ერთი მეძავი გზად უცნობ დედაკაცს გადაეყარა, რომელსაც მკერდზე გარდაცვლილი ვაჟი მიესვენებინა.
უბედურმა დედამ, მწუხარებისგან რომ არ იცოდა, რა ექნა, გარდაცვლილი შვილი ცოდვილის ფერხთით დააგდო და - გამიცოცხლეო, - შეჰღაღადა... გაოგნებულმა მეძავმა იქვე აღიარა თავისი ცოდვები და თქვა: - მე ასეთი სასწაულის მოხდენის ღირსი არა ვარ. არც იმისა, ზეცად ავიხედო და ჩემი ცოდვილი ბაგეებით ღმერთს შევღაღადოო. მაგრამ საცოდავი დედა არ ცხრებოდა, ეგონა, ამას თავმდაბლობით ამბობსო და თხოვნა გააორმაგა. ცოდვილი დედაკაცი მიწაზე დაემხო, ღვთის მოწყალებისთვის თავს უღირსად თვლიდა, ლოცულობდა, ღმერთს შეეწყალებინა დამწუხრებული დედა, ენუგეშებინა. ჰოი, საოცრება! მონანული და სულიერად მკვდრეთით აღმდგარი ცოდვილის ლოცვამ ზეცამდე ააღწია და დედას შვილი გაუცოცხლდა. ორივე დედაკაცმა ერთად ადიდა ღმერთი, რომელიც იწირავს ცოდვილის სინანულს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი