წმინდა ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი მოძღვრების ერთგულებამ გადააქცია მთელი საქართველო რჩეული გმირების აკვნად
წმინდა ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი მოძღვრების ერთგულებამ გადააქცია მთელი საქართველო რჩეული გმირების აკვნად
გთავაზობთ კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს ქადაგების ამონარიდს წმინდა ნინოს ხსენებასთან დაკავშირებით:

"წმინდა ნინოს მოძღვრების ფართო შეგნებამ და მაღალმა ქრისტიანულმა ცხოვრებამ მოუპოვა ქართველებს იმ დროინდელ განათლებულ კაცობრიობაში საუკეთესო, სამაგალითო ქრისტიანობის სახელი. ქადაგებამ გაზარდა ქართული ენა, განავითარა, გაფურჩქნა, დაიმუშავა და აიყვანა იმ საოცარ სისრულემდე, როგორიც არის ქართული სახარებისა და ვეფხისტყაოსნის ენა;

წმინდა ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი ქადაგების ერთგულებამ მოაქარგვინა ჩვენს მამა-პაპას საქართველოს პირი იმ დიდებული ტაძრებით, რომლებსაც დღეს განცვიფრებაში მოჰყავთ უგანათლებულესი ერების წარმომადგენლები; წმინდა ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი მოძღვრების ერთგულებამ გადააქცია მთელი საქართველო რჩეულ გმირების აკვნად და ამ გმირებმა შეგვინახეს თავიანთი მკერდით სიცოცხლე და მიწა-წყალი.

დღესაც მრავლად ირწევა ჩვენს სამშობლოში აკვანი, მაგრამ აღარ აგონებენ ჩვენი დედები თავიანთ ქორფებს სარწმუნოებისა, მამულისა და მშობელი ერისთვის თავდადების ნანას და ამიტომ გაშიშვლდა ჩვენი სამშობლოც და ეკლესიაც. ვეღარ ვხედავთ ჯვაროსან გმირებს, დავკარგეთ და გავწყვიტეთ ჩვენი სულიერი ერთობის, გონებრივი თანხმობა-სოლიდარობის ძაფი-სარწმუნოება, აღარაფერს ეუბნება ჩვენს გონებას წმინდა ნინოს სახელი, სადღაც გვახსენდება მისი საღმრთო შრომა და ღვაწლი, სადღაც გადავაგდეთ მისი ანდერძი, ჩვენი ოჯახებიდან გამოვდენეთ მისი სახე, მისი წმინდა ხატი და ვაი სირცხვილი, ვაი უზომო უგუნურებავ, აღარც მშობლებს და აღარც შვილებს ნინოს ხსენების დღეც კი აღარ გვახსოვს!

KARIBCHE***
"იყო დრო - ჯვარით ვიცავდით თვითარსებობასო", ამოიკითხავთ ზოგიერთ ქართულ გამოცემებში, მაგრამ "დრონი იცვალენ, ძველებური იარაღი ეხლა აღარ გამოდგება და თანამედროვე განათლებული კაცის თვალსაზრისით დასაგმობიცააო", გვიქადაგებენ ხმამაღლა ახლად მოვლენილი მოძღვრები. მაგრამ, ნათქვამს ხომ ცხოვრება უნდა ამართლებდეს და სად ნახეს ახალმა მქადაგებლებმა, რომ ურწმუნო, უღთო ერს ეარსებოს, წინსვლის გზაზე მდგარიყოს და სიკეთის კვალი გაევლოს კაცობრიიობის ისტორიაში?

ურწმუნოება, უღთოება, ათეისტობა ყოველთვის და ყოველგან ცნობილი ყოფილა ადამიანთა გონებრივი და ზნეობრივი სიცოცხლის მომსპობ შხამად და სამსალად. როგორც კუნელი მუდამ კუნელი ყოფილა და კუნელადვე დარჩება, ასე რომ არასოდეს ყურძნის მტევნები არ მოუბამს და არც მოიბამს, ისე ურწმუნოება მის დღეში ბოროტება ყოფილა და ბოროტებადვე დარჩება. არა, სასიკეთო, მტკიცე და საბოლოვი მხოლოდ და მარტო ის არის, რაც ჭეშმარიტი სარწმუნეობის ჩაგონებით და სახელით რიგდება. ამას ამტკიცებს ჩვენი სამშობლოს ისტორია, ამას ჩაგვძახის და გვიკარნახებს ჩვენი განმანათლებელი წმინდა ნინო.

გვეყოფა ამდენი შეცდომა, ნუ უკარგავთ ერს სარწმუნოებას, ნუ უქადაგებთ მოზარდ თაობას უსჯულოებას, ნუ ვტოვებთ წმინდა ნინოსაგან გაკაფულ უცდომელ ცხოვრების გაზას, თორემ, დაბრმავებული სამსონივით ჩვენივე ხელით დავცემთ ძირს ჩვენი არსებობის ციხე-სიმაგრეს და ჩვენც დიდიდან პატარამდე ყველანი ქვეშ მოვექცევით ამ ნანგრევებს.
გვახსოვდეს ჭკვიანი სიტყვა ჭკვიანი ქართველისა:

"ჩვენო სამშობლოვ, წმიდა ნინო ცამ მოგივლინა,
ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სხივი მან შენ მოგფინა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat