ეს მოხდა 1964 წლის 19 ოქტომბერს, ძველი სტილით. საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობდა წმინდა იოანე კრონშტადტელის კანონიზებას.
მღვდელმთავარ წმინდა იოანე მაქსიმოვიჩს ძალზე უყვარდა თავისი სეხნია, დიდი წვლილიც შეიტანა მის წმინდანად შერაცხვაში. ამ დღეს ლათინები აღნიშნავენ ყველა წმინდანის დღეს, ცრურწმენით, ბნელი ძალები - თავიანთ დღესასწაულს. ამერიკაში ამ "ჰელოუინმა" საბაბი მისცა ერთი ტრადიციის დამკვიდრებას - ბავშვები ჭინკების ნიღბებით დადიან და ერთობიან. რუს ემიგრანტთა ნაწილმა გადაწყვიტა, ამ საღამოს ჰელოუინის მასკარადი გაემართა. ამ დროს იქვე, სან-ფრანცისკოში, წმინდა იოანე კრონშტადტელისადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო მწუხრის ლოცვა ტარდებოდა. ტაძარი ნახევრად ცარიელი იყო. დამწუხრდა წმინდა იოანე. ლოცვის შემდეგ აუყვა საფეხურებს და შევიდა იმ დარბაზში, სადაც ახალგაზრდები, მისი სულიერი შვილები, ილხენდნენ. დარბაზი განცვიფრებისგან გაშეშდა, შეწყდა მუსიკაც. მეუფემ მდუმარედ შეხედა დამუნჯებულ საზოგადოებას და სკვნილით ხელში შემოიარა დარბაზი. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თუმცა აღარც იყო საჭირო. მისმა შემოხედვამ მოუწყლა სინდისი ქრისტიანებს. მეუფე მდუმარედ გავიდა დარბაზიდან, მეორე დღეს კი ტაძარში მეხივით გრგვინავდა, ამხილებდა სულიერი შვილების ფარისევლობას და მოუწოდებდა ყველას ქრისტიანული, კეთილკრძალული ცხოვრებისაკენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი