2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

წმიდა მამა გაბრიელის გაცნობა

ბატონი ოთარ ნიკოლაიშვილი:

-დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
“არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს”, ანუ ამქვეყნად უცოდველი არავინაა. მიუხედავად აღნიშნულისა, როცა მამა გაბრიელის გაცნობასთან დაკავშირებით ერთ ამბავს ვიხსენებ, დიდ სიყვარულთან ერთად, თავისებურ უხერხულობასაც განვიცდი. ადრეც ასე იყო, როცა 2002 წელს წიგნში, “გაბრიელ ბერი და მოძღვრის პრობლემა”, გაცნობის ამბავიც დავწერე.


იმ დროს ბევრი ადამიანი სათანადოდ ვერ ხედავდა და არ აღიარებდა მამა გაბრიელს. ზოგს საპირისპირო აზრიც ჰქონდა მასთან დაკავშირებით. ამის გამო მზად ვიყავი, რაც პირადად გადამხდა და რაც ვიცოდი მის შესახებ, იმ სიმართლის თქმით ნებისმიერი უხერხულობა გადამეტანა (ოჯახთან, ახლობლებთან, საზოგადოებასთან), ოღონდ ნაწილობრივ მაინც წარმოჩენილიყო გაბრიელ ბერის დაფარული ღვაწლი, მისი ძალა და მადლი, სიბრძნე, სიწმიდე და გონიერება და, რაც უმთავრესია, გამოუთქმელად საკვირველი სიმდაბლე და სიყვარული.


ამჟამად მამა გაბრიელზე პირველად გამოცემული წიგნის მიხედვით ვიხსენებ მისი გაცნობის ამბავს. მხოლოდ რამდენიმე ადრე უთქმელი დეტალის დამატებით.

***
წუთისოფლის სიამეებისკენ მიდრეკილი ვეძებდი საყვარელ ქალს, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით თავი მონასტერს შეაფარა. აი, ამ ცოდვის მიზეზით მივედი პირველად მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. როგორც კი ალაყაფის კარი შევაღე და მონასტრის ეზოში ფეხი შევდგი, მაშინვე ეზოს სიღრმიდან მომესმა ქალის უცაბედი შეკივლების ხმა. დღესასწაული იყო და ეზოში ხალხი ირეოდა. გავიხედე იქით, საიდანაც ხმა გავიგონე. დავინახე, ტაძრის გვერიდთ კიბით ასასვლელ შემაღლებულ ადგილზე ბერის გვერდით რამდენიმე მორჩილი იდგა, ერთ-ერთი კი ბერის ფეხებთან დაჩოქილი ტიროდა (როგორც შემდეგ გავიგე, გაბრიელ ბერს მისთვის უთქვამს, გინდა, შენი აქ მოსვლის ნამდვილი მიზეზი გითხრაო? მან უპასუხა, უბრალოდ, სტუმრად მოვედიო... სწორედ ამ დროს მოძღვარს უთქვამს მისთვის, გაიხედე ჭიშკრისკენო. მეც ზუსტად იმ დროს შევედი მონასტრის ეზოში. დამინახა და ამ ემოციური დატვირთვით, ნეტა ვის წინაშე ვდგავარო, უნებურად შეჰკივლა და ტირილით დაიჩოქა თურმე გაბრიელ ბერის ფეხებთან).


ბერის გვერდით შაოსანი თავდაბურული მონოზვნები იდგნენ, მაგრამ დაჩოქილ ქალში შორიდანვე ადვილად შევიცანი, ვისაც ვეძებდი. გულმოსული ვცდილობდი, ხალხში სწრაფად გამევლო და მალე ავსულიყავი იმ კიბეზე, რომლის მაღლაც ბერი და მონოზვნები იდგნენ. იმდენად ვიყავი აღელვებული, რომ მზად ვიყავი, წინააღმდეგობის შემთხვევაში ყოველგვარი ზომა მიმეღო. სად შემეძლო მაშინ ვინმეს დარიგების მოსმენა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ქალი ჩემი იყო და უნდა წამეყვანა.


კიბესთან მისულმა შევნიშნე, რომ ვიღაც ნასვამი კაცი ცდილობდა მაღლა ასვლას. ბერი აფრთხილებდა, აქ მონოზვნების საცხოვრებელია და ამოსვლა არ შეიძლებაო, ის კი ისევ თავისას ცდილობდა. ამ დროს ბერი, რომელიც თავიდანვე უცნაურად მეჩვენა, რამდენიმე საფეხურით დაბლა დაეშვა, გაშლილი ხელები ოდნავ მაღლა ასწია და იმდენად უჩვეულო ხმით შესძახა: “არ ამოხვიდე, თორემ შეგმუსრავ!”, რომ თავნება კაცი ლამის კიბეზე დაგორდა, შეშინებული მაშინვე უკან გამობრუნდა. ცოტა მეც დავიბენი, შევყოვნდი. საკმაოდ ნირწამხდარმა აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მაინც ზევით ასვლა გადავწყვიტე. ამასობაში ბერი თავად მომიახლოვდა და სულ  სხვა, შეცვლილი სახითა და საოცრად თბილი ხმით მკითხა: თქვენ ვისთან მოხვედით, რა გქვიათ, რაზე შეწუხდითო? აი, ასეთ ვითარებაში გავიცანი მამა გაბრიელი, რომელმაც თავი დიდად ცოდვილ გაბრიელ ბერად გამაცნო. თან მითხრა, რომ იყო მშიერი, მწყურვალი და ყველასაგან უპატრონოდ მიტოვებული. ამას მისი იმჟამინდელი იერსახე და ჩაცმულობაც ადასტურებდა.


ბერი გაბრიელი იყო საშუალო სიმაღლის, ოდნავ მხრებში მოხრილი, საკმაოდ გამხდარი, მუცელი საერთოდ არ ეტყობოდა. სარტყელიც იმდენად ჰქონდა შემოჭერილი, რომ იფიქრებდი, ჭიპი ხერხემალზე აქვს მიკრულიო, თუმცა გულ-მკერდი და ხელები დიდი და ღონიერი უჩანდა. ფეხზე გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა. ტანთ - სიძველისგან გაცვეთილი კაბა, რომელიც ბევრ ადგილზე დაკერებული და ზოგ ადგილზე გარღვეულ-ჩამოძონძილიც იყო. წვერი - თეთრი, ბუნებრივი სიგრძის, მოუვლელი და შეუსწორებელი, აბურდული. (თითქოს სავარცხელს საერთოდ არ ხმარობსო), ნიკაპის გარშემო ჩალისფრად შემუქებული, რომელზეც მაშინ რაღაც ნამცეცებიც ჰქონდა შერჩენილი. -  ერთი შეხედვით მართლაც საწყალს და ყველასგან მიტოვებულს ჰგავდა, მაგრამ თვალები არ ეთანხმებოდა ამ ყოველივეს. თვალები, საუკუნეების მიღმიდან მომზირანლი, ბიბლიიდან გადმოსულ სულზე მიგანიშნებდა.


ბერის უეცარმა გარდასახვამ, შეცვლილმა იერსახემ, ხმამ და თვალებმა ჩემი იმჟამინდელი განცდებისაგან წუთიერად გამომთიშა. მომეჩვენა, რომ ეს ხმა და განსხვავებული მზერაც სადღაც მინახავს და მომისმენია. მომაგონდა ორი შემთხვევა: ჩემს ბავშვობაში ბებიამ, მონოზონმა პარასკევამ (შურა თავართქილაძე), ეზოში შემოსულ მათხოვარს საჭმელი მიართვა. ის ჭამდა, თან რაღაცას მარიგებდა, ჭკუას მასწავლიდა, ამავე დროს იმდენად უჩვეულო თვალებით მიმზერდა და მაკვირდებოდა, რომ დამამახსოვრდა. და, კიდევ ბავშვობაში თითქოს ცის გახსნა ვნახე. იქნებ მომეჩვენა, მაგრამ აშკარად დავინახე, რომ ცაზე ღრუბლები კარებივით გაიწია, გაიღო და ლურჯ ფონზე მეჩვენებოდა როგორც შინაური და გარეული ცხოველები, ასევე უცხო არსებებიც. ბოლოს გამოჩნდა ორი დიდი თვალი, ცოტა ხანს მიყურა და ყველაფერი მალევე გაქრა. აი, ეს ორი შემთხვევა გამახსენდა (შემდეგში იუმორით კი მიყვებოდა მამა გაბრიელი გურიაში თავს გადახდენილ ამბავს, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემთან არაფერი უხსენებია). ფიქრიდან ისევ მამა გაბრიელის ხმამ გამომარკვია: “რაზე შეწუხებულხარ, მოყვასო, ხომ მშვიდობით ხართ?”


როცა ჩემი მოსვლის მიზეზი გაიგო, მითხრა:  ,,ღმერთს როგორ ძალიან ჰყვარებიხარ, რომ სწორედ ჩემთან მოგიყვანა. მე გიშველი მაგ საქმეში, შენ დარდი აღარ გქონდეს, მასეთების უსტაბაში ხომ მე ვარ, გაბრიელი. მე მომანდე ეგ საქმე და მაგ ქალთან მაჭანკლობა. აქ მლოცველები ისედაც ბევრნი არიან, მალე ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ შენ ახლა ცოტა პური და “პროფესორი” (ასე ეძახდა ღვინოს) მოიტანე და ჩემს “კელიაში” პური ერთად ვჭამოთ, თუკი იკადრებ ჩემნაირ ცოდვილთან პურის გატეხას”. გაოგნებულმა და ყველაფრით გაკვირვებულმა უფალს მადლობა შევწირე, გავიფიქრე, მართლა როგორ ვყვარებივარ ღმერთს, რომ ასეთი თავისებური და, მისივე სიტყვებით, ,,ცოდვილი” ბერი შემახვედრა, რომელიც ზედმეტი დავიდარაბის გარეშე მალე ყველაფერს მშვიდობიანად მომიგვარებს-მეთქი.. მაშინ როგორ ვიფიქრებდი, იმ შეპირებულ ,,მალე დროში”, თავად მოვექცეოდი გაბრიელ ბერის ზეგავლენის ქვეშ და სინამდვილეში მართლაც მშვიდობიანი დაშორება მომიწევდა იმ ქალთან და სხვა მრავალ ცოდვასთან.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat