ღირსი ანთისა მცირე აზიაში, პაფლაგონიის მანტინეაში ცხოვრობდა VIII საუკუნეში, მაშინ ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობის ერესი ბობოქრობდა.
მაშინდელმა ხელისუფალმა, კონსტანტინე V კოპრონიმოსმა 754 წელს მოიწვია თანამზრახველთა უკანონო კრება, რომელზეც დაიგმო ხატთა ნებისმიერი სახით თაყვანისცემა და მისი მიმდევრები შეადარეს არიოზის, ნესტორისა და ევტიქის მომხრეებს. აგრეთვე სახიფათო ცრურწმენად მიიჩნიეს მონაზვნობა, ღვთისმშობლის, წმინდანებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა. ამის შემდეგ ეკლესიის კედლებიდან ჩამოფხიკეს სახარებისეულ მოვლენათა გამოსახულებები და ისინი ბუნების, ნადირობისა და სხვა სურათებით შეცვალეს. კონსტანტინეს ოცდათხუთმეტწლიანი (741-775 წწ.) მმართველობა ქრისტიანებისთვის საშინელ განსაცდელად იქცა; ბევრმა თავისი რწმენა მოწამებრივი სიკვდილით დაბეჭდა, როგორც ყოველთვის ხდებოდა მსგავს ვითარებაში, სასტიკმა დევნამ ახლაც აღანთო მორწმუნენი თავგანწირვისთვის. მთელი ერი უდიდეს პატივს მიაგებდა დევნულ ეპისკოპოსებს; საპყრობილეები, სადაც ხატთა თაყვანისმცემლები იყვნენ დატუსაღებულნი, სამლოცველოებად გადაიქცა. იქ უამრავი ხალხი მიდიოდა და ცდილობდა წმინდა მოწამეთაგან კურთხევის მიღებას.
სახლებიდან და ტაძრებიდან გამოტანილ ხატებს მართლმადიდებლები ფარულად სცემდნენ თაყვანს: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა სადიდებლად გაისმოდა იოანე დამასკელის, კოსმა მაიუმელის, გერმანესა და სხვათა საგალობლები, რასაც ყველა აღფრთოვანებით იმეორებდა.
სწორედ ამ დროს წმინდა ანთისამ უარი თქვა საერო ცხოვრებაზე, უფალს მიუძღვნა თავი და მთებში მოსაგრეობდა, სრულ მარტოობაში. შემდეგ წმინდა მღვდელ-მონაზონმა სისინიუსმა მონაზვნად აღკვეცა და ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. გარკვეული დროის შემდეგ ღირსი ანთისა შეიპყრეს და ხატთაყვანისცემის უარყოფა მოსთხოვეს: ნეტარმა დედამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმინდა აღმსარებელმა იმპერატორის მეუღლეს, რომელიც წამებას ესწრებოდა, ქალ-ვაჟის შობა უწინასწარმეტყველა. როცა წინასწართქმული ახდა, ნეტარი დედა გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის სავანეს, სადაც ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა. ასულს, რომელიც იმპერატორის მეუღლეს შეეძინა, მის პატივსაცემად ანთისა დაარქვეს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი