წმინდა გაბრიელის მღვდელმთავრობისას რაჭის ერთ სოფელში ეკლესიას აშენებდნენ. ეკლესიის ამშენებელი კომიტეტი მეტად შეუბრალებელი იყო.
ვისაც მუშაობა ან ფულის გადახდა არ შეეძლო, უღელ ხარს უყიდდა და ახმარდა უფლის ტაძარს. ამ სოფელში ერთი ნამეტანი გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობდა. რვა წვრილშვილის მამა ლოგინად ჩავარდნილიყო. საბრალო ოჯახის დედას გიშერა ხარის იმედიღა ჰქონდა. მაგრამ ვაი, რომ კალოს სალეწად უღელში შებმული გიშერა კომიტეტის წევრებმა გამოუშვეს და წაიყვანეს. საცოდავი ბავშვები ატირდნენ, თუმცა მათმა უბედურებამ ტაძრის მაშენებლებს გული ვერ მოულბო. ოჯახს კალო გაულეწავი დარჩა, საჭმელი ერთი პეშვიც არ ჰქონდათ. აშენდა ტაძარი და მის საკურთხებლად წმინდა გაბრიელი მიბრძანდა. გიშერას პატრონი ცოლ-ქმარი და მათი ბავშვები შემაღლებულზე დადგნენ და მორთეს ტირილი. მღვდელმთავარმა მიიხმო ისინი. როცა გაიგო მათი ამბავი, საშინლად განრისხდა და წამოიძახა: "ავაზაკები, ავაზაკები, ავაზაკები". შემდეგ ფიცხელი წერილი მისწერა ეკლესიის მაშენებლებს. უბრძანა, ხარი პატრონისთვის დაებრუნებინათ, ხოლო სოფლის მღვდელს შეუთვალა, - ცოდვით აშენებულ ეკლესიას მე აღარ ვაკურთხებ და ნუღარც მელითო. შემდეგ საცოდავი ოჯახი ანუგეშა, ფულიც აჩუქა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი