გვესაუბრება დეოდოფლისწყაროს ეპარქიაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამლოცველო სახლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ონოფრე (წულაძე):
-სულიერი სიხარულით აღვსილი ნათელი, მოგვევლინა ჩვენ,
კაცთა, ქრისტე იესუის განკაცებით, მისი სიტყვა-ქადაგებით, ჯვარცმით, აღდგომით. ეს არის ნათელი ახალი აღქმისა და აზროვნებისა, რომელმაც დათრგუნა სიკვდილითა სიკვდილი და წყვდიადისაგან იხსნა კაცობრიობა. გვასწავლა სიყვარული და ცოდვით დამძიმებულებს მოგვიწოდა სინანულად, მიგვიწვია ტრაპეზად და დაგვაპურა თავისი ,უხრწნელი ხორცითა და სისხლით.
გვიბოძა სულიერი საგზალი და დაგვაყენა ვიწრო, ძნელად სავალ ბილიკზე. ბილიკი როგორც სახარებიდან ვიცით მართლაც ძნელად სავალია. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ნაწილობრივ მაინც არ ვიყოთ შემზადებული ამისთვის, ყოველ შემთხვევაში თეორიულად. საჭირო ,,აღჭურვილობასა,, თუ წესებზე იგივე წმინდა წერილში ბევრია საუბარი,თავის ნააზრევს გვიზიარებენ ღირსნი მამანი და ამას გვასწავლის და სისტემატიურად გვიქადაგებს წმინდა მარლთმადიდებელი ეკლესია ქრისტესი. დიახ, თითქოს ყველაფერი გასაგებია ,რომ არა მეორე, ფართო ერთი შეხედვით ადვილი გზა, რომელზეც ასევე მოგვითხრობს წმინდა წერილი.
და დღეს მრავალი ცდილობს ამ ფართო გზაზე მოიპოვოს ამქვეყნიური სიხარული და კეთილდღეობა, რომელიც მხოლოდ მირაჟია და ისევე მსწრაფლ ხრწნილებადი , როგორც ყოველივე ჩვენს ირგვლივ. რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თითქოს ადამიანს არ ჰქონდეს უფლება კეთილდღეობისა და ამქვეყნიური სიხარულისა, ეს ასე არ არის, მაგრამ პირველ რიგში ადამიანი ღვთის შექმნილია, ღვთისაგან შექმნილი სამყაროს კანონზომიერების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა და უნდა ემორჩილებოდეს ამ წესგანგებას, უყვარდეს უფალი, მოყვასი და შეეცადოს შეიყვაროს მტერიც, იცხოვროს სათნოებით.
იფიქროს და იტვირთოს ჯვარი და შეუდგეს ძნელად სავალ ბილიკს,სადაცაა მარადიული სუფევა კაცთმოყვარე ღმრთისა, შემოქმედისა. ადამიანი როცა უფლის სასოებით ცხოვრობს, მისი ყოველი ფიქრი და მცდელობა მიმართულია უფლისკენ სავალი ბილიკის მცნებების დაცვით წარმატებული მსვლელობისაკენ, იგი არ ზრუნავს თუ ,,რაი ვჭამოთ, რაი ვსვათ, ანუ რაი შევიმოსოთ?,,(მათე 6.31) არამედ სასოებით ეძიებს, როგორც მაცხოვარი გვასწავლის: ,,ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა,და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ" (მათე 6.33) უფალმა შეგვაძლებინოს, გაიხარეთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი