ერთ ბერს დიდად ცოდვილად მიაჩნდა თავი და განუწყვეტლივ ლოცულობდა: "ვიცი, უფალო, რომ არა ვარ ღირსი ცოდვათა მიტევებისა, რამეთუ შევცოდე შენ წინაშე
მრავალგზის, მაგრამ მივენდობი შენს მოწყალებას, გევედრები, შემინდე, და თუ ეს შეუძლებელია, დამსაჯე აქვე, რათა საიქიოში საუკუნო სატანჯველს ავცდეო". ერთხელ ლოცვით დაღლილს მიეძინა. ძილში მაცხოვარი წარმოუდგა და ტკბილი ხმით ჰკითხა: "რა გჭირს, კაცო, რატომ ტირი ასე მწარედ?" "დავეცი, უფალო!" - მიუგო ბერმა. "მაშ, წამოდექი!" - უთხრა უფალმა. "არ ძალმიძს, უფალო! - შესჩივლა ბერმა, - უკეთუ არ მომცე ხელი შენი წმინდა". მაცხოვარმა ხელი გაუწოდა და წამოაყენა, მაგრამ ის მაინც ტიროდა. "ახლა რაღად მწუხარებ?" - შეეკითხა უფალი. "როგორ არ ვიტირო, ღმერთო, როცა მრავალგზის შეგაწუხეო!" - შეჰღაღადა ბერმა. მაშინ მაცხოვარმა თავზე დაადო ხელი, დალოცა და უთხრა: "ნუღარ იტირებ, რამეთუ მე შეგეწევი შენ. აწ, ვინაიდან მწუხარე ხარ ჩემი შიშისთვის, შენ გამო აღარა ვწუხვარ. განა არ იცი, რომ ჩემ მიერ შექმნილთათვის გავწირე თავი ჩემი და სისხლი ჩემი? როგორ არ მეყვარება მონანული სული?!"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი