღვიძლი მამა იყო. თვით თურქები მას "ბიზიმ ბაბას" ანუ "ჩვენს მამას" ეძახდნენ. ბერდიდი ბევრ ისეთ მეუდაბნოეს იცნობდა, რომ მათ შესახებ არაფერი გაეგონათ. ის მათ ყველაფრით ამარაგებდა.

თუ ვინმე მის ძმათაგან ავად გახდებოდა, მას ჩვეულებრივი წამლებით არასოდეს მკურნალობდნენ, არამედ ხშირად აზიარებდნენ წმინდა საიდუმლოს. ძალზე თუ მოუძლურდებოდნენ, მათ მიმართ ზეთისცხების საიდუმლოს ასრულებდნენ. როცა შესამჩნევი გახდებოდა, რომ სიკვდილის პირას იყვნენ, სქემა არ ჰქონდათ შემოსილი, მაშინვე სქემაში აღკვეცდნენ და მათთვის ლოცვას ჩაუღრმავდებოდნენ. ბერდიდმა ჰაჯი-გიორგიმ თავის მოწაფეთაგან ასზე მეტი კაცი საკუთარი ხელებით მაიბარა მიწას, ათონზე სხვადასხვა ადგილას და მათგან უმეტესად რუსები და ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც მოშურნე ღვაწლისას ათონის კლიმატის ცვლილებებს ვერ გაუძლეს.


ზოგიერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ბერდიდის მარხვის კანონს არღვევდა, მაგრამ ასეთები, თუ არ შეინანებდნენ და არ სურდათ ძველებურად მკაცრად ემარხულათ, ან თვითონ მიდიოდნენ, ანდა ბერდიდი ურჩევდა და აკურთხებდა, ისეთი ადგილი მოეძებნათ, სადაც უკეთ იგრძნობდნენ თავს. "წადი იქ, - ეუბნებოდა ბერდიდი, - სადაც ყველაფერს შემოგთავაზებენ და ნუ მოიწევ საკუთარ თავს ფარულად ჭამისთვის წყევას. წმინდა ბასილი დიდის ჰომოკანონში ნათქვამია: "ვინც განაქარვებს თავისი სულიერი მამის ტიპიკონს, დაე, წყეულ იქნენ როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის მერე!"

ისინი, ვინც ან უძლურების, ანდა მუცლის ავადმყოფობისთვის ბერდიდისგან მიდიოდნენ, სიკვდილის წინ აღიარებდნენ და დიდად სწუხდნენ, რომ მცირე ჟამს განსვენებისთვის უდიდესი სიკეთე დაჰკარგეს.

ასე დაემართა მონაზონ მიხეილსაც: ის ავად გახდა და დიდხანს არ არღვევდა მარხვას, ბოლოს, ვეღარ გაუძლო, ყოველგვარ საჭმელს სჭამდა და მკურნალობა სურდა. ბერდიდმა არ აკურთხა. მან არ დაუჯერა, სმირნაში წავიდა და იქ დაწვა საავადმყოფოში, სადაც როგორც აუცილებელს მისი ჯანმრთელობისათვის, ხორცის ბულიონს აჭმევდნენ. იწვა იქ რამდენიმე თვე, მაგრამ სნეულება უფრო გაურთულდა. სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მიხვდა თავის შეცდომას, ურჩობას, მწარედ ტიროდა და დახმარებისთვის თავის ბერდიდს მოუხმობდა. მას ბევრი თანაუგრძნობდა და კითხულობდა, - ვის ეძახისო. როცა შეიტყვეს, ათონელი მონაზონია და თავის სულიერ მოძღვარს უხმობსო, ისე იმოქმედა ზოგიერთებზე, რომ შემდგომში სოფელი დაუტევეს და ათონზე წავიდნენ. ეს ამბავი მათი მონათხრობია.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat