მწყემსი ყოველთვის უნდა ფხიზლობდეს, მაშინაც კი, როცა ისვენებს
28.03.2013
ერთ დროს ათონზე ყარაყალის მონასტრის იღუმენი გახლდათ მამა კონდრატე (+1940), მშვენება იმდროინდელი მონაზვნობისა.
ნატრაპეზებს, შუადღისას, როცა სხვები ისვენებდნენ, თავის კელიაში არ მიდიოდა. ჩამოჯდებოდა ეზოში სკამზე, დაეყრდნობოდა კვერთხს და გონიერ ლოცვას მიეცემოდა ან სათვალეს გაიკეთებდა და წმინდანთა ცხოვრებას კითხულობდა. ხშირად უკითხავთ, - რას აკეთებ აქ, მამაოო. მძინავს, შვილოო, - პასუხობდა. სკამზე გძინავთ? - ჰო, მწყემსი ყოველთვის უნდა ფხიზლობდეს, შვილო. მაშინაც კი, როცა ისვენებს, თავის კვერთხზე უნდა ეძინოსო. გრძნობდა იღუმენობის პასუხისმგებლობას - დაეცვა მიბარებულ ცხოვართა სულები და ამისთვის ძილის დროსაც კი აფხიზლებდა საკუთარ გულს.