მამა საბა ათონელი (+1821), წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის აღმშენებელი, ოთხი წელი კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა და შესაწირს აგროვებდა.
ამ პერიოდში მრავალი ქრისტიანის ოჯახი გაიცნო. ერთ ოჯახში მოუყვნენ ნათესავზე, ახალგაზრდა ვაჭარზე, რომელმაც ჰარამხანის მეთვალყურენი გაიცნო და სულთნის ხარჭებს სხვადასხვა საქონელს უზიდავდა. ზოგიერთთან ხორციელი კავშირიც ჰქონდა და ყოველდღე სტუმრობდა ჰარამხანას. ეს რომ სულთანმა გაიგოს, ნაკუწ-ნაკუწ აქცევენო, - წუხდნენ ვაჟის ახლობლები. ამიტომაც სთხოვეს ღირს მამას, ვაჭარი სულიერად განეკურნა. ბევრი რამ უქადაგა მამა საბამ ახალგაზრდას, მაგრამ მას ვნებათა დათმობა ეძნელებოდა. მისი სიჯიუტე რომ ნახა, ბერმა ასეთი რამ შესთავაზა: მოდი, ერთი დღე ნუ წახვალ ჰარამხანაში, იმარხულე, მე ცოდვათაგან გაგხსნი, მოგიტევებ, გაზიარებ და მერე თუ გინდა წადიო. ვაჭარს შერცხვა ნათესავების, წმინდა მამის და დათანხმდა. ერთი დღე იმარხულა, მეორე დღეს ცოდვანი მიუტევეს და უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარა. ერთად იტრაპეზეს კიდეც. ამ დროს მამა საბამ შეაპარა ვაჭარს, დღესაც თუ იმარხულებდი და ჰარამხანაში არ წახვიდოდი, ხვალ გაზიარებდიო. ვაჭარი დათანხმდა და მეორე დღესაც ეზიარა. ბერის რჩევით, ვაჭარი მესამე დღესაც არ წასულა, ეტყობა, იმოქმედა ბერის ცხოველმა სარწმუნოებამ, ნათესავების ლოცვამ. ცოდვილს ნელ-ნელა გული მოულბა, განუგრილდა სიძვის მიმართ. ამგვარად, ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა და ეზიარებოდა. დასასრულს ბერმა უთხრა: ახლა უკვე საკმარისია. გნებავს, წადი, მე აღარ გაკავებო. მაგრამ ამ ვაჟის სულში უკვე ფერისცვალება მომხდარიყო. "არა, მამაო, - უთხრა მან ბერს, - ნაკუწებადაც რომ მაქციონ, არაფრის გულისთვის არ წავალ იქ, სადაც ადრე ასე ვისწრაფოდიო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი