ეს ამბავი გლინის უდაბნოში მოხდა: ერთი ბერი სულიერმა ძმამ ძალზე შეურაცხყო. ბერმა იფიქრა:
ჩემი ძმა არ არის დამნაშავე. ეს ეშმაკმა აღძრა, ასე მოქცეულიყოო და მისთვის ლოცვა დაიწყო. ევედრებოდა უფალს, მიეცა ძალა, არ განრისხებულიყო და ეპატიებინა მისთვის. დიდხანს ლოცულობდა. განსაკუთრებული გულმხურვალებით ილოცა თავისი ანგელოზის ხსენების წინაღამეს, რადგან შემაწუხებელი ძმის მფარველიც იგივე წმინდანი იყო. როცა მეორე დღეს წირვიდან სენაკში მიბრუნდა, მივიდა მასთან ის ძმა, თბილი, ახალგამომცხვარი ფუნთუშა მიუტანა, მოუდრიკა მუხლი და უთხრა: - ვხედავდი, მამაო, რომ მახსენებდი და ლოცულობდი ჩემთვის, ღვთის გულისათვის, შემინდეო და ბერს გონზე მოსვლაც არ აცალა, ისე გავიდა სენაკიდან. ბერი ჩაის დალევას აპირებდა. ფუნთუშა ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა, იმ ძმასთან ერთად შექცეოდა. მივიდა, დაუკაკუნა კარზე. გამოვიდა ძმა და ალმაცერად შეხედა. ბერმა მადლობა გადაუხადა ფუნთუშისთვის. ძმამ მიუგო: დღეს საერთოდ არ მინახიხარ, რა ფუნთუშა, რის ფუნთუშა, მისი მოტანა არც მიფიქრიაო. მაგრამ პური ხომ ნამდვილად ბერს ხელში ეჭირა! ამან დაარწმუნა ორივე, რომ ღმერთმა მოუწოდა მათ, მიეტევებინათ ერთმანეთისთვის. ასეც მოიქცნენ და მერე საუკეთესო მეგობრები შეიქნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი