წმინდა ბარსანოფი ოპტელი ყვებოდა: ერთ პეტერბურგელ მღვდელს რომელიღაც მინისტრმა შესჩივლა: რა ვქნა, მამაო, ცილს მწამებენ მეფესთან, სამსახურიდან წასვლას მაიძულებენო.
მოძღვარმა ურჩია: ილოცე მათთვის, არა მარტო შინ, ეკლესიაში, წირვისასაც მოიხსენიე, დაე, კვეთისას მათ სახელზე ნაწილი ამოიღონ სეფისკვერიდანო.
- მერე ეს რას უშველის, მამაო? - გაუკვირდა მინისტრს.
- აი, ნახავ... სეფისკვერიდან ამოკვეთილი თითოეული ნაწილი ხომ ადამიანის სულს განასახიერებს. მათ ვუშვებთ ბარძიმში და უფლის სისხლით იფარება, ამიტომაც ყველა შენი მტერი მოიხსენიე წირვისას.
გავიდა ერთი თვე. გახარებული მინისტრი მოძღვარს ჩაუვარდა მუხლებში და მადლობა გადაუხადა: - მამაო, სასწაული მოხდა, მათი წირვაში მოხსენიების შემდეგ ჩემი ძველი მტრები არა თუ აღარ მმტრობენ, პატივისცემით და სიყვარულით მეპყრობიან და ცილისწამების ნაცვლად განმადიდებენ კიდეცო.
წმინდა ბარსანოფი გვასწავლის: მიუტევე შეურაცხმყოფელს და ეს სულიერი მოწყალების გაცემაში ჩაგეთვლება. თუ არ შეგიძლია, ძალა არ გყოფნის, სთხოვე ღმერთს ამგვარად: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი და დამეხმარე, შევძლო პატიება. არ მოგწყინდეს ლოცვა და შეძლებ მიტევებას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი