ათონზე, წმინდა პავლეს მონასტრის სასნეულოში, ავადმყოფ მამებს ერთი უბრალო ბერი უვლიდა, მამა გრიგოლი. მას 1980 წელს მამა პაისისთვის მოუყოლია ერთი ამბავი:
ოცდაათი წლის წინ ერთმა ძმამ ყურძენი მისცა, მან კი ავადმყოფ ბერებს გაუნაწილა. ერთი მამა, გახარებული იმით, რომ იმ წელს პირველად ჭამა ყურძენი, გაიძახოდა: ღმერთმა სამოთხე მოგცესო. მან კი თავისი უბრალოებით ხუმრობით უთხრა; "ჭამე, მამაო, ყურძენი. სამოთხე და ჯოჯოხეთი აქვე, მიწაზეაო". იმავე ღამეს საშინელი რამ ესიზმრა: ხედავს ცეცხლის ზღვას, იქვე კი მშვენიერი ყურეა, ზედ აღმართული ბროლის კოშკებით. ნაპირზე დაინახა ვინმე დარბაისელი, ნათლით მოსილი, მატყლივით თეთრწვერა კაცი. იქვე შეამჩნია სამი წლის წინ გარდაცვლილი ბერიც. ჰკითხა: ვისია ეს სასახლეები და ვინ არის ეს დარბაისელი ბერიკაციო. მან უპასუხა: "ესაა აბრაამი, ხოლო მშვენიერი ყურე "აბრაამის წიაღია" ("წიაღი" და "ყურე" ბერძნულ ენაში ომონიმებია, - კ.კ.), სადაც მართალთა სულები განისვენებენო". ძმის ნათქვამი მამა აბრაამმა გაიგო და მკაცრად უთხრა: წადი სასწრაფოდ აქედან, შენი ადგილი აქ არ არისო. გრიგოლი მობრუნდა და გაცლას აპირებდა. უეცრად იგრძნო, რომ ცეცხლის ზღვიდან ამოვარდა ალი და ფეხზე შემოეჭდო. ტკივილისაგან გამოეღვიძა და რას ხედავს - ძილში დამწვარი ფეხი ბებერებით და დამწვრობებით აქვს დაფარული. ოცი დღე სტკიოდა, სანამ სხვადასხვა სალბუნით ჭრილობები არ მოიშუშა. მოინანია თავისი ნათქვამი და ამის შემდეგ ფხიზლად არჩევდა სიტყვას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი