მერეს დედათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა მატომ, შეიტყო, რომ მისი სავანის გაქურდვას აპირებდნენ, დღისითვე განამზადა პური
და ღამით შემოპარულ ქურდებს კართან შეეგება. "შვილებო, - უთხრა გზააბნეულ კრავებს, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გიბრძანებთ, არა მავნოთ რა; მოდით და ჭამეთ პური, რომელიც თქვენთვის მოვამზადე". ქურდების მეთაურს სიცილად არ ეყო მისი სიტყვები და განიზრახა, ბერისთვის ყველაფერი წაერთმია. ღირსმა მამამ მრისხანედ მიმართა: "ვევედრები ღვთისმშობელს, დაგსაჯოს კადნიერებისთვის!" - და მეყსეულად ბოროტი სული შევიდა მასში. ქურდი მიწაზე დაეცა და გორავდა. მისი თანამზრახველნი ტირილით მუხლებში ჩაუცვივდნენ წმინდა მამას და სთხოვეს, განეკურნა ეშმაკეული. მამა მატომ ჯვარი გარდასახა სნეულს და უთხრა: "განგკურნებს შენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!" ეშმაკი უმალვე დაეხსნა ცოდვილს. "საწყალობელო, - სიბრალულით მიმართა მას ღირსმა მატომ, - რატომ გამოუძეხი ამათ ჩემდა საბოროტოდ!" - ქურდები სუფრასთან მიიწვია, გაუმასპინძლდა და სულით აღშენებულნი მშვიდობით განუტევა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი