ეს ამბავი ცნობილ სექტოლოგს ალექსანდრე დვორკინს მოუყვა გრიგორიატის მონასტრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ.
მან ჩაიბარა ბოლო აღსარება ვინმე მღვდლისა, რომელიც ერთ ბერძნულ ქალაქში ცხოვრობდა. მღვდელს ორი შვილი ჰყავდა და მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო - ვაჟი უფროსი გახლდათ, გოგონა კი უმცროსი. ვაჟი ათენში სასწავლებლად წავიდა და იქ მოკლეს. მისი გვამი უდაბურ ადგილას იპოვეს. ეტყობოდა, რომ ცემით მოეკლათ. თუმცა მღვდლის შვილი ძალზე წესიერი და ეკლესიური ყმაწვილი იყო, მას მკერდზე ჯვარი ვერ უნახეს და ეს ამბავი გულს უკლავდა მამას. მკვლელი მაშინ ვერ იპოვეს.
გავიდა დრო, მღვდლის ქალიშვილს საქმრო გამოუჩნდა. ვაჟი ასაკით უფროსი იყო, საცოლის ოჯახში გულთბილად მიიღეს. იმ დროს უკვე დაქვრივებულ მღვდელს სასიძო მოსწონდა კიდეც, მაგრამ ვაჟი ქალიშვილის ხელის თხოვას არ ჩქარობდა. როცა ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვარდათ, ვაჟმა სასიმამროს აღსარების მიღება სთხოვა. მღვდელი დათანხმდა. სასიძომ აღიარა, თქვენი ქალიშვილი მიყვარს, მაგრამ ამ ოჯახის ღირსი არ ვარ, მკვლელი ვარო.
თურმე ყმაწვილი დიდი ხნის წინ ცუდ წრეში მოხვდა. ერთხელ ათენში, ღამით, ერთ ბიჭს გადაეკიდნენ და სასიკვდილოდ სცემეს, მან კი, ბანდის ყველაზე უმცროსმა წევრმა, მომაკვდავს გულიდან ოქროს ჯვარი ააგლიჯა, რომელსაც დღემდე ატარებს. ვაჟმა მღვდელს ჯვარი გაუწოდა, მან თავისი გარდაცვლილი ვაჟის ნათლობის ჯვარი იცნო. მოძღვარს ეგონა, ფეხებქვეშ მიწა გამოეცალა, თავი შეიკავა, ილოცა და ღმერთს გაძლიერება შესთხოვა. ვაჟი კი განაგრძობდა: "ხედავთ, როგორი ღვთისაგან განგდებული კაცი ვარ, არ შეიძლება თქვენი ქალიშვილის ქმარი გავხდე და შემოვიდე თქვენს ოჯახში. შემინდეთ". მღვდელმა უპასუხა: "მე როგორ შემიძლია არ მიგიღო ოჯახში, როცა თვით ღმერთმა მიიღო შენი სინანული და განგიღო თავისი სასუფევლის კარები".
გადაიხადეს ქორწილი, მღვდელმა ვაჟიშვილის სურათები გადამალა, რათა სიძეს თვალში არ მოხვედროდა. ეს საიდუმლო ვერავინ შეიტყო. მღვდელმა სიკვდილის წინ აღსარებაში მხოლოდ მამა გიორგის გაანდო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი