"ხედავ, რა მშვენიერია ეს ბრძოლა"
"ხედავ, რა მშვენიერია ეს ბრძოლა"
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი მეათე. გულისთქმებთან ბრძოლა
(გაგრძელება)

იმ დროს ჩვენი ხელსაქმე ხეზე კვეთა იყო - ჯვრებს ვაკეთებდით. შემდეგ ისინი მამა ათანასეს მონასტერში მიჰქონდა, იქიდან კი პროდუქტებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს ეზიდებოდა. ერთხელ, სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღეს, იქიდან დაბრუნებულმა, გემბანზე ორცხობილა, პომიდორი და ყურძენი გადმოტვირთა.

- თოფრები მოიკიდეთ და გზას გავუდგეთ, თორემ ყველაფერს თაგვები შეჭამენ, - გვითხრა ბერდიდმა.

გულისთქმებმა ჭიანჭველებივით დამირბინა: "ასეთი დღე წინ და უკან სირბილში უნდა გაატარო?! მერჩივნა, დღეს მშვიდად ვყოფილიყავი, მეკითხა, სკვნილზე მელოცა". გულისთქმას ვუპასუხე: "იწრო და საჭირველ არს გზა. მორჩილება ყველაზე უმეტესია. მივედი "არა რაითა ვყო ნებაი ჩემი, არამედ ნებაი მომავლინებლისა ჩემისასა" (იოანე 6, 38). გულისთქმების ტვირთი ზურგზე მოკიდებულ ტვირთზე მძიმე იყო. მათ შემაწუხეს - ხოლო მე ფიქრით ვპასუხობდი: "როგორც კი ბერდიდთან მივალ, თქვენზე ყველაფერს მოვუყვები!" კარი შევაღე თუ არა - გულისთქმები გაქრა! ბერდიდმა გვითხრა, - დასხედით!

მაგრამ გაოფლილი კაბები უნდა გაგვეწურა.

- ტანსაცმელი გამოიცვალეთ, ჭამეთ და დაიძინეთ, ხვალ სულთმოფენობის დღესასწაულია და ლიტურგია გვექნება.

ცოტა ამოვისუნთქეთ, პური შევჭამეთ. "საცთურო, უნდა დაგსაჯო!" - გავიფიქრე. ბერდიდის ცალკე ნახვა ვერ მოვასწარი, რადგან მან დასასვენებლად წასვლა გვიბრძანა. მე ტომარა ქვებით ავავსე და ვთქვი: "აი, ჩემი სასჯელიც, რადგან ასეთ ამაღლებულ დღეს მუშაობა არ გინდოდა!" - და მასზე დავწექი დასაძინებლად. "ქრისტემ ჯვარზე უფრო საშინელი ტანჯვა დაითმინა", - ვეუბნებოდი საკუთარ თავს. თუმცა ეს დიდი ვერაფერი საქმე იყო, მაგრამ ღმერთმა ამ თვითნებობის გამო დამაჯილდოვა.

დავიძინე. ვაკე ვიხილე. ჩემს მარჯვნივ მამა იოსებ უმცროსი იდგა, მარცხნივ - მამა არსენი. კიდევ მარცხნივ მწვანეში ჩაფლული ბორცვის წვერზეც ბერდიდი იდგა. მან თქვა:

- ახლა კონსტანტინე დიდი ჩამოივლის. თაყვანი ეცით, რათა მისგან კურთხევა ავიღოთ.

"მაკურთხე, მამაო", - ჟესტით ვუპასუხე. როცა წმინდა კონსტანტინემ ჩაიარა, მისთვის შეხედვა ვერ გავბედე და მუხლი მოვუყარე. არ ვიცი, ძმა როგორ მოიქცა. როცა წამოვდექი, კონსტანტინე დიდის ნაცვლად ყრმა ქრისტე დავინახე, ის დაიხარა, გამიღიმა, მომეხვია და გაიქცა. ჰოი, რა დიდმა სიხარულმა შემიპყრო!

გახარებულს გამეღიმა. წავედი ბერდიდთან და მოვუყევი, რაც ვნახე. მკითხა, - როგორი გულისთქმები გქონდა დღისითო. მოვუყევი, თუ როგორ მოვიგერიე ისინი და შედეგად რაც მივიღე.

- ღმერთი თავის მონებს ამგვარად ანუგეშებს, როცა ისინი რაიმე ღვაწლს ეწევიან, მაგრამ ქვებზე ნუღარ დაიძინებ, - მითხრა ბერდიდმა.

ამგვარ შემთხვევაში აუცილებელია გამოცდილი დამრიგებელი გყავდეს, ხილვა ხომ შესაძლოა ხიბლი იყოს და ბოროტება. ამ შემთხვევაში კი ჯილდო იყო მოთმინებისათვის.

ჩვენ ზღვის ზემოთ, მაღლა ვცხოვრობდით. ზოგჯერ, ქვემოთ, მენავე, რომელიც ფოსტალიონი გახლდათ, დაიყვირებდა: - მამა არსენი!

ეს ნიშნავდა, წერილი მოგიტანეთო, ან ვინმე მოგიყვანეთო. ჩვენ ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით.

- პატარავ, მოიკიდე თოფრა და ჩაირბინე, - მეტყოდა ბერდიდი. ავიღებდი თოფრას, კვერთხს და ათ წუთში უკვე ზღვასთან ვიყავი.

ზოგჯერ მამა არსენი კარგად ვერ გაარჩევდა და ცდებოდა. ყვიროდნენ: "მამა არტემი!" - ჩავიდოდი და მეტყოდნენ, რომ მამა არსენს კი არა, მამა არტემს ეძახდნენ. გულისთქმები ჩემს ამღვრევას ცდილობდნენ, - ხედავ, მამა არტემს ცუდად ესმის და ბერდიდს ეუბნება, რომ ნავსადგომთან ჩახვიდეო.

ვპასუხობდი: "სულელი ხარ, ეშმაკო! რას ყბედობ? ახლა ხომ უფრო მსუბუქად ავალ. მამა არსენი რომ ეხმოთ, ახლა ტვირთის თრევა მომიწევდა. ეს არ სჯობს? თანაც აქ ჩამოსვლით მორჩილება შევასრულე. უფალმა გიშველოს შენ, მამა არსენ! მე რომ ამით არაფერი წამიგია. პირიქით, მორჩილების შესრულებით ჯილდო მივიღე".

ასე დავუხშე პირი ეშმაკს, რომელიც ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, რომ მამა არსენის საწინააღმდეგო გულისთქმებით ავემღვრიე.

ერთხელ ხორციელი ვნებები და არაწმინდა გულისთქმები დამეძგერნენ. ღვთის მადლით, ერში ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და წარმოდგენა არ მქონდა. სიყრმიდანვე ღვთის გზაზე ვიდექი, დედაჩემთან და მოძღვართან ერთად ვიღვწოდი, ვმარხულობდი, ასკეტურად ცხოვრებას ვცდილობდი. არავითარი ხორციელი ბრძოლები არ მქონია აქამდე. მაგრამ ახლა ეშმაკმა ხან ერთი გულისთქმით ამაღელვა, ხანაც მეორით. ასე ხომ? წავედი ბერდიდთან.

- მამაო, რა ვქნა?

- რა უნდა ქნა, შვილო? დასცხე ამ ფანტაზიას. დასცხე და თუ გაძლიერდება, უფრო დასცხე. საკუთარი ხორცი უნდა მოკლა, რომ სული გადარჩეს. ხორციელ გულისთქმებს ჯოხით წინაღუდექი. ბალიშის ქვეშ ჯოხი გედოს და როგორც კი ხორციელი გულისთქმები შემოგიტევს - ჯოხით გატყიპე! თუ პირისპირ ამგვარად შევეწინააღმდეგებით მხეცს, მაშინ ხორცი სულს დაემორჩილება. მაშინ ადამიანში ნელ-ნელა გაყვავილდება და კეთილსურნელებას გამოსცემს უბიწოება და სიწმინდე. ამას კი დიდი კადნიერება აქვს ღვთის წინაშე.

- აჰა, აი, როგორ უნდა ამგვარი ბრძოლა!

მეც შევუდექი. თუ ომია, ომი იყოს! როგორც კი საქმე სერიოზულ ხასიათს იღებდა - აჰა შენ, აჰა შენ, მიიღე რაც გეკუთვნის. მერე უკვე ეს გულისთქმა ან ძილის წინ, ანდა უკვე ძილის დროს მომდიოდა. ბერდიდის დარიგებისაებრ, ჯოხი ბალიშის ქვეშ მედო და მათ კარგი საბეგველებით შეირაღებული ვხვდებოდი. ამის მერე საწოლს ერთგვარი კეთილსურნელება ასდიოდა. არაამსოფლური კეთილსურნელება, არამედ სრულიად სხვაგვარი. რა იყო ეს? ეს გახლდათ გულისთქმებთან ბრძოლით წარმოშობილი სიწმინდის კეთილსურნელება, რომელიც სულს მივსებდა. ეს გულისთქმები მოდიოდა, რა თქმა უნდა, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისგან. მაგრამ ღმერთი ხედავდა ამას, თუ როგორ ვებრძოდი მათ, რომელიც იქამდე მიდიოდა, რომ თავს ვიცემდი. ამგვარად ვიძენდი გამოცდილებას და ვრწმუნდებოდი ბერდიდის სიმართლეში, როცა ის გვიყვებოდა, თუ რა ხდებოდა ვნებებთან სწორი და მხნე ბრძოლის მერე. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ხედავ, რა მშვენიერია ეს ბრძოლა".

ასე ვისწავლეთ ბერდიდისგან, რომ განსაცდელის ჟამს უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, და როცა გაწვებიან, უკან არ დაიხიო. ბერდიდი გვასწავლიდა:

- შეეწინაღმდეგე და ვნება უკან დაიხევს იმიტომ, რომ ის, რაც შენ გებრძვის, ეშმაკია. მას აქვს რაღაც ძალა და ღმერთმა მისცა ერთგვარი ნება, რომ შენ გარკვეულ დონემდე გებრძოლოს. როგორც კი მიაღწევს ღვთისგან მისთვის დადებულ საზღვარს და ყველა ხერხს გამოიყენებს, რისი ნებაც მიეცა, ასე თუ ისე უკან დაიხევს. და რა იქნება მერე? გვირგვინს მოიგებ. ასე გაიმარჯვებ.

გულისთქმები უნდა მოვიდეს. მე ისევე, როგორც ყველა სხვა მოსაგრეს, მინდოდა თუ არა, მათი თავდასხმა უნდა განმეცადა. ისინი მოდიან, როგორც წესი, ღვთის განგებულებით, რადგან ღმერთს უნდა, გულისთქმების საშუალებით ბრძოლის გამოცდილება შევიძინოთ. ამის შესახებაა თქმული ძველი აღთქმის წმინდა წერილში, მოსე წინასწარმეტყველის ისტორიაში. მან ღვთის ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა და აღთქმული მიწისკენ მიჰყავდა, მაგრამ ღმერთმა ისრაელის ძეთა განსწავლისათვის არ გაანადგურა მათი ზოგიერთი მტერი. ასევე ტოვებს ღმერთი გარკვეულ ვნებებს, ძლიერსა და სუსტს, რათა ადამიანებს ეშმაკების წინააღმდეგ ბრძოლა ასწავლოს.

მე ხან ერთი ვნება დამეტაკებოდა, ხან მეორე, ხანაც მესამე. თუ თავდასხმა შეწყდებოდა და რამდენიმე დღე მშვიდად ვიყავი, ვხედავდი, რომ სულიერად ვერ ვიზრდებოდი. ისევ იმ დონეზე ვრჩებოდი, რასაც ამ ბრძოლით მივაღწიე. ხდება ხოლმე, რომ დამშვიდებულ ზღვაში ნაგავს ყრიან. ერთი ბოთლს, მეორე ქაღალდს, სხვა კი სხვა რამეს. და თუ შტორმი არ ამოიჭრა, ზღვა არ განიწმინდება. აი, ასე, როცა ვხედავდი, ყველაფერი წესრიგში მქონდა, ვყვიროდი: "ომი მინდა! ნეტავ რაიმე ბრძოლა დაიწყოს, თორემ ჩემი საქმე ცუდად იქნება". და აი, ისიც! ომი იწყებოდა. ბრძოლა! როგორც კი ბრძოლა უკან იხევდა, გადმოდიოდა ღვთის მადლი.

ჩვენ ბრძოლა გვქონდა ნამდვილ უდაბნოს ეშმაკებთან, ბერდიდი გვეუბნებოდა, რომ როცა ერში (სოფელში) მღვდელი ეშმაკეულისგან ეშმაკს განდევნის, მას უდაბნოს გაუვალ და უკაცურ ადგილებში გზავნის. ისინიც მოდიან აქ და ბრძოლებს მართავენ. და ჩვენ ვხედავთ, რამხელა ძალა და სიმტკიცე აქვთ მათ. ბერდიდი ჩვენს მოსვლამდე დიდ ბრძოლაში იყო. ეშმაკები მარხვითა და ლოცვით განდევნა. გვეტყოდა ხოლმე, - თქვენ ეს ადგილი განწმენდილი დაგხვდათ, ეშმაკებს აქ თავისუფლად აღარ შეეძლოთ დასახლებაო. ამით გვეუბნებოდა, აქ ადრე რომ მოსულიყავით, დარჩენას ვერ შეძლებდითო, მით უმეტეს, რომ ეშაკები ზოგჯერ გრძნობადი, ხილული სახითაც გვესხმოდნენ თავს.

ერთხელ გრიპი შემეყარა. მაშინ ჩემ გვერდით ერთი მადლმოსილი ბერიკაცი, მამა თეოფილაქტე ცხოვრობდა. მოვიდა და მითხრა:

- მამაო, ბერდიდთან მივდივარ. ხომ არაფერი გჭირდება?

- არაფერი. ჩემგან თაყვანისცემა გადაეცით. უთხარით, რომ ავად ვარ და მისვლა არ შემიძლიან.

- მაშინ წავედი.

- წადი.

მეორე გვერდზე გადავბრუნდი დასაძინებლად, ამასთან იესოს ლოცვას ვკითხულოდი. მამა თეოფილქტე წავიდა. რამდენიმე წუთის მერე კარებთან თითქოს ვიღაცამ ლოცვა თქვა.

- მამაო თეოფილაქტე, შენ ამბობ ლოცვებს?

ვიფიქრე, ალბათ ჯერ არ წასულა ბერდიდთან-მეთქი. მაგრამ, ეს მამა თეოფილაქტე კი არა, ეშმაკი იყო. "ბუტ-ბუტ-ბუტ" - ბუტბუტებდა კარს იქით, რათა მოვეტყუებინე, თითქოსდა მამა თეოფილაქტე ლოცულობდა ეზოში. დავუყვირე:

- მამაო! მანდ შენ ლოცულობ? ჯერ კიდევ არ წასულხარ ბერდიდთან?

მაშინ კარები გაიღო, ეშმაკი შემოვიდა, მეცა ბრჭყალებით. მხოლოდ მაშინ მივხვდი, ვინც იყო, შემობრუნება და მისი შეპყრობა მოვინდომე. ბრჭყალები ფერდში ჩამარჭო და მაშინ - ჰოპ! გონს მოვედი. ბ-უ-ტ, - ამას ეშმაკი ამბობდა! აი, ასეთი ბრძოლების მართვა გვიწევდა.

კელიაში ჩემ გარდა არავინ იყო და სწორედ მაშინ მოვიდა ეშმაკი, რათა ჩემთვის ლოცვის გამო სამაგიერო გადაეხადა. უნდოდა, ლოცვა შემეწყვიტა. ეშმაკები ლოცვას ვერ უძლებენ, რადგანაც ქრისტემ თქვა, რომ ნათესავი ეშმაკთა ლოცვით და მარხვით განიდევნება (შდრ მარკ., 9,29).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat