"სანთელი ირგლივ ყველაფერს ანათებს, მაგრამ თვითონაც იწვებაო"
"სანთელი ირგლივ ყველაფერს ანათებს, მაგრამ თვითონაც იწვებაო"
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა წმინდა ნაწილთაგან კეთილსურნელებასა და მირონმდინარებაზე

ღირსსახსოვარმა ბერდიდმა ლაზარემ გვიამბო ყოფილი იღუმენის (1926-1931) , მღვდელმონაზონ მარკოზის ნეტარ აღსასრულზე, რომელიც მთელი სიცოცხლე სიმდაბლითა და სიხარულით ერთდროულად სამ-ოთხ მორჩილებას აღასრულებდა. ამასთან საჭმელს დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა.

როცა მამა მარკოზი წარვიდა უფლისა მიმართ, მამა ლაზარეს ამ დროს სავანის საავადმყოფოში სანიტრის მორჩილება ჰქონდა. ბერდიდის სიკვდილის წამს საავადმყოფოს მთელი შენობა საკვირველი კეთილსურნელებით აივსო, რაც ოცი წუთი გაგრძელდა. ეს იგრძნო ასევე ღირსსახსოვარმა იღუმენმა გაბრიელმა, რომელიც მომაკვდავისთვის სულის სხეულისგან განყრის ლოცვების წასაკითხად მოვიდა.

ბოლო დრომდე ჩვენ ბევრი მირონმდინარე წმინდანის ამბავი შევიტყვეთ, რომლებიც განისვენებენ ათონის კურთხეულ მიწაში და აკეთილსურნელებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღის ჰაერს. მაგრამ ქსენოფონტის მონასტრის დღესასწაულზე, 1989 წელს შევიტვეთ, რომ ამ მონასტერში პატივცემულ წმინდანს, დიდმოწამესა და ძლევაშემოსილს, სხვა მადლმოსილი ნიჭების გარდა, ასევე აქვს ნიჭი მირონმდინარებისა.

დაიწყო საზეიმო და გულისშემმუსვრელი ღამისთევის ლოცვა და უკვე მწუხრის ლოცვის შუაში, მონასტრის ყოვლადპატიოსანი იღუმენი ალექსი აღელვებული გამოვარდა, ღვთისმსახურება შეწყვიტა, რათა გამოეცხადებინა ჩვენთვის წმინდა გიორგის ხელიდან პირველად მომხდარი გასაოცარი მირონდენის სასწაულზე, ფაქტზე, რომელიც წმინდანის მადლმოსილ სიახლოვეს მოწმობდა. იღუმენმა შემოგვთავზა, რომ წმინდანის სავედრებელი კანონი გვეგალობა და მის წმინდა ნაწილებს ვმთხვეოდით.

მანამდე კი ტაძრის წმინდა საკურთხეველში მოიწვია მაღალმეუფება, პოლანინის და კილკისის მიტროპოლიტი ამბროსი და მონაზვნური ცხოვრებისადმი თავისი სიყვარულით ცნობილი მაღალღირსი იღუმენი ყუთლუმუშის მონასტრისა, არქიმანდრიტი ქრისტოდულე, ასევე ყველასგან პატივცემული 80 წლის მამა ანთიმოსი, წმინდა ანას სკიტელი მოძღვარი, რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ და დარწმუნებულიყვნენ მირონდენის სასწაულში.

ღვთისმოსავი მომლოცველები სხვადასხვა მონასტრების წარმომადგენლები, კინოვიების მამები და მეუდაბნოები, მონაზვნები და ერისკაცები - ჩვენ, ყველა, ვეთაყვანეთ წმინდა ნაწილებს მდუღარე სულითა და ღვთის დიდებით. ჩვენ განვიცდიდით იმ წმინდა წუთების შესაფერის გულშემუსვრილებას, როცა თავისივე სახელობის მონასტრის საიმედო მცველი, ჩვენ შორის ცოცხალი იმყოფებოდა და მეთაურობდა დღესასწაულს, რომელიც განადიდებდა ღმერთსა და მათ მიერაც იდიდებოდა.

ჩვენი შემუსვრილი გულები სიხარულით სავსე მდუმარებაში აღმოიტყოდნენ: "საკვირველ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებულ არს საკადრისად გალობად საკვირველებათა შენთა!" წმინდა ნაწილზე მირონის გადმოდენის ადგილს წარმოიქმნა ერთგვარად ახალგახსნილი იარის მსგავსი, საიდანაც იფრქვეოდა განსაკუთრებულად ნაზი და წმინდა ნაწილებისადმი დამახასიათებელი კეთილსურნელება.

ღამისთევის ლოცვის ამ აღდგომისეულ ატმოსფეროში წმინდა ნაწილებზე მოქმედი მადლი აღგვამაღლებდა იმ უდავო ჭეშმარიტებამდე, რომ ჩვენ ვქადაგებთ იესო ქრისტეს, ჯვარცმულსა და მკვდრეთით აღდგომილს. "სადაა, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადაა, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და შენ განქარდი..."

მონასტრის ეზოში ლიმონისა და ვარდის ყვავილები გაზაფხულის მოსვლას მოწმობდნენ, "ტყვეთა განმათავისუფლებლიდან მომდინარე კეთილსურნელება კი იმაზე მოწმობდა, რომ ჭეშმარიტად აღსდგა უფალი..."

1980 წელს წმინდა ათანასეს ლავრა იდიორითმულიდან კინოვიური ცხოვრების წესზე (ტიპიკონზე) გადავიდა და ლავრის იღუმენი გახდა ღირსახსოვარი მამა ათანასე. ეტყობა, წმინდა ათანასეს ლავრის ქტიტორი და ზეციური მფარველი ძალზე მოხარული იყო ამგვარი ცვლილებისა და ეს იმითაც დადასტურდა, რომ 5 ივლისის ღამისთევის ლოცვაზე, როცა მონასტერი თავის ტაძრის მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს, წმინდა ათანასეს კუბოდან გამოუთქმელი სურნელება იფრქვეოდა. ეს კეთილსურნელება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ტაძრიდან ეზოსა და მთელ მონასტერში გავრცელდა.

მამა ფილიპემ ეკლესიარქი მონაზონი პაისიც კი მოიხმო და ჰკითხა, რაიმე არომატული სითხე ხომ არ მოასხით წმინდანის საფლავსო...


სიტყვა კურთხეულ მყუდროებაზე, რომელიც განწმენდს კურთხეულ გონებას

უდაბნოსმოყვარე გვრიტს მიემსგავსა კურთხეულთა რუსი მღვდელმონაზონი მამა სერაპიონი, რომელმაც 1912-13 წლებში მოინახულა დიდებული დაყუდებული კალენიკე ისიქასტი და კურთხევა სთხოვა, მეუდაბნოე ცხოვრების სარბიელზე გასვლისა.

გამოცდილმა მასწავლებელმა და დახელოვნებულმა მუშაკმა გონებისმიერი ლოცისა, მამა კალენიკემ, მოუთხრო მას საშინელი სუპოსტატის მიერ დაგებულ მახეებსა და საფრთხებზე, ასევე ხიბლზეც, რომელშიც შეიძლება ჩაგაგდოს განმარტოებულმა ცხოვრებამ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელმძღვანელი არ გყავს. მაგრამ როცა იხილა მამა სერაპიონის მხურვალე მოშურნეობა და მისი "გულის მომწყვლელი" საღვთო სურვილი, დაუთმო იმ პირობით, თუ ის მას დაუჯერებდა.

მამა სერაპიონმა წმინდა გერასიმეს ეკლესიაში ღვთაებრივი ლიტურგია აღავლინა და თავისი მოძღვრის, ბერდიდ კალენიკეს ლოცვა-კურთხევით ათონის მწვერვალისკენ გაემართა.

მას მერე თორმეტი წელი გავიდა და ერთხელ, შუაღამისას, დაახლოებით 11 საათზე, დაყუდებული მამის, ბერდიდ კალენიკე ისიქასტის განმარტოებულ კალივაში მისი მოწაფე სერაპიონი მივიდა და კარებზე დაუკაკუნა. მამა კალენიკეს ეშმაკის ტყუილად ეშინოდა და ვიდრე კარებს გააღებდა, მოითხოვა, სტუმარს "მრწამსი" წაეკითხა. მამა სერაპიონი დამორჩილდა და მას კიდევ სხვა ლოცვებიც მიუმატა, "მამაო ჩვენო" და "ერთ არს წმინდა, ერთი უფალი იესო ქრისტე".

მაშინ მამა კალენიკემ კარი გააღო, მოეხვია თავის მოწაფეს და ჰკითხა: - ამდენი წელი სად იყავი, ძმაო? უკვე დაკარგულად გთვლიდი. თუმცა არასოდეს ვწყვეტდი შენზე ლოცვას. სად ცხოვრობდი, თავს რითი ირჩენდი?

- წმინდაო მამაო, - უპასუხა სუსტი ხმით მამა სერაპიონმა, - შენი კურთხევით ათონის მწვერვალზე ავედი და იქ სამი დღე-ღამე დავყავი. სიცივეს მეტი ვეღარ გავუძელი. ჩამოვედი პანაღიაში. ვცადე, იქ მეცხოვრა, მაგრამ ვერ შევძელი სანატრელი მყუდროების მოპოვება, რადგან მუდმივად მოდიოდნენ მომლოცველები. ცოტათი მოშორებით პატარა მღვიმე ვიპოვე, სადაც ლავრის თხების მწყემსებიც კი ვერ მხედავდნენ. მღვიმის შესასვლელს ძველი კაბა ჩამოვაფარე და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი კაციც არ დამინახავს. საკვებად ტყეში ვპოულობდი წაბლს, მცენარეების ყლორტებს, რკოსა და კენკრას. წყალს, პანაღეას ქოხთან რომ ჭაა, იქიდან ვსვამდი. დღედაღამ ჩემი გონება ავსებული იყო გონებისმიერი ლოცვის გამოუთქმელი სიხარულითა და ჭვრეტით. მუდმივად საღვთო საიდუმლოებებზე ფიქრში ვცხოვრობდი. შემინდე, მამაო, შენ უკეთ იცი, როცა ის გამოუთქმელი ნათელი მომეახლებოდა, რომელიც განმათბობდა და განწმენდდა "მთელს ჩემს შინაგანს" და მაშინ სხვა აღარაფერი მინდოდა. სამოთხე ჩემთვის რეალობა იყო. მაგრამ მარტო ის მსურდა, ვზიარებოდი უფლის სისხლსა და ხორცს. ამისთვისაც მოვედი, რათა შენგან კურთხევა ავიღო, რამეთუ მოახლოებულია ჩემი მიწიერი ცხოვრების აღსასრული და უზიარებლად არ მსურს განსვლა.

იმავე დღეს მან თავის მოძღვარსა და მასწავლებელთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა და ეზიარა წმინდა საიდუმლოს, შემდეგ მცირეოდენი ორცხობილითა და ხილით მოძლიერდნენ და ის ნეტარი და ბედნიერი კაცი დაუბრუნდა თავის საყვარელ უდაბნოს...

დიდებული ისიქასტი მამა დანიელი, სიმონ-პეტრას მონასტრელი, ყოვედლღიურად, საღვთო ლიტურგიის დასრულების მერე, ერთი საათით საკუთარ კელიაში განმარტოვდებოდა ხოლმე. ეს საათი ცრემლებისა და გულშემუსვრილებისთვის ჰქონდა მიძღვნილი, იგი ამბობდა: "სანთელი ირგლივ ყველაფერს ანათებს, მაგრამ თვითონაც იწვებაო".

მთაწმინდაზე იყვნენ მამები და ასკეტები, რომელნიც მთლიანად ლოცვასა და ჭვრეტას იყვნენ მიცემულნი, რაც თავისთავში ყველა სათნოებას მოიცავს, ამიტომაც ისინი ზეციდან იღებდნენ ღვთაებრივ ნუგეშინს, უტკბილეს გრძნობას და არამიწიერი ნათლით გაბრწყინვებას.

მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა რუმინელი მეუდაბნოე თეოფილაქტე, რომელიც, თავის სამ მოწაფესთან ერთად, ვათოპედის მონასტრის მიდამოებში მდებარე წმინდა ბასილის კელიაში ცხოვრობდა. ხშირად ის ცხოვრობდა ხოლმე მღვიმეებში, სადაც დაყუდების ატმოსფეროში ფხიზელი გონება უფრო ნათელი ხდება და ლოცვით მაღლა, ღმერთისკენ აფრინდება. ის ამბობდა, რომ მთაწმინდის ერთ-ერთ მღვიმეში წარმართებმა, მისმა ადრინდელმა მცხოვრებლებმა გადამალეს ქანდაკება, რომელიც ადრე ათონის წვერზე იდგა, ამ კერპის თავზე იყო დიდი ალმასი, რომელიც ზღვაზე მოგზაურთათვის შუქურის მაგივრობას სწევდა.

ერთხელაც, მოუკლებლად მლოცველი მამა თეოფილაქტე, ჩვეულებისამებრ, მღვიმეში არ წავიდა, მარტო დარჩა კალივაში. როცა ის ლოცვად იდგა, გამოეცხადა უფლის ანგელოზი და გაესაუბრა. მისი მოწაფე, სამორჩილო, საქმიდან კალივაში ბრუნდებოდა. შიგნიდან საუბარი რომ მოესმა გაოცებული და ცნობისმოყვარეობით აღძრული შევიდა და იკითხა:

- აქ ხარ, მამაო?

- ეჰ, შვილო, - უპასუხა მაშინ დამწუხრებულმა, ამ დიდებულმა ზეცის მომხილველმა მამამ, - სჯობდა არ შემოსულიყავ... უდიდესი კურთხევა დავკარგე.

და მორჩილს უთხრა, თუ ვის ესაუბრებოდა.

სწორედ მამა თეოფილაქტე იყო ის კაცი, რომელიც შველს დაეხმარა და სწორედ მისი სახე გაბრწყინდა სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე არამიწიერი ნათლით.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat